18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

ელექტრონული რესურსი ბიოლოგიაში

spot_img

მარიამ ფიჩხულაშვილი
მარაბდის ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი

 

 

სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა მასწავლებლის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია. სასწავლო წლის განმავლობაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს საგნობრივი კურიკულიმის მიხედვით, სადაც გათვალისწინებულია მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირების შედეგების ანალიზი, მკაფიოდ არის განსაზღვრული დიფერენცირებული სწავლების პრინციპები, ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ სასწავლო მიზნების მეთოდური ან სასწავლო რესურსების შექმნას,შემდგომ განვითარებასა და კოლეგებისთვის გაზიარებას.

მნიშვნელოვანია, ჩემი საქმიანობა მიმართული იყოს სკოლისა და მოსწავლეთა განვითარებაზე. ვგეგმავ და ვახორციელებ ისეთ აქტივობებს, რომლის მიზანია სკოლის საჭიროებების დადგენა და მათი გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიება.

მეშვიდე კლასში, დიაგნოსტირების შედეგების ანალიზის საფუძველზე, ბიოლოგიაში ისეთი ელექტრონული რესურსის შექმნის საჭიროება გამოიკვეთა, რომელშიც წარმოდგენილია ძირითადი საკვანძო ცნებების განმარტებითი ლექსიკონი. ეს რესურსი მოსწავლეებს ეხმარება სწავლა-სწავლების პროცესში კონკრეტული მიზნის მიღწევაში, ბიოლოგიური ტერმინების სწორად გამოთქმაში, ვიზუალურად აღქმაში, გაგეგბა-გააზრებაში, უკეთ დამახსოვრებაში. რესურსი პასუხობს სხვადასხვა სწავლის სტილისა და ინტელექტის მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებს. მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა წახალისებას, მოტივაციის ზრდას, საკითხის ჩაღრმავებასა და მრავალმხრივი კუთხით დანახვას. რესურსები უბიძგებს მოსწავლეებს, გამოიყენენონ სწავლის სხვადასხვა სტრატეგია, რათა შემდეგ თვითონ შეძლონ, დამოუკიდებლად, საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვა და მათ თავისებურებებზე მორგებული ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენება.

განმარტებითი ლექსიკონი ბიოლოგიაში

fichxulashvilimariami@gmail.com

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები