21 თებერვალი, პარასკევი, 2025

ზამთრის ისტორიული მედალი

spot_imgspot_img

9-16 თებერვალს, საქართველომ, ევროპის ზამთრის XVII ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა და შეიძლება ითქვას – წარმატებითაც! „ბაკურიანი-2025“ ოფიციალურ მასპინძლად დაბა ბაკურიანი მიიჩნეოდა და ძირითადი შეჯიბრებები მართლაც იქ ჩატარდა, თუმცა რამდენიმე სახეობას თბილისმა და ბათუმმაც უმასპინძლეს. ამ ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ევროპის 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი ესტუმრა, რასაც ოფიციალური სტუმრები თუ გუნდების სამედიცინო, ტექნიკური თუ სხვა სახის წევრებიც ემატებოდნენ. იყვნენ უცხოელი ქომაგებიც. საბედნიეროდ, მონაწილეებს ამინდმაც გაუმართლა და ბაკურიანში, სადაც ღია ცის ქვეშ გასამართი სახეობები ტარდებოდა, მთელი კვირის განმავლობაში, ისეთი თოვლიანი და ცივი ამინდი იყო, უკეთეს ვერ ინატრებდნენ.

ფესტივალის პროგრამაში სპორტის 8 სახეობა შედიოდა: ფიგურული ციგურაობა, თავისუფალი სრიალი, სამთო თხილამურობა, ბიატლონი, ყინულის ჰოკეი, შორტ ტრეკი, თხილამურებით რბოლა, სნოუბორდი. საქართველო ფესტივალზე 8 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი 3 სახეობაში: ბიატლონი, ფიგურული ციგურაობა და სამთო თხილამურობა.

ფესტივალის ოფიციალური მასპინძელი ბაკურიანი კი იყო, თუმცა, ღონისძიების ერთადერთი და თანაც ისტორიული წარმატება მისგან შორს, ბათუმში, მოვიპოვეთ, სადაც ფიგურულად მოციგურავე ინგა გურგენიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. მოკლე პროგრამის შემდეგ ის მესამე აგდილზე იყო და თავისუფალში 109 ქულამდე სჭირდებოდა გამარჯვების მოსაპოვებლად. იმის მიუხედავად, რომ დასაწყისში, ერთ-ერთ ნახტომზე, წონასწორობა დაკარგა და ლამის დაეცა, დანარჩენი ნაწილი უშეცდომოდ შეასრულა და 128 ქულაზე მეტი მიიღო, რითაც კარიერის რეკორდიც გააუმჯობესა, ჩვენ კი ისტორიული ოქრო მოგვიტანა – ამ ფესტივალების ისტორიაში მედლები კი გვქონდა, მაგრამ ოქრო პირველად მოვიპოვეთ.

როგორც გითხარით, ეს ჩვენი ერთადერთი მედალი აღმოჩნდა, თუმცა ზამთრის ფესტივალისგან ბევრს არც ველოდით, რადგან სპორტის ამ სახეობებში სათანადო პირობები არ გვაქვს. სამთო მოთხილამურეებიდან, ჩვენგან, ყველაზე კარგად ირაკლი ხერგიანი გამოვიდა – 29-ე ადგილი. გოგა გულედანი 36-ზე გავიდა, იასონ ვეზდენმა და გიორგი ჯაფარიძემ კი ტრასა ვერ დაასრულეს. ამავე დისციპლინაში, გოგონებში, ანასტასია მირიანაშვილი და ნელი უსტიმენკო 50-ეულში შევიდნენ, ბიათლონში 12.5-კილომეტრიან ტრასაზე შიო ქუჩუკიანი 64-ე იყო, 7.5-კილომეტრიანში კი – 62-ზე.

მედლები ვერ მოვიპოვეთ, თუმცა ამ ფესტივალმა მაინც დიდი დივიდენდი მოგვცა სპორტული ბაზების კუთხით, საორგანიზაციო თუ სხვა სახის გამოცდილებაზე რომ არაფერი ვთქვათ. სპეციალურად ამ ფესტივალისთვის ბაკურიანში თანამედროვე სტანდარტგების შესაბამისი ტრასა აშენდა ბიათლონისა და სათხულამურო დისციპლინებისთვის, თბილისში – 700 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური სპორტის სასახლე, სადაც ვარჯიში და ასპარეზობა ერთბაშად რამდენიმე სახეობაშია შესაძლებელი; გარემონტდა და მოეწყო ბათუმის ყინულის სასახლე… იმედია, ეს ყველაფერი ბიძგს მისცემს სპორტის ზამთრის სახეობების განვითარებას საქართველოში…

ირაკლი თავაძე
spot_img

მკითხველთა კლუბი

წიგ­ნი, რო­მე­ლიც ეძღ­ვ­ნე­ბა წიგ­ნებს

მაკა ლდოკონენი     რას იტყო­დით ისეთ წიგ­ნ­ზე, რო­მელ­შიც ერ­თად იქ­ნე­ბო­და თავ­მოყ­რი­ლი ამ­ბე­ბი ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ, ამ წიგ­ნე­ბის და­წე­რი­სა და გა­მო­ცე­მის თავ­გა­და­სა­ვალ­საც მი­ა­დევ­ნებ­დით თვალს,...

ბლოგი

ლი­ტე­რა­ტუ­რა მა­კუ­ლა­ტუ­რის წნეხ­ში

ანა­ტოლ ფრან­სის „ან­გე­ლოზ­თა აჯან­ყე­ბა“ და ბო­ჰუ­მილ ჰრა­ბა­ლის „მე­ტის­მე­ტად აუტა­ნე­ლი მარ­ტო­ო­ბა“ რა­ო­დენ დი­დიც არ უნ­და იყოს წიგ­ნი, ის ოდეს­მე (და­წე­რის დროს ან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ) აუცი­ლებ­ლად...

კულტურა

ღირ­სე­უ­ლი თა­ნამ­გ­ზავ­რი და თა­ნამ­ზ­რახ­ვე­ლი

ოლღა გურამიშვილი ოლ­ღა გუ­რა­მიშ­ვი­ლი - ამ სა­ხე­ლი­სა და გვა­რის წარ­მოთ­ქ­მი­სას ან წა­კითხ­ვი­სას პირ­ვე­ლი, რაც მა­შინ­ვე გა­გი­ელ­ვებს თავ­ში - ილიაა, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, და ეს ბუ­ნებ­რი­ვია. ბუ­ნებ­რი­ვია...

უმაღლესი განათლება

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მიერ 2024 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მი­ერ და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: ცენ­ტ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ☑️ 2021-2023 წლის პე­რი­ოდ­ზე შე­მუ­შავ­და...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები