23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ვცდი­ლობ, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნო

spot_img

კონ­ს­ტან­ტი­ნე ხო­ჭო­ლა­ვა – თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თ­ლის ფა­კულ­ტე­ტის მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტი

თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლა –  თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბი

სკო­ლა იმ სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნას გაძ­ლევს, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს. სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა­ში მარ­ტო თე­ო­რი­უ­ლი სწავ­ლე­ბა არ იგუ­ლის­ხ­მე­ბა, არა­მედ ადა­მი­ა­ნო­ბა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი – პატ­რი­ო­ტიზ­მი, შემ­წყ­ნა­რებ­ლო­ბა და მრა­ვა­ლი სხვა. ზუს­ტად ესაა თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბი, რად­გან დე­მოკ­რა­ტი­ულ მსოფ­ლი­ო­ში ვცხოვ­რობთ, რო­მელ­შიც ყვე­ლა ინ­დი­ვი­დი უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს დე­მოკ­რა­ტი­ულ სტან­დარ­ტებს, სრუ­ლი ინ­ტეგ­რი­რე­ბის­თ­ვის. სამ­წუ­ხა­როდ, დღე­ვან­დე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი ამ სტან­დარტს ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. მეტ­საც გეტყ­ვით, ამას კერ­ძო სკო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბაც ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს. რის გა­მოც ახალ­გაზ­რ­დებს გვი­წევს, მივ­მარ­თოთ არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც გვეხ­მა­რე­ბას ამ სი­ცა­რი­ე­ლის შევ­სე­ბა­ში.

სკო­ლა­ში თვით­გა­დარ­ჩე­ნა ვის­წავ­ლე. კერ­ძო სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი. ეს გა­რე­მო, ე.წ. ელი­ტა (პე­და­გო­გე­ბი, მოს­წავ­ლე­ე­ბი) ძა­ლი­ან დი­დი პრობ­ლე­მა იყო ბევ­რი ბავ­შ­ვის­თ­ვის, თუმ­ცა ვერ ვიტყ­ვი, რომ ბო­ლომ­დე უარ­ყო­ფი­თი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო, რად­გან მეტ­წი­ლად ვის­წავ­ლე, რო­გო­რი არ უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რაც არც ისე ცუ­დია. ედი­სო­ნის მა­გა­ლით­ზე თუ ვიმ­ს­ჯე­ლებთ, რო­მელ­მაც თქვა, მე ნა­თუ­რა შევ­ქ­მე­ნი 100 ხერ­ხის ცოდ­ნით, თუ რო­გორ არ უნ­და შექ­მ­ნა ნა­თუ­რა. იმის­თ­ვის, რომ სკო­ლებ­ში ისე­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აღ­ზარ­დონ, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მედ­რო­ვე დე­მოკ­რა­ტი­ულ სტან­დარ­ტებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ, აუცი­ლე­ბე­ლია თვი­თონ აღ­მ­ზ­რ­დე­ლის სწო­რად შერ­ჩე­ვა, თუმ­ცა მა­თი პოვ­ნა, ჯერ კი­დევ, საკ­მა­ოდ რთუ­ლია პოსტსაბ­ჭო­ურ სივ­რ­ცე­ში.

„უნი­ვერ­სი­ტე­ტი – სახ­ლ­ში“

სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო წე­ლი პან­დე­მი­ას­თან ერ­თად და „უნი­ვერ­სი­ტე­ტი – სახ­ლ­ში“, არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნოა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ თსუ-ს არას­დ­როს ჰქო­ნია, პან­დე­მი­ის დაწყე­ბი­დან, სა­ა­უ­დი­ტო­რიო მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი, გარ­და რამ­დე­ნი­მე ფა­კულ­ტე­ტი­სა. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩემ­სა და ანა­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტე­ტებს ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა არ გვიგ­რ­ძ­ვ­ნია. ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბამ ძა­ლი­ან ცუ­დი სტუ­დენ­ტო­ბა გვარ­გუ­ნა უმ­რავ­ლე­სო­ბას. ხა­რის­ხობ­რი­ვად, ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა სა­ა­უ­დი­ტო­რი­ოს ვერც შე­ედ­რე­ბა. კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა, არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ქმე­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ბევრს ჩვე­ვა­დაც კი გვექ­ცა და მრა­ვა­ლი სხვა. რა თქმა უნ­და, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბას თა­ვი­სი და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც რა­ი­ონ­ში ცხოვ­რო­ბენ, რად­გან არ მო­უ­წევთ ქა­ლაქ­ში ქი­რით ცხოვ­რე­ბა და ნე­გა­ტი­ურ ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ა­საც შე­უშ­ლის ხელს, რაც ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ცუ­დი ნამ­დ­ვი­ლად არ არის.

რაც უფ­რო მე­ტი დრო გა­დის, მით უფ­რო ქვე­ით­დე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, რად­გან ეცე­მა სწავ­ლის ხა­რის­ხი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩემს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­ი­ზარ­და სას­ტი­პენ­დიო სა­შუ­ა­ლო ქუ­ლა, ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მე­ტია, ვიდ­რე პან­დე­მი­ამ­დე იყო. შე­სა­ბა­მი­სად, სტი­პენ­დი­ის აღე­ბაც უფ­რო რთუ­ლი გახ­და. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ გზებს მივ­მარ­თავთ სტუ­დენ­ტე­ბი და გა­ნათ­ლე­ბა ჩვენ­თ­ვის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი გახ­და. მე კი­დევ მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლად არ ვა­პი­რებ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი გზე­ბით წას­ვ­ლას, ხა­რის­ხი­ა­ნი ცოდ­ნის მი­ღე­ბის ხარ­ჯ­ზე და სხვებ­საც იმა­ვეს მო­ვუ­წო­დებ.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­ძე­ნი­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი

ობი­ექ­ტუ­რი თვალ­საზ­რი­სით, მეტს ვე­ლო­დი. შე­იძ­ლე­ბა, მე ვარ ასე­თი, თუმ­ცა ამას ჩემ გარ­და ბევ­რი სხვაც ამ­ბობს. სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებს ვერ შევა­და­რებ, რად­გან ჩე­მი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გარ­და, ჯერ­ჯე­რო­ბით, სხვა­გან არ მის­წავ­ლია. რაც და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, არის ის, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბუ­ლი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა ძა­ლი­ან გა­მო­მად­გა პრაქ­ტი­კა­ში, სტა­ჟი­რე­ბის დროს. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩემს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ არის და­ნერ­გი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ უნა­რებს გა­მო­უ­მუ­შა­ვებს სტუ­დენ­ტებს, რაც შრო­მის ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვის­თ­ვის გვჭირ­დე­ბა, მა­თი გა­მო­მუ­შა­ვე­ბა სტუ­დენ­ტ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სას­წავ­ლო პროგ­რა­მა და ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი მოთხოვ­ნე­ბი

დი­ახ, გან­ვ­მე­ორ­დე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი ნამ­დ­ვი­ლად არ პა­სუ­ხობს ბაზ­რის მოთხოვ­ნებს. მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ იური­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენტს დი­დი შრო­მა და ძა­ლის­ხ­მე­ვა სჭირ­დე­ბა, რომ და­მამ­თავ­რე­ბელ კურ­ს­ზე სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ით სტა­ჟი­რე­ბა გა­ი­ა­როს. ეს კა­ტას­ტ­რო­ფაა, რად­გან პრაქ­ტი­კულ ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას უნი­ვერ­სი­ტე­ტი არ გვაძ­ლევს, ამი­ტომ გა­რეთ უნ­და ვე­ძე­ბოთ და ესეც და­მამ­თავ­რე­ბელ კურ­სამ­დე არ შეგ­ვიძ­ლია, თა­ნაც ეს ყვე­ლა­ფე­რი, ასე რომ ვთქვათ, გა­მარ­თ­ლე­ბა­ზეა. რაც შე­ე­ხე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე სას­წავ­ლო პროგ­რა­მას, ამით ნამ­დ­ვი­ლად ვერ გა­მო­ვარ­ჩევ­დი ჩემს უნი­ვერ­სი­ტეტს. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბიც ზოგ სა­გან­ში იმ­დე­ნად მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად მა­კუ­ლა­ტუ­რა­დაა გა­დაქ­ცე­უ­ლი, თუმ­ცა ეს მარ­ტო ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კი არა, ზო­გა­დად, ეროვ­ნუ­ლი პრობ­ლე­მაა.

ჩემ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი

ყვე­ლა სტუ­დენ­ტი უნ­და იყოს ჩარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რად­გან უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ვიწ­რო გა­გე­ბით, პა­ტა­რა სა­ხელ­მ­წი­ფო­სა­ვი­თაა, რო­მელ­შიც, სარ­გებ­ლის სა­ხით, გა­ნათ­ლე­ბა­სა და ინ­დი­ვი­დად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას იღებ. ამ უკა­ნას­კ­ნე­ლის­თ­ვის სა­ჭი­როა სტუ­დენ­ტუ­რი აქ­ტი­ვო­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ე.წ. თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა­ში. ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თან არის და თან არ არის, რად­გან არა­ლე­გი­ტი­მუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა ჰყავს უნი­ვერ­სი­ტეტს, რო­მელ­საც ფორ­მა­ლუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა კი­დევ აქვს შერ­ჩე­ნი­ლი. ამ სა­კითხ­ზე სა­უ­ბა­რი შორს წა­მიყ­ვანს, მაგ­რამ რაც აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, არის პო­ლა­რი­ზა­ცია უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მათ შო­რის აკა­დე­მი­ურ პერ­სო­ნალ­შიც, ამი­ტომ სა­კითხა­ვია, რამ­დე­ნად უწყობს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა სტუ­დენტს ხელს აკა­დე­მი­ურ სო­ცი­უმ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ჩემ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­სავ­ლუ­რი ტი­პის სას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მელ­შიც იქ­ნე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის წეს­დე­ბა (სტუ­დენ­ტებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი), ჰო­ლოკ­რა­ტი­უ­ლი ლე­გი­ტი­მუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა და ა.შ.

აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი – იდე­ა­ლუ­რი ლექ­ტო­რი

ჩემ­თ­ვის იდე­ა­ლუ­რი ლექ­ტო­რი თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ობი­ექ­ტუ­რი, სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი, მი­სი ლექ­ცი­ე­ბი მო­საწყე­ნი არ უნ­და გახ­დეს, მუ­დამ ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი უნ­და იყოს და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, იდე­ა­ლუ­რი ლექ­ტო­რი სტუ­დენ­ტებ­თან აუცი­ლებ­ლად უნ­და მე­გობ­რობ­დეს და მარ­ტო სტუ­დენტ-ლექ­ტო­რის ამ­პ­ლუ­ა­ში არ დარ­ჩეს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ქვე­ყა­ნა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი პროფ­კავ­ში­რის გან­ვი­თა­რე­ბა, რაც და­ეხ­მა­რე­ბა დარ­გის რო­გორც ეროვ­ნულ, ასე­ვე კოს­მო­პო­ლი­ტურ დო­ნე­ზე გან­ვი­თა­რე­ბას.

სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­რე­მო, ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა

გა­რე­მო­სი რა მო­გახ­სე­ნოთ, მხო­ლოდ ერ­თი სე­მეს­ტ­რი ვი­ყა­ვი აუდი­ტო­რი­ა­ში და შემ­დეგ სულ ონ­ლა­ინ, რად­გან ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტი მუდ­მი­ვად ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში დარ­ჩა, ალ­ბათ, კი­დევ ასე გაგ­რ­ძელ­დე­ბა. ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე დამ­ჭირ­და და, სამ­წუ­ხა­როდ, გა­მოც­დი­ლე­ბა კარ­გი ნამ­დ­ვი­ლად არ იყო.

მუ­დამ პრობ­ლე­მაა საგ­ნე­ბის რე­გის­ტ­რა­ცი­ა­ში და ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი ბევრს არც ადარ­დებს.

სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას რაც შე­ე­ხე­ბა, რო­გორც ვი­ცი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ა­ტა­რეს და ახა­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბაც მო­ი­ტა­ნეს, ჯერ­ჯე­რო­ბით არ მი­ნა­ხავს, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნა­ნა­ხი ფო­ტო­ე­ბით თუ ვიმ­ს­ჯე­ლებ, დი­დი იმე­დი მაქვს, რომ კარ­გია.

კა­რი­ე­რის სამ­სა­ხუ­რი და ქარ­თუ­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბა რო­გორც და­საქ­მე­ბის გა­რან­ტი

არა და არა. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა. მარ­თა­ლია, თსუ აგ­ზავ­ნის სტუ­დენ­ტის პორ­ტალ­ზე ვა­კან­სი­ებს, თუმ­ცა ძა­ლი­ან ცუ­და­დაა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, რად­გან უკ­ლებ­ლივ ყვე­ლას მის­დის, გა­ნურ­ჩევ­ლად ფა­კულ­ტე­ტი­სა და მეტ­წი­ლად ისე­თი ვა­კან­სი­ე­ბია, რომ­ლე­ბიც სტუ­დენ­ტებს ხელს არ უწყობს გრა­ფიკ­ში და არც პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაა სა­სურ­ვე­ლი. საზღ­ვარ­გა­რეთ სხვა რე­ა­ლო­ბაა და აქ სხვა. აქ უნი­ვერ­სი­ტე­ტის­გან, შე­იძ­ლე­ბა, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, მი­ი­ღო შე­ღა­ვა­თი, მა­გა­ლი­თად, გა­მოც­დის თა­რი­ღი გა­და­წიო ან სე­მი­ნა­რე­ბის მა­გივ­რად ასინ­ქ­რო­ნუ­ლი და­ვა­ლე­ბა აიღო, თუმ­ცა ეს სე­მი­ნა­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სა­ერ­თო ჯამ­ში, ეს უკა­ნას­კ­ნე­ლიც ძა­ლი­ან დიდ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს.

გზა უცხო­ე­თის­კენ

რა თქმა უნ­და, უცხო­ეთ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას აუცი­ლებ­ლად ვა­პი­რებ. გე­ზი გერ­მა­ნი­ის­კენ მაქვს აღე­ბუ­ლი და ენის სწავ­ლის პრო­ცეს­შიც ვარ. უცხო­ეთს იმი­ტომ ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას, რომ იქ უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მთე­ლი თა­ვი­სი არ­სით, უნი­ვერ­სი­ტე­ტობს. იქ იცი­ან და­ფა­სე­ბა და მა­ღა­ლია სწავ­ლის ხა­რის­ხი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლოს­გან, სა­დაც ყვე­ლა­ნა­ი­რი ცუ­დი „იზ­მი“ არის დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. აქ გან­ვი­თა­რე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვა თით­ქ­მის ნუ­ლია. რა თქმა უნ­და, სწავ­ლა აქაც და­გი­ფას­დე­ბა, თუმ­ცა შე­დე­გი არ იქ­ნე­ბა იმ შრო­მის პრო­პორ­ცი­უ­ლი, რო­მე­ლიც გას­წიე, ამი­ტომ უცხო­ეთ­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­კითხ­ვა­ზე ჩე­მი პა­სუ­ხია — „კი“.

ქარ­თუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა

ვცდი­ლობ, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნო. ვკითხუ­ლობ ლი­ტე­რა­ტუ­რას, მე­ტიც, წიგ­ნ­საც ვწერ, რო­მელ­საც ახ­ლო მო­მა­ვალ­ში გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებ, გარ­და ამი­სა, ჩემს პრო­ფე­სი­ას უფ­რო სიღ­რ­მი­სე­უ­ლად ვე­უფ­ლე­ბი. ესაა, რაც შე­მიძ­ლია გა­ვა­კე­თო, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბა­ში, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო არ არ­სე­ბობს თუ გინ­და, რომ კარ­გი თუ არა, ნორ­მა­ლუ­რი მო­მა­ვა­ლი მა­ინც გქონ­დეს. სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გო­რია სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა, ვერ გეტყ­ვით, რად­გან ამის­თ­ვის უშუ­ა­ლოდ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყოფ­ნაა სა­ჭი­რო, მაგ­რამ, ალ­ბათ, სწავ­ლის ძი­რის ყვე­ლა­ზე მწა­რე ნა­წი­ლია, თუმ­ცა სა­სი­ა­მოვ­ნოა შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ კენ­წე­როს­თან ახ­ლოს ხარ.

მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი

უმ­თავ­რე­სი გეგ­მა, რო­გორც ვთქვი, გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა და იქ კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის ძა­ლის­ხ­მე­ვაა. ეს აუცი­ლებ­ლად უნ­და შევ­ძ­ლო, ვი­ცი, ამის­თ­ვის ბევ­რი შრო­მაა სა­ჭი­რო, მაგ­რამ მზად ვარ, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები