1 თებერვალი, შაბათი, 2025

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა ხარისხის სისტემის მხარდასაჭერად საჯარო დისკუსია გაიმართა

spot_imgspot_img

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ესტონეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (ESTDEV) შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ეხება ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოსა და მექანიზმების საშუალებით ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე: „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა ხარისხის სისტემის მხარდაჭერა საქართველოში“.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს  გზამკვლევების პროექტები შემდეგ საკითხებზე: სკოლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფა, სკოლების სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია, მოსწავლის შეფასების მეთოდოლოგია, მოსწავლის უფლებების დაცვის მექანიზმების მეთოდოლოგია, მასწავლებლის პროფესიული განვითარების მეთოდოლოგია და სასკოლო კურიკულუმის განვითარების მეთოდოლოგია.

შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა კითხვა-პასუხის რეჟიმს.  მომხსენებლებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ უკუკავშირი გზამკვლევების პროექტებთან დაკავშირებით.

საჯარო დისკუსიაში მონაწილეობდა 20-ზე მეტი პირი, მათ შორის: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და ზოგადი განათლების ექსპერტები.

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები