4 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

ეროვნულ პრემიას 10 მასწავლებელი მიიღებს

spot_img

18 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა კანონის პროექტი მასწავლებლის ეროვნული დღის და პრემიის დაწესების შესახებ, რომლის განხილვაც ბიუროს სხდომის გადაწყევტილებით  განათლებისა და მეცნიერების და  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს დაევალა.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „კანონპროექტით გათვალისწინებული მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით მასწავლებელი მიიღებს, მასწავლებლის ეროვნულ პრემიას, რომელიც შეადგენს, ერთდროულ ფულად გასაცემელს და ასევე სამკერდე ნიშანს. გათვალისწინებული პრემია განსაზღვრულია ერთ პირზე – 10 000 ლარის ოდენობით, რაც 2023 წლისთვის განხორციელდება პროგრამის „განათლებისა და მეცნიერების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების მართვა“ (პროგრამული კოდი 32 01 01) ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან, ხოლო შემდგომი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ახალი მიზნობრივი პროგრამა „მასწავლებლის ეროვნული დღე“.

2023 წლისთვის მასწავლებლის ეროვნულ პრემიას მიიღებს 10 (ათი) მასწავლებელი. საშუალოვადიან პერიოდის ბიუჯეტი დაახლოებით შეადგენს 3 600,0 ათას ლარს. 2023 წლის ბიუჯეტი განსაზღვრულია 600.0 ათასი ლარით, რაც მოიცავს 10 (ათი) მასწავლებლის ეროვნულ პრემიას, სამკერდე ნიშნების დამზადების ხარჯებსა და მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარების ხარჯებს. 2024 წლიდან 2026 წლის ჩათვლით პროგრამის „მასწავლებლის ეროვნული დღე“ წლიური ბიუჯეტი განსაზღვრული იქნება 1 000.0 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც ასევე მოიცავს მასწავლებლების ეროვნულ პრემიას, სამკერდე ნიშნების დამზადების ხარჯებსა და მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარების ხარჯებს.

წარმოდგენილი კანონის პროექტის საფუძველზე საქართველოს მთავრობას დაევალება ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები