26 აპრილი, შაბათი, 2025

თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლეს მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბა­დი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო სჭირ­დე­ბა

spot_imgspot_img

თა­მარ ქა­და­გიშ­ვი­ლი

გურ­ჯა­ა­ნის №4 სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი

15 წე­ლია, გუ­რამ ჭი­ლაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის №4 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი ინ­გ­ლი­სურ ენას, ვარ წამ­ყ­ვა­ნი პე­და­გო­გი და მე-9 კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი, სა­დაც 29 მოს­წავ­ლე სწავ­ლობს.

რო­გორც დამ­რი­გე­ბელს, გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი მა­კის­რია მოს­წავ­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბით სა­კითხებ­ში. კლა­სის დამ­რი­გებ­ლის ფუნ­ქ­ცი­ე­ბი მო­ი­ცავს რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, ისე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბებს. დამ­რი­გებ­ლის უმ­თავ­რე­სი მო­ვა­ლე­ო­ბაა თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლე­ზე ზრუნ­ვა. ჩვენ ყვე­ლა­ზე კარ­გად ვიც­ნობთ მოს­წავ­ლის ში­ნა­გან სამ­ყა­როს, მის­წ­რა­ფე­ბებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, და­ვეხ­მა­რო მას სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უკეთ წარ­მო­ჩე­ნა­ში.

დამ­რი­გებ­ლის უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რამ­დე­ნად შრო­მა­ტე­ვა­დია, რა­ო­დენ დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა იყო კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი. ფას­და­უ­დე­ბე­ლია დამ­რი­გებ­ლის შრო­მა, მას მრა­ვა­ლი ფუნ­ქ­ცია აქვს შე­თავ­სე­ბუ­ლი: კლა­სის მარ­თ­ვა და ორ­გა­ნი­ზე­ბა, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მო­ნი­ტო­რინ­გი და შე­ფა­სე­ბა; კლა­სის ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მე­ე­ბის მარ­თ­ვა, შეხ­ვედ­რე­ბი­სა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა; სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხა­რის­ხი­ა­ნად წარ­მარ­თ­ვა და დის­ციპ­ლი­ნის დაც­ვა; მოს­წავ­ლე­ებ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბა, მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და დახ­მა­რე­ბა, აკა­დე­მი­უ­რი და პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა; სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მხარ­და­ჭე­რა და მო­ტი­ვა­ცი­ის გაზ­რ­და. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კარ­გი იქ­ნე­ბო­და თუ დამ­რი­გებ­ლის ანაზღა­უ­რე­ბა შე­სა­ბა­მი­სი იქ­ნე­ბო­და გა­წე­ულ შრო­მა­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას­თან. მარ­თა­ლია, დამ­რი­გე­ბე­ლი მო­წო­დე­ბით უნ­და იყოს მას­წავ­ლე­ბე­ლი და არა ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბის­თ­ვის, მაგ­რამ, მო­ტი­ვა­ცი­ი­სა და წა­ხა­ლი­სე­ბის­თ­ვის, ვფიქ­რობ, სა­თა­ნა­დო ანაზღა­უ­რე­ბა სა­ჭი­როა.

მშო­ბელ­თა კრე­ბა

სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კო­მუ­ნი­კა­ცია მშობ­ლებ­თან, რე­გუ­ლა­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი და ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვ­ლა, ბავ­შ­ვის წარ­მა­ტე­ბე­ბის, პრობ­ლე­მე­ბი­სა და პროგ­რე­სის შე­სა­ხებ მა­თი ინ­ფორ­მი­რე­ბა, ასე­ვე, სას­კო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცია ერ­თობ­ლი­ვად; მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა რო­გორც სკო­ლის კულ­ტუ­რულ, სპორ­ტულ და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, ასე­ვე ექ­ს­კურ­სი­ე­ბი­სა და კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, დამ­რი­გე­ბელ­თან და მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად.

კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მარ­თ­ვა

ჩემ­თ­ვის დი­დი გა­მოწ­ვე­ვაა მოს­წავ­ლე­თათ­ვის ემო­ცი­უ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის გა­წე­ვა. ხში­რად სა­ჭი­რო ხდე­ბა კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მარ­თ­ვა, რა­თა უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ მშვი­დი სას­წავ­ლო გა­რე­მო.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გარ­და­ტე­ხის ასა­კი გარ­კ­ვე­ულ სირ­თუ­ლე­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ხში­რად თავს იჩენს მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა. მშობ­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ რა­დი­კა­ლუ­რად მკაც­რი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბას და ბავ­შ­ვებს პრო­ტეს­ტი­სა და უსა­მარ­თ­ლო­ბის გან­ც­და უჩ­ნ­დე­ბათ. არის მცდე­ლო­ბა, აღარ შე­მო­ვიდ­ნენ გაკ­ვე­თილ­ზე, რი­თაც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ მშობ­ლის მკაცრ რე­აქ­ცი­ას. სწო­რედ ასეთ დროს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დამ­რი­გებ­ლის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა და გარ­კ­ვე­უ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა.

კლას­ში მუდ­მი­ვად ვა­ტა­რებ ბუ­ლინ­გი­სა და სწავ­ლის დე­მო­ტი­ვა­ცი­ის პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, რო­გო­რი­ცაა რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბი, დის­კუ­სი­ე­ბი და ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბა.

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ში დამ­რი­გე­ბელს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი რო­ლი აკის­რია, რად­გან ის პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლია ისე­თი გა­რე­მოს შექ­მ­ნა­ზე, სა­დაც ყვე­ლა მოს­წავ­ლე შეძ­ლებს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვას, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მოვ­ლე­ნას.

დამ­რი­გე­ბელ­მა კლას­ში ისე­თი ატ­მოს­ფე­რო უნ­და შექ­მ­ნას, სა­დაც ყვე­ლა მოს­წავ­ლე თავს კომ­ფორ­ტუ­ლად და თა­ნას­წო­რად იგ­რ­ძ­ნობს. სა­ჭი­როა მას­წავ­ლე­ბელ­თან და სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცია, სწავ­ლე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი

რაც შე­ე­ხე­ბა სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ დღეს გვყავს საკ­მა­ოდ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ერუ­დი­რე­ბუ­ლი თა­ო­ბა, ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მა­ღა­ლი უნა­რე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, კარ­გი იქ­ნე­ბო­და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მუდ­მი­ვი გა­ნახ­ლე­ბა და გა­და­ხა­ლი­სე­ბა, რაც თა­ვის­თა­ვად გაზ­რ­დის საგ­ნი­სად­მი ინ­ტე­რეს­სა და მო­ტი­ვა­ცი­ას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დი­დია მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სი ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მი­მართ. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ სკო­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო და მას­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი თე­მე­ბი უფ­რო მე­ტად პა­სუ­ხობ­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლის მოთხოვ­ნებს, ინ­ტე­რე­სებს, იყოს უფ­რო კომ­პ­ლექ­სუ­რი.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება