2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით 09:00 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში, 24 საგამოცდო ცენტრში დაიწყო. პირველ დღეს განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცხადდა 93%-ზე მეტი.
ნინო წერეთელმა თხოვნით მიმართა მეორე სესიის გამოსაცდელებს არ დააგვიანონ, ყველა ეცადოს, 2 საათზე, რეგისტრაციის დაწყების დროს გამოცხადდე თავის საგამოცდო ცენტრში, რომ მშვიდად შეძლონ რეგისტრაციის პროცესის გავლა.
ნინო წერეთელი, შეაფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიციიდან პირველ საგამოცდო წელს ასეთ შეფასებას აძლევს: „გულწრფელად გეტყვით, რომ მგონია მე გავდივარ გამოცდებზე. ვფიქრობ, მაშინ ასე არ ვნერვიულობდი როგორც ახლა ვნერვიულობ, იმიტომ, რომ უშუალოდ ვხედავ შემოსული აბიტურიენტების ემოციებს, ეს გადამდებიც არის და კიდევ უფრო მაფორიაქებს, ვიდრე მაშინ, როცა მე ვაბარებდი და მაშინ საერთოდ სხვა სისტემა იყო. ეს არ არის მარტო ჩემი განცდა, აი, ის ადამიანები, რომლებიც 20 წელიწადი და მეტი ემსახურება მთლიანად საგამოცდო სისტემას, ვგულისხმობ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თითოეულ თანამშრომელს, ისინიც კი ნერვიულობენ.
წარმატებას ვუსურვებ იმ 80 ათას ადამიანს, რომელსაც ველოდებით 3 ივლისიდან 26 ივლისის ჩათლით.“