21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ვაქცინაციის კამპანიის მხარდასაჭერად

spot_img

გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს რეგიონებში COVID-19 ვაქცინაციის შესახებ. ღონისძიების ფარგლებში, პედაგოგების კითხვებს პასუხობენ კამპანიაში ჩართული ექიმები, დასასრულს, შეხვედრების ბევრი მონაწილე, სურვილის შემთხვევაში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით იცრება. მასწავლებლების ვაქცინაცია მნიშვნელოვანია სკოლების უსაფრთხო გახსნისათვის.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამართულ ვაქცინაციის კამპანიის მხარდამჭერ საინფორმაციო შეხვედრებში სხვადასხვა ქვეყნის ელჩებიც ჩაერთნენ. კახეთში, მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე, ლიეტუვას ელჩმა საქართველოში, ანდრიუს კალინდრამ პანდემიასთან ბრძოლის საშუალებებზე, ვაქცინაციისა და სკოლების უსაფრთხო გახსნის აუცილებლობაზე ისაუბრა: „მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ ბავშვთა ფონდის ღონისძიებაში, რომელიც პანდემიის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. პანდემიას არ აქვს საზღვრები, ამიტომ ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ ადაპტირება და ჩავდოთ ინვესტიცია ვაქცინაციის კამპანიებში. ეს ჩვენი მომავლისთვის კეთდება, ხოლო მომავალი იწყება სკოლებში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ პირისპირ სწავლება აღდგეს, ვაქცინების სიკეთეების შესახებ განათლების და საინფორმაციო კამპანიების გზით, ახალგაზრდა თაობისთვის, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი ვმუშაობთ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ ამჟამად. ამიტომ, სკოლების გახსნა, ვფიქრობ, უნდა მოხდეს პირველი, ეკონომიკის ყველა სექტორს შორის და თუ რაიმეს დაკეტვის აუცილებლობა დადგება, სკოლები უნდა იყოს ბოლო, რასაც ეს შეზღუდვა შეეხება. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია მომავალში.“

ნორვეგიის ელჩი საქართველოში ჰელენ სანდ ანდრესენი ამბობს, რომ ახლა, როცა მილიარდობით ადამიანი მთელ მსოფლიოში აიცრა, გვაქვს ნათელი მტკიცებულება, რომ ვაქცინაცია უსაფრთხო და უცილებელია საკუთარი თავის და საყვარელი ადამიანების იმ დაავადებისგან დასაცავად, რომელმაც უკვე მილიონობით ადამიანი შეიწირა: აუცილებელია,მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრას, რათა დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას, ვისწავლოთ პანდემიასთან გამკლავება და უპირველეს ყოვლისა, გავხსნათ სკოლები. ნორვეგიის ტექნოლოგიებისა და მეცნიერების უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ონლაინ სწავლების მოკლე პერიოდიც კი ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვების განათლებაზე. ეს გავლენა არ ვლინდება მხოლოდ ონლაინ სწავლების პერიოდში, არამედ გრძელვადიანია. საკლასო ოთახებს გარეთ გატარებულ ერთ და ორ წელიწადს უარყოფითი გავლენა ექნება ბავშვების განათლებაზე სამომავლოდ, მრავალი წლის განმავლობაში. ეს კი უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზეც, რადგან სამუშაო ძალა არ იქნება საკმარისად კვალიფიციური.

მინდა მოვუწოდო მშობლებს, ყველა მასწავლებელს, განათლების სექტორის ყველა თანამშრომელს, ბებიებს და ბაბუებს, აიცერით, რათა დაიცვათ არა მხოლოდ თქვენი ჯანმრთელობა, არამედ ბავშვების ჯანმრთელობაც. გთხოვთ, დავეხმაროთ ბავშვებს, ჩავიტაროთ ვაქცინაცია.

ესტონეთის ელჩი საქართველოში, რიინა კალიურანდი საუბრობს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ კახეთის რეგიონში COVID-19 ვაქცინაციის შესახებ ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრების, იმუნიზაციის მნიშვნელობისა და სკოლების გახსნის აუცილებლობაზე: „ესტონეთი განათლების სექტორის ერთ-ერთი მთავარი დონორია საქართველოსთვის. ჩვენ ვთანამშრომლობთ გაეროს ბავშვთა ფონდთან და სხვა პარტნიორებთან, რათა მხარი დავუჭიროთ განათლების სფეროს განვითარებას, გავაუმჯობესოთ სასწავლო პროგრამები და სხვადასხვა საგანმანათლებლო მეთოდითა და სისტემით მოვახერხოთ ბავშვებში მათი საუკეთესო პოტენციალის გაღვიძება.

თელავში ჩამოვედით, რათა მხარი დავუჭიროთ გაეროს ბავშვთა ფონდს და განათლების სამინისტროს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში. ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებელია, სკოლები იყოს გახსნილი. ჩვენ არ გვინდა, რომ დავკარგოთ ბავშვების მთელი თაობა, რომელთაც არ ექნებათ სწავლის უნარ-ჩვევა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ მიუწვდებათ ხელი განათლებაზე და სკოლაზე.

ესტონეთის მთავრობამ ბევრი იმუშავა იმაზე, რომ ესტონეთში სკოლები არ დაეკეტა. ეს ნიშნავს ყველა მასწავლებლის და სკოლის თანამშრომლის აცრას, ასევე, 12 წელს ზევით ბავშვების ვაქცინაციას. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, თუმცა, ვფიქრობ, ეს არის სოლიდარობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დადასტურებული აქტი.“

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები