თელავში გაიმართა ერასმუს+ პროექტის – COSERE „კოლეგიური მხარდაჭერა განათლებაში მდგრადობისა და ზრდისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის სკოლების ლიდერები ესწრებოდნენ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, უკვე ორი წელია, წარმატებით ახორციელებს აღნიშნულ პროექტს, რომელიც ხუთი ქვეყნის (ლატვია, ჩეხეთი, ირლანდია, იტალია და საქართველო) კონსორციუმის ინიციატივით მიმდინარეობს.
პროექტის მიზანია სკოლის ლიდერების საგანმანათლებლო და პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირება და კოლეგიალური მხარდაჭერის კულტურის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს განათლების სისტემის მდგრად განვითარებას.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, მათ შორის, ჩატარდა კვლევა, შეიქმნა ტრენინგმოდული და სახელმძღვანელო, რომელიც სკოლებს პრაქტიკულ მხარდაჭერას გაუმარტივებს. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პარტნიორებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას, რაც საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას ემსახურება.
ღონისძიების ფარგლებში, სკოლის ლიდერებს წარედგინათ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, მათ მოისმინეს უკუკავშირი და შეაფასეს პროექტის შედეგები.