24 ოქტომბერი, პარასკევი, 2025

თუ ხე­ლოვ­ნე­ბის მოტ­რ­ფი­ა­ლე არ ხარ, ასეთ ნა­მუ­შევ­რებს ვერ შექ­მ­ნი

7 ოქ­ტომ­ბერს ლა­გო­დე­ხის მუ­ზე­უ­მის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში სო­ფელ ჰე­რე­თის­კა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის, დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლის და სკო­ლის დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა ნან­დოშ­ვი­ლი-წი­ქა­რიშ­ვი­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა გა­იხ­ს­ნა. ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია მი­სი ბავ­შ­ვო­ბის დრო­ინ­დე­ლი და შემ­დ­გო­მი პე­რი­ო­დის გრა­ფი­კუ­ლი და ფერ­წე­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი, ხელ­ნა­კე­თი სა­ნა­თი ნივ­თე­ბი, ნა­ქარ­გე­ბი, ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი. სა­ლო­ნურ­მა სა­ღა­მომ დი­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია.

„ხატ­ვა, ქსო­ვა, ქარ­გ­ვა, ზო­გა­დად ხელ­საქ­მე და ფი­ზი­კუ­რი შრო­მა, ბავ­შ­ვო­ბის ასა­კი­დან და­ვიწყე, – ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა, – მა­მა კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის წევ­რი იყო და ბუ­ნებ­რი­ვია, ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჩარ­თუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბა­ში. ბე­ბი­ამ ქსო­ვა მას­წავ­ლა, დე­და ჭრა-კერ­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტია, მა­მა ხელ­მარ­ჯ­ვე პი­როვ­ნე­ბა იყო. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით მეც სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბი.“

ხატ­ვის წრე­ზე მე­ხუ­თე კლა­სი­დან და­დი­ო­და. მი­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მაყ­ვა­ლა ქო­როღ­ლიშ­ვი­ლი აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი კონ­კურ­სებ­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­მუ­შევ­რებს აგ­ზავ­ნი­და გა­მო­ფე­ნებ­ზე რა­ი­ო­ნუ­ლი და რეს­პუბ­ლი­კუ­რი მას­შ­ტა­ბით. მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბით, უკ­ვე მე­ხუ­თეკ­ლა­სე­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბი და­ი­ბეჭ­და გა­ზეთ „ნორ­ჩი ლე­ნი­ნე­ლის“, „სოფ­ლის ცხოვ­რე­ბის“, ჟურ­ნალ „პი­ო­ნე­რის“, სა­კავ­ში­რო ჟურ­ნალ „ტუ­რის­ტის“ ფურ­ც­ლებ­ზე. მი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა სკო­ლის პე­რი­ოდ­ში­ვე იმარ­თე­ბო­და.

„და­ვამ­თავ­რე არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტი, ასე­ვე – დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის პე­და­გო­გი­კის და მე­თო­დი­კის ფა­კულ­ტე­ტი. დავ­ბ­რუნ­დი ჩემს საყ­ვა­რელ ლა­გო­დეხ­ში, მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის რა­ი­ო­ნულ სახ­ლ­ში ვი­ყა­ვი არ­ქი­ტექ­ტუ­რის წრის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, პა­რა­ლე­ლუ­რად – მე­სა­მე სა­ჯა­რო სკო­ლის, სკო­ლა-ლი­ცე­უ­მის სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი. ლექ­ცი­ებს ვკითხუ­ლობ­დი ლა­გო­დე­ხის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ს­ტი­ტუტ­ში, სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ხ­რით,“ – იხ­სე­ნებს ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა.

2005-2010 სას­წავ­ლო წლებ­ში მა­რი­ნა ნან­დოშ­ვი­ლი ობოლ და მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბულ ბავ­შ­ვ­თა სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი იყო. 2011 წლი­დან დღემ­დე, ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჰე­რე­თის­კა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რია. „ვას­წავ­ლი სახ­ვით და გა­მო­ყე­ნე­ბით ხე­ლოვ­ნე­ბას. მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემ­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს საქ­მედ იქ­ცა. ვცდი­ლობ, მა­თი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და მხატ­ვ­რუ­ლი ხედ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ვიზ­რუ­ნო, რაც პი­როვ­ნუ­ლი ზრდი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია“ – ამ­ბობ­ს­ ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა.

თა­ვი­სუ­ფალ დროს უთ­მობს ხატ­ვას, ქსო­ვას, ქარ­გ­ვას, ხის და სხვა­დას­ხ­ვა მე­ო­რა­დი ნივ­თე­ბით ნა­მუ­შევ­რე­ბის შექ­მ­ნას, ამ­ზა­დებს ჰერ­ბა­რი­უ­მებს, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბით, კე­რავს ტან­საც­მელს და სხვა­დას­ხ­ვა აქ­სე­სუ­ა­რებს.

და­ბა­დე­ბის 60 წლის იუბი­ლეს პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნით შეხ­ვ­და: „გა­მო­ფე­ნამ დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. სა­ლო­ნურ სა­ღა­მო­ზე მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით ემო­ცი­უ­რი იყო ჩე­მი პირ­ვე­ლი ხატ­ვის მაყ­ვა­ლა მას­წავ­ლე­ბელ­თან შეხ­ვედ­რა. გა­მო­ფე­ნა­ზე მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს შო­რის იყ­ვ­ნენ გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, კო­ლე­გე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი.“

სტუმ­რებ­მა სა­მახ­სოვ­რო ჩა­ნა­წე­რე­ბი და­ტო­ვეს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის წიგ­ნ­ში.

ხა­თუ­ნა შუ­ბი­თი­ძე, მას­წავ­ლე­ბე­ლი: „პირ­ვე­ლი, რაც მახ­სენ­დე­ბა, ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბია. ჯერ კი­დევ მრა­ვა­ლი წლის წინ, რო­დე­საც სკო­ლის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, მა­რი­ნა ნან­დოშ­ვი­ლი მას­წავ­ლი­და ხატ­ვა-ხაზ­ვას. სა­ოც­რად დახ­ვე­წი­ლი, ელე­გან­ტუ­რი ჩაც­მუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ძნე­ლი იყო არ მი­გექ­ცია ყუ­რადღე­ბა მი­სი გა­რეგ­ნო­ბის­თ­ვის, მა­კი­ა­ჟის­თ­ვის. ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­ჭი ყვე­ლა­ფერ­ში გა­მოს­ჭ­ვი­ო­და: სა­კუ­თა­რი ხე­ლით შე­კე­რი­ლი კა­ბე­ბი, მოქ­სო­ვი­ლი ლა­ბა­დე­ბი… ყვე­ლა­ფე­რი ეს მარ­თ­ლაც ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს ჰგავ­და. დღეს კო­ლე­გე­ბი ვართ. ახ­ლაც, რო­გორც დი­დი ხნის წინ, ისე­თი­ვე სიყ­ვა­რუ­ლით ეპყ­რო­ბა თი­თო­ე­ულ ნა­მუ­შე­ვარს, იქ­ნე­ბა ეს ნა­ხა­ტი, ნა­ქარ­გი, ნაქ­სო­ვი თუ ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა ნი­მუ­ში. მის მი­ერ შექ­მ­ნილ კომ­პო­ზი­ცი­ებ­ში თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი ცოცხა­ლია და ავ­ტო­რის ხა­სი­ათს, ემო­ცი­ებს გა­მო­ხა­ტავს. მჯე­რა, თუ ხე­ლოვ­ნე­ბის მოტ­რ­ფი­ა­ლე არ ხარ, ასეთ ნა­მუ­შევ­რებს ვერ შექ­მ­ნი. ამის დას­ტუ­რია მი­სი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნაც, რო­მელ­მაც თი­თო­ე­უ­ლი მნახ­ვე­ლის აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.“

მა­ნა­ნა კუპ­რაშ­ვი­ლი, მას­წავ­ლე­ბე­ლი: „ქალ­ბა­ტონ­მა მა­რი­ნამ, რო­მე­ლიც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნი­ჭით გა­მო­ირ­ჩე­ვა და შთამ­ბეჭ­დავ ნა­მუ­შევ­რებს ქმნის, შვიდ ოქ­ტომ­ბერს გა­მარ­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ნა­ხა­ტე­ბი, ნა­ქარ­გე­ბი და ხის სა­ნა­თე­ბი, ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი, რო­მელ­შიც ნათ­ლად იგ­რ­ძ­ნო­ბო­და ავ­ტო­რის შრო­მა, სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­გო­მა. მთე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა სი­ლა­მა­ზით და სით­ბო­თი იყო გაჟ­ღენ­თი­ლი, ვი­ო­ლი­ნოს და ფორ­ტე­პი­ა­ნოს მშვი­დი ფო­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ამაღ­ლე­ბულ გან­წყო­ბას ქმნი­და, თით­ქოს თი­თო­ე­ულ ნა­ხატს თა­ვი­სი მე­ლო­დია ჰქონ­და, მა­ყუ­რე­ბელს ფა­ქი­ზი ემო­ცი­ე­ბით ავ­სებ­და. ეს სა­ღა­მო ნამ­დ­ვი­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო. იგი არა მარ­ტო ხე­ლოვ­ნე­ბის სიყ­ვა­რულს გვაჩ­ვე­ნებ­და, არა­მედ გვას­წავ­ლი­და რო­გორ უნ­და და­ვა­ფა­სოთ შრო­მა, ნი­ჭი და გუ­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე.“

გა­მო­ფე­ნა ლა­გო­დე­ხის მუ­ზე­უმ­ში ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რ­ძელ­დე­ბა და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლებს მა­რი­ნა ნან­დოშ­ვი­ლი თა­ვად უმას­პინ­ძ­ლებს, მუ­ზე­უ­მის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან ერ­თად.

 

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

„წი­თე­ლი 70“

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება