25 თებერვალი, სამშაბათი, 2025

ვის შეეხება სტატუსის ცვლილება 1 სექტემბრამდე

spot_imgspot_img

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები განხორციელდა.

სამინისტროს განმარტებით: „პედაგოგების ახალი სახელფასო სისტემის დანერგვის კვალდაკვალ, იწყება აქტიური მუშაობა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის განვითარების მიმართულებით. ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ შეიქმნა სპეციალური ინკლუზიური კომისია, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე წარმოადგენს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის დახვეწილ და გაუმჯობესებულ მოდელს. განახლებული სქემა დაეფუძნება საერთაშორისო რეკომენდაციებს, ეროვნული პრაქტიკის ანალიზსა და კვლევებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არსებულ სქემაში შემდეგი ცვლილებები განხორციელდა:

⇒ 2025 წლის 1 იანვრამდე შეჩერდა სქემის იმ მუხლების მოქმედება, რითაც რეგულირდებოდა წამყვანი/მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების გზები.

⇒ სკოლის ბაზაზე მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვის და მასწავლებელთა ინტერესებზე მორგებული სერვისების შეთავაზების მიზნით, სქემაში შეჩერდა მუხლი, რომელიც მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სავალდებულო ტრენინგების გავლას განსაზღვრავს.

⇒ მასწავლებლებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ კარიერული წინსვლის უნარების გამოცდა და არ წარუდგენიათ ან დაუხარვეზდათ პორტფოლიო, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მიეცემათ პორტფოლიოს დაცვის შესაძლებლობა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი მოდელი ორიენტირებული იქნება მასწავლებლის ინტერესებზე მორგებული სისტემის შექმნასა და სასკოლო საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობაზე.

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ახალ მოდელზე მუშაობის დაწყების გადაწყვეტილება ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილების გაანალიზების, სსიპ საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევებისა და სასკოლო საზოგადოების მხრიდან მიღებული მრავალრიცხოვანი უკუკავშირებს, რომლებმაც ცხადყო, რომ სქემა საჭიროებს გადახედვასა და განვითარებას.

♦♦♦

იხილეთ ბრძანება

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილების თანხმად, 39- მუხლს დაემატშემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ იმ უფროს მასწავლებელს, რომელსაც წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს პროფესიული უნარების გამოცდა ან/და მოპოვებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და 2022-2023 სასწავლო წელს მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) არ შეუფასდათ დადებითად რომელიმე მიმართულებაში/მიმართულებებში ან შეფასების მიზნით არ წარუდგენიათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) შეუფასდება და შესაბამისი სტატუსი მიენიჭება არაუგვიანეს 2024 წლის 1 სექტემბრისა.“.

სქემა ვრცელდება მასწავლებლებზე (გარდა მოწვეული, უცხოელი მოწვეული და შემცვლელი მასწავლებლებისა, ხოლო კერძო სკოლის მასწავლებელზე − მხოლოდ ამ სქემით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში).

წამყვანი მასწავლებლისთვის კარიერული წინსვლის პირობა

მე-40 მუხლი ჩამოყალიბდ შემდეგი რედაქციით:

  1. წამყვან მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 25 კრედიტქულა, მათ შორის, განხორციელებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მონიტორინგის შედეგად დაუდასტურდებათ შეფასების ჯგუფის მიერ მინიჭებული კრედიტქულები, 2020 წლის სექტემბერში მიენიჭებათ მენტორი მასწავლებლის სტატუსი.
  2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ იმ წამყვან მასწავლებელს, რომელსაც მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს პროფესიული უნარების გამოცდა ან/და მოპოვებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და 2022-2023 სასწავლო წელს მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) არ შეუფასდათ დადებითად რომელიმე მიმართულებაში/მიმართულებებში ან შეფასების მიზნით არ წარუდგენიათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) შეუფასდება და შესაბამისი სტატუსი მიენიჭება არაუგვიანეს 2024 წლის 1 სექტემბრისა.“.

ცლილება განხორციელდა  მე-3 მუხლ:

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) გარე დაკვირვება პროცესი, რომლის დროსაც გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით ფასდება მასწავლებლის მიერ წარმართული გაკვეთილი, რომელიც ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) მიერ დამტკიცებული გარე დაკვირვების წესის შესაბამისად;“;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამა – მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლების მიზნით დასაქმებული სპეციალური მასწავლებლის მიერ გასავლელი საგანმანათლებლო კურსი, რომელიც მტკიცდება  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“

 მასწავლებლის შეფასების წესის მოქმედების სფერო

ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ:

„მასწავლებლის შეფასების წესის მოქმედება ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებზე, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებზე – მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შესაბამისი ნების გამოვლენის (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წერილობითი (მატერიალური/ელექტრონული) ფორმით მიმართვა) შემთხვევაში.“.

◊◊◊

 „გამოცდების შედეგები (საგნის გამოცდა, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების პროფესიული უნარების გამოცდა, უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა და წამყვანი/მენტორი სპეციალური მასწავლებლობის მსურველთა პროფესიული უნარების გამოცდა), რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისთვის, შესაბამისი სკოლის დირექტორისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის, ელექტრონულ სისტემაში უნდა აისახოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ. აღნიშნული ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიეწოდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მოცემულ ინფორმაციას აწვდის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

 

spot_img

მკითხველთა კლუბი

წიგ­ნი, რო­მე­ლიც ეძღ­ვ­ნე­ბა წიგ­ნებს

მაკა ლდოკონენი     რას იტყო­დით ისეთ წიგ­ნ­ზე, რო­მელ­შიც ერ­თად იქ­ნე­ბო­და თავ­მოყ­რი­ლი ამ­ბე­ბი ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ, ამ წიგ­ნე­ბის და­წე­რი­სა და გა­მო­ცე­მის თავ­გა­და­სა­ვალ­საც მი­ა­დევ­ნებ­დით თვალს,...

ბლოგი

ლი­ტე­რა­ტუ­რა მა­კუ­ლა­ტუ­რის წნეხ­ში

ანა­ტოლ ფრან­სის „ან­გე­ლოზ­თა აჯან­ყე­ბა“ და ბო­ჰუ­მილ ჰრა­ბა­ლის „მე­ტის­მე­ტად აუტა­ნე­ლი მარ­ტო­ო­ბა“ რა­ო­დენ დი­დიც არ უნ­და იყოს წიგ­ნი, ის ოდეს­მე (და­წე­რის დროს ან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ) აუცი­ლებ­ლად...

კულტურა

ღირ­სე­უ­ლი თა­ნამ­გ­ზავ­რი და თა­ნამ­ზ­რახ­ვე­ლი

ოლღა გურამიშვილი ოლ­ღა გუ­რა­მიშ­ვი­ლი - ამ სა­ხე­ლი­სა და გვა­რის წარ­მოთ­ქ­მი­სას ან წა­კითხ­ვი­სას პირ­ვე­ლი, რაც მა­შინ­ვე გა­გი­ელ­ვებს თავ­ში - ილიაა, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, და ეს ბუ­ნებ­რი­ვია. ბუ­ნებ­რი­ვია...

უმაღლესი განათლება

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მიერ 2024 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მი­ერ და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: ცენ­ტ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ☑️ 2021-2023 წლის პე­რი­ოდ­ზე შე­მუ­შავ­და...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები