3 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2025

დღეს დაგვიანების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა

დღეს აბიტურიენტები სამოქალაქო განათლების გამოცდას აბარებდნენ. მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები კი – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდას.

17 ივლისის სესიაზე, საგამოცდო ცენტრებში, გამოცხადდა 95%-მდე აბიტურიენტი და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულების 85%.

არ დაფიქსირებულა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა.

ხვალ აბიტურიენტებისათვის ბიოლოგიის, ხოლო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის უცხოური ენებისა და სპორტის გამოცდები ჩატარდება.

საგამოცდო პროცესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი ამბროლაურში გახსნილ საგამოცდო ცენტრში დააკვირდა.

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება