21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

თბილისის ბაღები ახალი რეგულაციებით მუშაობისთვის მზადაა

spot_img

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციებით მუშაობისთვის მზადაა. ამის შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა: რეგულაციების დამტკიცებისთანავე, მათი აღსრულებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება დავიწყეთ, რაც მოითხოვდა, როგორც გარკვეული ინვენტარის შესყიდვას, ასევე, პერსონალის გადამზადებას. საკმაოდ მოკლე დროში აღვჭურვეთ და მოვაწყეთ ბაღები დადგენილი რეკომენდაციების შესაბამისად, რის შემდეგაც, თითოეული დაწესებულება ჯანდაცვის სამინისტროს შრომითმა ინსპექციამ დეტალურად შეამოწმა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისის საჯარო ბაღები აღსაზრდელების მისაღებად მზადაა“.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ბაღებში მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა, ეზოში მინიშნებები და დეზობარიერები განთავსდა, მოეწყო დაყოვნებისა და საიზოლაციო სივრცეები, მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი და სხვ.

საძინებელ ოთახებში საწოლები ახალი რეგულაციიების მიხედვით განთავსდა, რომ არ მოხდეს ბავშვების სახით კონტაქტი. ასევე, ბაღების სააგენტომ შეიძინა მეთოდური მასალები, რომლებიც თითოეული ბავშვისთვის განკუთვნილ ინდივიდუალურ ჩანთაშია მოთავსებული. ყველა სააღზრდელო ჯგუფში განისაზღვრა სივრცეები სხვადასხვა აქტივობისთვის, რათა ბავშვთა მცირე ჯგუფების დისტანცირება მოხდეს.

შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ უკვე შემოწმებული 700-მდე საბავშო ბაღიდან, 625-ის მიმართ გაიცა დადებითი დასკვნა: „დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია 2390 კერძო და საჯარო სკოლა. დარჩენილია დაახლოებით ათამდე საჯარო სკოლა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში იქნება დასრულებული. რაც შეეხება ბაღებს, ამ მიმართულებით შემოწმება განხორციელდა 700-მდე სუბიექტზე, საიდანაც 625-ის მიმართ უკვე გაიცა დადებითი დასკვნა. დანარჩენს მცირეოდენი ხარვეზი აღენიშნებოდა, რის გამოც მათ დამატებით განესაზღვრათ გონივრული ვადა, რა პერიოდშიც მათ უნდა აღმოფხვრან ეს დარღვევები. შემოწმების პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება და 12 ოქტომბრამდე იქნება დასრულებული.“

შეგახსენებთ, რომ თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის დაწყება 12 ოქტომბერს იგეგმება.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები