12 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

ექი­მი სკო­ლა­ში მე­ტი და­ცუ­ლო­ბის გა­რან­ტიაა

spot_img

ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში 115 მოს­წავ­ლე სწავ­ლობს, მათ სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა­ზე 23 მას­წავ­ლე­ბე­ლი ზრუ­ნავს. სკო­ლას, 2015 წლი­დან, სკო­ლის ექი­მი ჰყავს – თე­მურ შუ­ბი­თი­ძე, პრო­ფე­სი­ით ექი­მი თე­რა­პევ­ტი, 2007 წლი­დან ოჯა­ხის ექი­მად, ხო­ლო 2015 წლი­დან სო­ფელ ხე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის ექი­მად მუ­შა­ობს.

მი­სი სა­მუ­შაო დღე სწავ­ლის დაწყე­ბამ­დე 10-15 წუ­თით ად­რე იწყე­ბა და სას­წავ­ლო დღის დას­რუ­ლე­ბამ­დე გრძელ­დე­ბა. „ჩე­მი მო­ვა­ლე­ო­ბაა მოს­წავ­ლე­ე­ბის და სკო­ლის პერ­სო­ნა­ლის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე ზრუნ­ვა, გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, სას­წ­რა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის გა­მო­ძა­ხე­ბა. ყო­ველ­დღი­უ­რად ვა­მოწ­მებ და ვა­კონ­ტ­რო­ლებ სკო­ლის სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰი­გი­ე­ნურ მდგო­მა­რე­ო­ბას. ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ვუ­წევ სას­მე­ლი წყლის და სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბის დაც­ვას. მოს­წავ­ლე­ებს ვე­სა­უბ­რე­ბი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე, მავ­ნე ჩვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა­სა და პი­რად ჰი­გი­ე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებ­ზე,“ – ამ­ბობს სკო­ლის ექი­მი.

ისე­ვე რო­გორც ყველ­გან, ხე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლა­შიც, მოს­წავ­ლე­თა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი ეტა­პობ­რი­ვად ტარ­დე­ბა, რაც მო­ი­ცავს ან­თ­რო­პო­მეტ­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის ფი­ზი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნის შე­ფა­სე­ბას ას­კის მი­ხედ­ვით – სქო­ლი­ო­ზი, ბრტყელ­ტერ­ფი­ა­ნო­ბა და სხვა. ამას­თა­ნა­ვე, მოწ­მ­დე­ბა მო­ზარ­დე­ბის მხედ­ვე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. ბა­ტო­ნი თე­მუ­რი ამ­ბობს, რომ მი­სი სკო­ლის ექი­მად მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში მოს­წავ­ლე­ებ­ში სე­რი­ო­ზულ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს, რა­ი­მე სა­ხის და­ა­ვა­დე­ბის აღ­მო­ჩე­ნას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

„ძი­რი­თა­დად, მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩემ­თან თა­ვის, კბი­ლის, ყუ­რის ტკი­ვი­ლის ჩი­ვი­ლით ან მუც­ლის არე­ში დის­კომ­ფორ­ტის გა­მო მო­დი­ან. პრაქ­ტი­კა­ში მქონ­და მწვა­ვე აპენ­დი­ცი­ტის რამ­დე­ნი­მე შემ­თხ­ვე­ვა. ასე­ვე ხში­რია სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ჩი­ვი­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად, კუნ­თე­ბის და მყე­სე­ბის და­ჭი­მუ­ლო­ბა, სახ­ს­რე­ბის ღრძო­ბა, იყო კი­დუ­რის მო­ტე­ხი­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვაც. ასე­ვე ხში­რია კა­ნის ზე­და­პი­რუ­ლი მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი; სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვლი­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით სე­ზო­ნუ­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბის პე­რი­ოდ­ში, – გვი­ამ­ბობს სკო­ლის ექი­მი და აღ­ნიშ­ნავს, რომ დღე­ვან­დელ მოს­წავ­ლე­ებ­ში ხში­რად მხედ­ვე­ლო­ბის, ჭარ­ბი წო­ნის, ქრო­ნი­კუ­ლი ტონ­ზი­ლი­ტის, ჰი­პო­თი­რე­ო­ზის –  ფა­რი­სებ­რი ჯირ­კ­ვ­ლის ფუნ­ქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის პრობ­ლე­მე­ბი იკ­ვე­თე­ბა.

მო­ზარ­დი და კვე­ბა ერთ-ერ­თი პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხია. ად­რე­ულ ასაკ­ში არა­რა­ცი­ო­ნა­ლურ­მა და არას­რულ­ფა­სო­ვან­მა კვე­ბამ შე­საძ­ლოა შე­ა­ფერ­ხოს სხე­უ­ლის ზრდა, გო­ნებ­რი­ვი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, გა­ზარ­დოს ავა­დო­ბი­სა და სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბის რის­კი. ზრდას­რულ ასაკ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, მათ შო­რის — ქრო­ნი­კუ­ლის, ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი, ხში­რად, სწო­რედ ად­რე­ულ ასაკ­ში არა­ჯან­სა­ღი კვე­ბაა. შე­კითხ­ვა­ზე, თუ რამ­დე­ნად ჯან­სა­ღად იკ­ვე­ბე­ბი­ან ხე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, ბა­ტო­ნი თე­მუ­რი გვპა­სუ­ხობს: „სწო­რი კვე­ბა არა მარ­ტო მო­ზარ­დებ­ში, არა­მედ, ზო­გა­დად, ზრდას­რუ­ლებ­შიც პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხია. ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ვაძ­ლევ რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ სკო­ლა­ში სა­უზ­მის გა­რე­შე არ წა­მო­ვიდ­ნენ. იკ­ვე­ბონ ჯან­სა­ღად და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლად – ცი­ლის, ცხი­მის და ნახ­შირ­წყ­ლე­ბის შემ­ც­ვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბით, ხი­ლით და ბოს­ტ­ნე­უ­ლით. სო­ფელ­ში ბავ­შ­ვე­ბი, მეტ­წი­ლად, ა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბით იკ­ვე­ბე­ბი­ან, რაც ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია“.

სკო­ლის ექიმს ორი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქ­ცია აქვს – პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის გამ­წე­ვის და, ასე­ვე, გან­მა­ნათ­ლებ­ლის. კერ­ძოდ, მოს­წავ­ლე­ე­ბის, მშობ­ლე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ისეთ სა­კითხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა: ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სი, მავ­ნე ჩვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა, პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნა, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ხელ­შეწყო­ბა, მათ შო­რის, მო­ზარ­დ­თა რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა, ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის რის­კე­ბი და სხვა. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ბა­ტო­ნი თე­მუ­რი ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ზე ხში­რად მოს­წავ­ლე­ებ­თან ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის შე­სა­ხებ, ჰი­გი­ე­ნის დაც­ვის სა­კითხებ­ზე, სწო­რი კვე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­სა და აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე, მავ­ნე ჩვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა­სა და ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის უარ­ყო­ფით შე­დე­გებ­ზე სა­უბ­რობს. ამ­ბობს, რომ იმუ­ნი­ზა­ცი­ის ტენ­დენ­ცი­ამ სკო­ლა 100%-ით მო­იც­ვა, მშობ­ლე­ბიც და მო­ზარ­დე­ბიც გა­გე­ბით ეკი­დე­ბი­ან ამ მე­ტად მიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხს.

„ჩვენს სკო­ლა­ში თბი­ლი მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მოა, მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თ­მა­ნეთს პა­ტი­ვის­ცე­მით ეპყ­რო­ბი­ან. არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ძა­ლა­დო­ბის ან არა­სა­თა­ნა­დო მოპყ­რო­ბის შემ­თხ­ვე­ვა. სკო­ლის ექი­მის კა­ბი­ნე­ტი აღ­ჭურ­ვი­ლია სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, აქ­ტი­უ­რად ვეს­წ­რე­ბი სა­თა­ნა­დო ტრე­ნინ­გებ­სა თუ სე­მი­ნა­რებს თე­რა­პი­ა­ში, ოჯა­ხის ექი­მის საქ­მი­ა­ნო­ბა­სა თუ სას­წ­რა­ფო-გა­და­უ­დე­ბელ დახ­მა­რე­ბა­ში, პულ­მო­ნო­ლო­გი­ა­ში, ვი­რუ­სულ ინ­ფექ­ცი­ებ­ში. ოჯა­ხის ექი­მის კუთხით, მაქვს შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი.“

მა­ნა­ნა ტა­ბა­ტა­ძე, ხე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „ყვე­ლა სკო­ლა­ში ექი­მის კა­ბი­ნე­ტის მოწყო­ბა და ექი­მის ყოფ­ნა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. მოს­წავ­ლე­ბი ასე უფ­რო და­ცუ­ლად გრძნო­ბენ თავს. ჩვე­ნი სკო­ლის ექი­მი, ბა­ტო­ნი თე­მუ­რი მო­ვა­ლე­ო­ბას პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლებს. მუ­დამ მზა­დაა, სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს მოს­წავ­ლე­ებს და სკო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლებს. ის სის­ტე­მა­ტუ­რად სა­უბ­რობს მოს­წავ­ლე­ებ­თან მათ­თ­ვის სა­ჭი­რო და აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზე, რო­გო­რი­ცაა: ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სი, სწო­რი კვე­ბა, პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა, მავ­ნე ჩვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა, ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი და მრა­ვა­ლი სხვა. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მოს­წავ­ლე­ებს უტა­რებს პირ­ვე­ლად სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას. ბა­ტონ თე­მურს სკო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან, მოს­წავ­ლე­ებ­თან და მშობ­ლებ­თან თბი­ლი, მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს. სკო­ლა­ში ექი­მის ყოფ­ნით თავს ყვე­ლა­ნი უსაფ­რ­თხოდ და და­ცუ­ლად ვგრძნობთ“.

ლი­კა ხა­ჩი­ძე, ხე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე: „ჩე­მი აზ­რით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა სკო­ლა­ში იყოს სა­თა­ნა­დოდ აღ­ჭურ­ვი­ლი ექი­მის კა­ბი­ნე­ტი. კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მი ძა­ლი­ან დი­დი ფუ­ფუ­ნე­ბაა. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ გვყავს ჩვენ­ზე მზრუნ­ვე­ლი და ჩვე­ნი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი, სა­უ­კე­თე­სო ექი­მი, ბა­ტო­ნი თე­მუ­რი“.

მა­რი­ამ კა­ხი­ძე, ხე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე: „ჩვე­ნი სკო­ლის ექი­მი გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ვი­სი საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლით. არის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მი. მი­სი სკო­ლა­ში ყოფ­ნა ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მის კა­ბი­ნეტ­ში შე­სუ­ლე­ბი ვგრძნობთ დიდ ყუ­რადღე­ბას, მე­გობ­რულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. მის­გან ვის­მენთ სა­ჭი­რო რჩე­ვებს არა მხო­ლოდ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის, არა­მედ პი­რად სა­კითხებ­ზეც. ვი­სურ­ვებ­დი, ყვე­ლა სკო­ლა­ში იყოს ისე­თი სკო­ლის ექი­მი, რო­გო­რიც ბა­ტო­ნი თე­მუ­რია“.

მოამზადა მა­კა ყი­ფი­ა­ნმა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები