8 სექტემბერი, კვირა, 2024

დღეს 2024 წლის გამოცდების ძირითადი სესიები დასრულდა

spot_img

2024 წლის გამოცდების ძირითადი სესიები დღეს, 26 ივლისს დასრულდა.  აბიტურიენტებმა ფიზიკის გამოცდა წერეს. გამოცდაზე დარეგისტრირებულთაგან გამოცხადდა 86%-ზე მეტი. არ ყოფილა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა. ცენტრის თანამშრომლებს მათ თავი განსხვავებული, თემატური სამოსითაც დაამახსოვრეს – მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში აქტუალობა არ დაუკარგავს ფეხბურთს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმაში ჩაცმული აბიტურიენტების გარდა, ისტორიის გამოცდაზე საგამოცდო ცენტრებს ჩოხიანი აპლიკანტები, ბიოლოგიის გამოცდაზე კი ექიმის თეთრ სამოსში გამოწყობილი გამოსაცდელებიც სტუმრობდნენ.

პირველადი შედეგების მიხედვით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადდა აბიტურიენტთა დაახლოებით 93%, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე აპლიკანტთა 71%. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობა მიიღო 79%-მა, მასწავლებელთა გამოცდაზე კი – 84%-მა. იყო გამოცდიდან მოხსნის ერთეული შემთხვევაც, დამხმარე მასალის სარგებლობის მცდელობის გამო.

წლევანდელმა გამოცდებმა, ვფიქრობ, წარმატებით ჩაიარა, რაც ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის ორგანიზებაში ჩართული თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა. ნაშრომების გასწორება უკვე დაწყებულია. შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს დასაწყისიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი  შედეგებით დაიწყება. რაც შეეხება სხვა საგნებს, შედეგები ეტაპობრივად, გასწორების დასრულებისთანავე, გახდება ცნობილი. გამოსაცდელი მიღებული ქულისა და საკუთარი ნაშრომის ნახვას შეძლებს ვებგვერდზე: online.naec.ge.

კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო აბიტურიენტებს, რომ მათ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება  აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.  ამიტომ მინდა ვთხოვო მათ, კიდევ ერთხელ ყურადღებით გადახედონ საკუთარ არჩევანს და, სურვილის შემთხვევაში, შეიტანონ ცვლილება პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ცვლილებები შენახვის ღილაკის გამოყენებით დაიმახსოვრონ,“ – აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები