26 აპრილი, პარასკევი, 2024

ვაქცინაციის პროცესში მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ

spot_img

20 აპრილს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 55 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია ჩატარდა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დასწრნენ.

მიხეილ ჩხენკელმა მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა იმ სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რაც მათ გამოიჩინეს და შენიშნა, რომ თბილისსა და რეგიონებში მასწავლებელთა იმუნიზაცია აქტიურად უნდა გაგრძელდეს, რაც სკოლაში უსაფრთხო გარემოს განაპირობებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში დაბრუნება მნიშვნელოვანი მონაპოვარია და ამას შენარჩუნება სჭირდება. ამიტომ, საზოგადოების მხრიდან კიდევ უფრო მეტად არის საჭირო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვა, რათა მოსწავლეებმა სემესტრის სასკოლო სივრცეში დასრულება შეძლონ. „მასწავლებლების მხრიდან ვაქცინაციის პროცესში ნებაყოფლობითი ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია მათი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისათვის“. მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს პანდემიის პერიოდში დისტანციური სწავლების დროს გაწეული ფასდაუდებელი ძალისხმევისათვის.

ეკატერინე ტიკარაძემ 55 წელს ზემოთ მყოფ მასწავლებლებს თხოვნით მიმართა, გააქტიურდნენ და იმუნიზაციის გზით შექმნან უსაფრთხო სასწავლო გარემო.

თავის მხრივ, ამ აქციაში ჩართვით, მასწავლებლები საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ სწორედ ვაქცინაციაა პანდემიის დაძლევის ერთადერთი გზა. მასწავლებლები საზოგადოებისთვის ცნობილმა ექიმებმა აცრეს. ისინი მზად არიან, საქართველოს მასშტაბით, მასწავლებელთა იმუნიზაციის პროცესში მომავალშიც აქტიურად ჩაერთონ.

პედაგოგთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება.

მიხეილ ჩხენკელმა და ეკატერინე ტიკარაძემ თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, ხელი შეუწყონ ბავშვებს და ზედმიწევნით დაიცვან დაწესებული ნორმები.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები