დღეს აბიტურიენტებმა მათემატიკის გამოცდა ჩააბარეს ორ სესიად. ორივე სესიაზე 93%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა, დაგვიანების 5 შემთხვევა იყო.
ორდღიანი შესვენების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდები 15 ივლისს ისტორიის გამოცდით გაგრძელდება, პირველ დღეს ტესტირება ორ სესიად ჩატარდება, 16-ში კი ისტორიას პირველი სესია დაეთმობა, მეორე სესიაზე აბიტურიენტები ქიმიის გამოცდას ჩააბარებენ.
აბიტურიენტებს შევახსენებთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ისტორიის ჯგუფის მიერ მომზადებულ რჩევებს.
15 ივლისს, ორივე სესიაზე, მასწავლებლის გამოცდის მონაწილეები გეოგრაფიისა და ბიოლოგიის გამოცდას ჩააბარებენ.
გისურვებთ წარმატებას!