15 მაისი, ხუთშაბათი, 2025

ემო­ცი­ე­ბი მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი გავ­ლე­ნით

spot_imgspot_img
ნა­ტა­შა მე­ლიშ­ვი­ლი
დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის და­ბა ფა­სა­ნა­უ­რის იაკობ ტრი­პოლ­ს­კის სახ. №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის პე­და­გო­გი

 

ბო­ლო წლებ­ში ყუ­რადღე­ბა გა­ი­ზარ­და ისე­თი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის მი­მართ, რო­გო­რი­ცაა: სა­კუ­თა­რი თა­ვის მარ­თ­ვა, ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბა, სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ამ კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი მრა­ვა­ლი კვლე­ვი­თაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, რო­ცა მცირ­დე­ბა რთუ­ლი ქცე­ვის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, უმ­ჯო­ბეს­დე­ბა აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა და იზ­რ­დე­ბა მოს­წავ­ლე­თა ემო­ცი­უ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა.

ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლე­ბელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რო­ლი ეკის­რე­ბა, მას შე­უძ­ლია და­ეხ­მა­როს მოს­წავ­ლეს, რომ გა­ი­გოს და გა­უძღ­ვეს სა­კუ­თარ ემო­ცი­ებს. „სწავ­ლას ემო­ცი­უ­რი სა­ფუძ­ვე­ლი აქვს“ – ამ­ბობ­და პლა­ტო­ნი მრა­ვა­ლი სა­უ­კუ­ნის წი­ნათ. ემო­ცი­ე­ბი ნამ­დ­ვი­ლად მრა­ვალ­მ­ხ­რივ გავ­ლე­ნას ახ­დენს სწავ­ლა­ზე. კერ­ძოდ, ძლი­ერ­მა ემო­ცი­ამ, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, ბრა­ზი, შე­იძ­ლე­ბა შე­ა­ფერ­ხოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სე­ბი.

ბავ­შ­ვებ­მა ხში­რად არ იცი­ან ემო­ცი­ე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რად გა­მო­ხატ­ვა. ისი­ნი სწავ­ლო­ბენ, რომ გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ მათ, რო­გორც შე­უძ­ლი­ათ:

ა) რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი აღ­მო­ა­ჩენს, რომ მის მოს­წავ­ლეს სიმ­შ­ვი­დე ერ­ღ­ვე­ვა და შე­წუ­ხე­ბუ­ლია, უნ­და მო­ახ­დი­ნოს რე­ა­გი­რე­ბა;

ბ) იმედ­გაც­რუ­ე­ბულ მოს­წავ­ლეს ხში­რად იპყ­რობს სიბ­რა­ზე და, ამ ეტაპ­ზე, მას­წავ­ლებ­ლის უკუ­კავ­ში­რი გა­და­უ­დებ­ლად სა­ჭი­როა;

გ) მას­წავ­ლე­ბელ­მა თუ გაბ­რა­ზე­ბულ მოს­წავ­ლეს ყუ­რადღე­ბა არ მი­აქ­ცია, მოს­წავ­ლეს შე­იპყ­რობს მრის­ხა­ნე­ბა.

ფსი­ქო­ლოგ დე­ვიდ მა­ი­ე­რის აზ­რით, ადა­მი­ა­ნის ემო­ცია მო­ი­ცავს ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ აღ­გ­ზ­ნე­ბას და ექ­ს­პ­რე­სი­ულ ქცე­ვას. ემო­ცი­ის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა კი ყვე­ლა­ზე ცვა­ლე­ბა­დია. მა­გა­ლი­თად, შფოთ­ვა, ძი­რი­თა­დად, ჩნდე­ბა მა­შინ, რო­ცა ინ­დი­ვი­დის მი­ერ სი­ტუ­ა­ცია აღიქ­მე­ბა სა­ხი­ფა­თოდ, ან ხე­ლის­შემ­შ­ლე­ლად. შფოთ­ვის გა­მომ­წ­ვე­ვი შე­იძ­ლე­ბა იყოს:

ა) მარ­ცხის მო­ლო­დი­ნი,

ბ) მო­უ­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი.

ემო­ცი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ვად­გი­ნოთ ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი ბორ­ბ­ლის სა­ხით, სა­დაც ჩა­ლაგ­და: სი­ხა­რუ­ლი, ნდო­ბა, ში­ში, გა­ო­ცე­ბა, მოწყე­ნა, ზიზღი, ბრა­ზი და მო­წა­დი­ნე­ბა.

 

21-ე სა­უ­კუ­ნის სა­ბა­ზი­სო ემო­ცი­ე­ბია: ზიზღი, ში­ში, გა­ო­ცე­ბა, ბედ­ნი­ე­რე­ბა, სევ­და, გაბ­რა­ზე­ბა. ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ე­ბი ფო­ტო­ებ­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს – მხი­ა­რუ­ლი, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი… ჩვენც შე­იძ­ლე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად აღ­ვიქ­ვათ.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ემო­ცია, სხე­უ­ლი, მი­მი­კა და გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა.

საკ­ლა­სო გა­რე­მო­ში მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს შემ­დე­გი:

ა) ემო­ცი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა რომ გა­ი­ზარ­დოს, სას­წავ­ლო მა­სა­ლის ში­ნა­არ­სი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მიმ­ზიდ­ვე­ლი უნ­და იყოს;

ბ) ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცეს შფოთ­ვის და სტრე­სის შემ­ცი­რე­ბას კლას­ში. ეს ხელს შე­უწყობს მოს­წავ­ლე­თა ემო­ცი­ურ კე­თილ­დღე­ო­ბას და სწავ­ლას.

ფსი­ქო­ლო­გე­ბი ერ­თხ­მად აღი­ა­რე­ბენ, რომ სტა­ბი­ლუ­რი რუ­ტი­ნა ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას გო­ნებ­რივ და ემო­ცი­ურ უსაფ­რ­თხო­ე­ბას სთა­ვა­ზობს.

პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მელ­საც ბავ­შ­ვე­ბი დი­ლით დგა­მენ, არ­სე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენს მა­თი დღის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე. მტკიც­დე­ბა, რომ დი­ლის რუ­ტი­ნა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს გაღ­ვი­ძე­ბას, მცი­რე ფი­ზი­კურ ვარ­ჯიშს, თუნ­დაც მუ­სი­კის მოს­მე­ნას, გო­ნე­ბის და სხე­უ­ლის­თ­ვის დღის სა­ჭი­რო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას გა­ნა­პი­რო­ბებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი მათ კომ­ფორტს სთა­ვა­ზობს, ამ­ცი­რებს სტრესს და სწავ­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვილს ზრდის.

ლა­უ­რა მარ­კ­ჰე­მი აღ­ნიშ­ნავს, რომ დი­ლის რუ­ტი­ნა ბავ­შ­ვის­თ­ვის ემო­ცი­ურ მხარ­და­ჭე­რას ქმნის და მას მშვიდ გა­რე­მო­ში ამ­ზა­დებს სწავ­ლის­თ­ვის.

ყვე­ლა ემო­ცი­ას აქვს უფ­ლე­ბა იარ­სე­ბოს, ჩვენ კი მათ­თან უნ­და ვი­მე­გობ­როთ მოს­წავ­ლე­თა კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება