1 თებერვალი, შაბათი, 2025

„ვწერ მასწავლებლისთვის“

spot_imgspot_img

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსები, ჟურნალი „მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, უკვე მეექვსედ, აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს ქართველი მწერლებისთვის – „ვწერ მასწავლებლისთვის“.

კონკურსის მიზანი მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერაა. საუკეთესო მოთხრობა უნდა ემსახურებოდეს სწორი ღირებულებების დამკვიდრებას სასკოლო გარემოში, აღწერდეს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებს და მათი დაძლევის გზებს.

კონკურსის სპეციალური ჟიური შეარჩევს ათ საუკეთესო მოთხრობას, რომელთაგან გამოვლინდება სამი გამარჯვებული.

საუკეთესო ათეული დასახელდება მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, ხოლო სამი გამარჯვებული მოთხრობა დაჯილდოვდება 4 ოქტომბერს საზეიმო მიღებაზე. ავტორებს გადაეცემათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და პარტნიორების სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო კონკურსის მხარდამჭერ ლიბერთი ბანკისგან:

I ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი – 700 ლარი;

III ადგილი – 500 ლარი.

კონკურსის სიმბოლო გადაეცემა კონკურსის გამარჯვებულს.

ათი საუკეთესო მოთხრობა გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე და მიეძღვნება ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალური ნომერი.

კონკურსში მონაწილეობისთვის მოთხრობები უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულად, მისამართზე: mastsavlebeli.ge@gmail.com

მოთხრობის მოცულობა: 5-დან 15 გვერდამდე.

ჟიური განიხილავს მხოლოდ საკონკურსო პერიოდში დაწერილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, რომელიც არსად არის გამოქვეყნებული.

მოთხრობების გამოგზავნის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 25 აგვისტო.

გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

გთხოვთ, წერილის თემაში მიუთითოთ: „ლიტერატურული კონკურსისთვის“.

⇑⇓ კონკურსის პარტნიორები: გამომცემლობა „ინტელექტი“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, „საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია“, თბილისის მუზეუმების გაერთიანება.

 

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები