13 მაისი, სამშაბათი, 2025

დროა, გა­და­ვემ­ზა­დოთ ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ფუძ­ვ­ლებ­ში და დავ­ფიქ­რ­დეთ გუნ­დუ­რო­ბის პრინ­ცი­პებ­ზე

spot_imgspot_img

სო­ფი­კო გო­გუ­ა­ძე
ხა­შუ­რის №7 სა­ჯა­რო სკო­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ფსი­ქო­ლო­გი­ის ბა­კა­ლავ­რი და სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მა­გის­ტ­რი

 

სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ერ­თი დღე

ვფიქ­რობ, ჩე­მი, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გის ერ­თი დღე ნამ­დ­ვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სოა იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, ვი­საც სირ­თუ­ლე­ე­ბი, გა­მოწ­ვე­ვე­ბი და მა­თი დაძ­ლე­ვის გზე­ბის პოვ­ნა იზი­დავს. ვამ­ბობ ხოლ­მე, ავან­ტი­უ­რის­ტი უნ­და იყო, თუ ამ პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბა გინ­და-მეთ­ქი, რად­გან ამ სფე­რო­ში არ არის პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი თუნ­დაც მომ­დევ­ნო სა­მუ­შაო დღის გა­მოწ­ვე­ვე­ბი. ამ­ჟა­მად სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ. რო­ცა სკო­ლა­ში მივ­დი­ვარ, ჯერ ყვე­ლა ჩე­მი მოს­წავ­ლის კლას­ში შევ­დი­ვარ და ვკითხუ­ლობ, არი­ან თუ არა დღეს სკო­ლა­ში. ვე­კითხე­ბი რო­გორ არი­ან, მა­თაც და თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­საც. ამას მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვა­კე­თებ, ვცდი­ლობ ემ­პა­თი­ის გრძნო­ბა გა­ვუღ­ვი­ვო და და­ვა­ფიქ­რო მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. შემ­დეგ ვიწყებ მუ­შა­ო­ბას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და ჯგუ­ფუ­რა­დაც, რად­გან ჯგუ­ფურ­მა მუ­შა­ო­ბამ, ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი გვაჩ­ვე­ნა – გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა მოს­წავ­ლე­ე­ბის სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი სფე­რო­ე­ბი; გა­ზარ­და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, ენა-მეტყ­ვე­ლე­ბის ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი; და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა იქო­ნია მა­თი ინ­ტე­რე­სის სფე­რო­თა გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე და ამით, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სკო­ლა­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი კლი­მა­ტის შექ­მ­ნას შე­უწყო ხე­ლი, რაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, რად­გან ეს ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლე­ო­ბა და სკო­ლის ინ­ტე­რე­სია.

ხში­რად, წი­ნას­წარ შექ­მ­ნი­ლი ცხრი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, რო­მე­ლიც რე­სურ­სო­თა­ხის კარ­ზეა გა­მოკ­რუ­ლი, საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებს პი­რა­დად ვთხოვ, გაკ­ვე­თი­ლი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ მოს­წავ­ლე ან, თუ შე­იძ­ლე­ბა, კონ­კ­რე­ტულ გაკ­ვე­თილ­ზე დას­წ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცენ. ამა­საც სპე­ცი­ა­ლუ­რად ვა­კე­თებ, ერ­თი მხრივ იმი­ტომ, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა იცო­დეს, ბავ­შ­ვი არის სკო­ლა­ში და შემ­თხ­ვე­ვით „არა“ არ და­უ­წე­როს და, მე­ო­რე მხრივ იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნო, პა­ტი­ვი ვცე საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლი­სა და მოს­წავ­ლის აზრს – რას ფიქ­რო­ბენ, უფ­რო სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა იმ კონ­კ­რე­ტულ გაკ­ვე­თილ­ზე დას­წ­რე­ბა თუ რე­სურ­სო­თახ­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბა?

პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კაც გვკარ­ნა­ხობს, რომ სა­სურ­ვე­ლია, საქ­მის კურ­ს­ში ჩა­ვა­ყე­ნოთ დამ­რი­გე­ბე­ლი და საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ავი­ღოთ მათ წი­ნა­შე თუნ­დაც მოს­წავ­ლის უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა. ამ ჟეს­ტით ასე­ვე ვა­დას­ტუ­რებთ, რომ რთუ­ლი და კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ყო­ველ­თ­ვის შე­უძ­ლი­ათ ვე­გუ­ლე­ბო­დეთ მათ გვერ­დით, სა­ი­მე­დოდ და არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში – გა­საკ­რი­ტი­კებ­ლად. ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან დღეს, ძი­რი­თად სირ­თუ­ლე­ებს, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის თუ ზო­გა­დად ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, „ჩა­ტე­ხი­ლი ხი­დი“ იწ­ვევს, რად­გან გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის, ასერ­ტუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­რე­შე, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მა ვერ და­რე­გუ­ლირ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სწო­რედ ამ სა­ხის ხელ­შეწყო­ბას ვი­სურ­ვებ­დი რო­გორც სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მგო­ნი დროა, გა­და­ვემ­ზა­დოთ ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ფუძ­ვ­ლებ­ში, დავ­ფიქ­რ­დეთ გუნ­დუ­რო­ბის პრინ­ცი­პებ­ზე.

რე­სურ­სო­თა­ხი

რე­სურ­სო­თა­ხი არ უნ­და აღ­ვიქ­ვათ რო­გორც მხო­ლოდ იზო­ლი­რე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი სივ­რ­ცე, რად­გან რე­ა­ლუ­რად, იგი წარ­მო­ად­გენს ორ­გა­ნი­ზე­ბულ ოთახს, სა­დაც მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, ტექ­ნი­კუ­რი, სას­წავ­ლო და პრო­ფე­სი­უ­ლი რე­სურ­სი. არა­სა­თა­ნა­დო გა­მო­ყე­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში, შე­საძ­ლოა, ეს ოთა­ხი თა­ნა­ტოლ­თა წრი­სა და მოს­წავ­ლის სას­წავ­ლო პრო­ცე­სის­გან იზო­ლა­ცი­ის ად­გი­ლი გახ­დეს და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი რე­სურ­სის ნაც­ვ­ლად, სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ის მი­ზე­ზად და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ბა­რი­ე­რად იქ­ცეს. ამ საფ­რ­თხის­გან თა­ვის ასა­რი­დებ­ლად და პი­რი­ქით, რე­სურსოთა­ხის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის, სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა და სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­მა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, უპირ­ვე­ლე­სად, ოთა­ხის­თ­ვის შეგ­ვე­ცვა­ლა ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბა. შემ­დეგ შევ­ქ­მე­ნით ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დი, არა „ფე­ი­ჯი“, არა­მედ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ან­გა­რი­ში, რა­თა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რე­ბი დაგ­ვე­ორ­გა­ნი­ზე­ბი­ნა და უფ­რო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით… რაც მთა­ვა­რია, კა­რი გა­ი­ღო არა მხო­ლოდ კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი მოს­წავ­ლის­თ­ვის. მა­გა­ლი­თად, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­რო­ე­ბენ ემო­ცი­ურ გან­ტ­ვირ­თ­ვას, ქცე­ვის რე­გუ­ლი­რე­ბას, გან­მარ­ტო­ე­ბას თუ სას­წავ­ლო პრო­ექ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბას. ჩვენს სკო­ლა­ში არ­სე­ბულ მოს­წავ­ლე­თა კლუ­ბებს ასე­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ შეხ­ვედ­რე­ბი და­ე­გეგ­მათ და ემუ­შა­ვათ რე­სურ­სო­თახ­ში. დღეს­დღე­ო­ბით ამ სივ­რ­ცე­ში ტარ­დე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო და სა­კონ­სულ­ტა­ციო შეხ­ვედ­რე­ბიც მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლებ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად თუ მცი­რე ჯგუ­ფურ ფორ­მატ­ში. უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო ისიც, რომ ჩვენს სკო­ლა­ში უკ­ვე არის რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ეფექ­ტუ­რად იყე­ნებს ამ ოთახს რო­გორც რე­სურსს. საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა და მე­ტიც. მა­გა­ლი­თად, ჩვე­ნი სკო­ლის მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბელს არა­ერ­თხელ ჩა­უ­ტა­რე­ბია რე­სურ­სო­თახ­ში გაკ­ვე­თი­ლი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი უნა­რე­ბი­სა და აქ არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნი­კის დახ­მა­რე­ბით იდე­ა­ლუ­რი გა­მო­­ვი­და.

მოს­წავ­ლე­ებ­ზე, მათ­თან მუ­შა­ო­ბის მე­თო­დებ­სა და ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მოს­წავ­ლე­ებს, ისი­ნი, რო­გორც ყვე­ლა ბავ­შ­ვი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მე არ ვუ­ყუ­რებ მათ, რო­გორც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლებს, ვფიქ­რობ, ყვე­ლა ბავ­შ­ვი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. სწო­რედ ეს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ამ­შ­ვე­ნებს ჩვენს სკო­ლას ყვე­ლა­ზე მე­ტად. რო­დე­საც ასე აზ­როვ­ნებ და ეს უკ­ვე ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია შენ­თ­ვის, მე­თო­დე­ბის შერ­ჩე­ვაც მარ­ტი­ვია და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც მარ­ტი­ვი… არ არის სა­ჭი­რო ვე­ძე­ბოთ რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, მუ­შა­ო­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი სტი­ლი, ჰი­პერ­მ­ზ­რუნ­ვე­ლო­ბა­ში გა­დავ­ვარ­დეთ… რვა წე­ლია ამ სფე­რო­ში ვმუ­შა­ობ და ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბით, ყვე­ლა­ზე კარ­გი მიდ­გო­მაა იფიქ­რო, რა უხა­რია ბავშვს, რა სწყინს, წარ­მო­იდ­გი­ნო თა­ვი მის ად­გი­ლას ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში… აი, მა­გა­ლი­თად, ყვე­ლა ბავშვს უხა­რია ჯილ­დო, ხომ?

აღ­მოჩ­ნ­და, რომ ჩემს მოს­წავ­ლე­ებს არას­დ­როს ჰქონ­დათ ჯილ­დოდ სი­გე­ლი მი­ღე­ბუ­ლი, არა­და ერთ-ერ­თი უკ­ვე მე-11 კლას­შია. 2 აპ­რილს, სკო­ლის რე­სურ­სო­თახ­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის, ისი­ნი ღირ­სე­უ­ლად და­ჯილ­დოვ­დ­ნენ ქე­ბის სი­გე­ლე­ბით. რა­ტო­მაც არა? არ არის მარ­ტი­ვი ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სპექ­ტაკ­ლ­ში, გა­მოხ­ვი­დე სტუმ­რე­ბის წი­ნა­შე ცეკ­ვით, ამა­ში მოს­წავ­ლე­ებ­მა დი­დი ფი­ზი­კუ­რი თუ ემო­ცი­უ­რი რე­სურ­სი ჩა­დეს, შე­დე­გით კი თვი­თო­ნაც გა­ი­ხა­რეს. დღეს­დღე­ო­ბით უფ­რო მე­ტი მო­ტი­ვა­ცია და მიმ­ღებ­ლო­ბა აქვთ სი­ახ­ლე­ე­ბი­სად­მი. გა­ლაღ­დ­ნენ, ზო­გი­ერ­თი კომ­პ­ლექ­სი დაძ­ლი­ეს.

პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კი­დან – მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მიდ­გო­მა, აქ­ტი­ვო­ბა, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ზე კარ­გად იმუ­შა­ვა სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან

წი­ნა კითხ­ვის პა­სუხ­ში ზო­გა­დად ვი­სა­უბ­რეთ მე­თო­დებ­სა და ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. რა თქმა უნ­და, ბავ­შ­ვის ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა უპირ­ვე­ლე­სია, მაგ­რამ არ უნ­და და­ვი­ვიწყოთ რა ფუნ­ქ­ცი­ე­ბი გვაქვს სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლებს, რის­თ­ვის შე­იქ­მ­ნა რე­სურსოთა­ხი. მი­სი ძი­რი­თა­დი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ხომ მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ჯგუ­ფუ­რი მე­ცა­დი­ნე­ო­ბაა? აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ, სპე­ცი­ა­ლურ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა კარ­გად უნ­და ვი­ცო­დეთ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბის შერ­ჩე­ვა. სწავ­ლა კე­თე­ბით, სკა­ფოლ­დინ­გი ანუ „ხა­რა­ჩოს მე­თო­დი“, მო­დე­ლი­რე­ბა, უკუ­კავ­ში­რი, მი­მა­ნიშ­ნებ­ლე­ბის სწორ დროს და ად­გი­ლას გა­მო­ყე­ნე­ბა, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და გე­ნე­რა­ლი­ზე­ბა, ვფიქ­რობ, ნე­ბის­მი­ე­რი პე­და­გო­გის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, ფუნ­და­მენ­ტუ­რი და კონ­კ­რე­ტუ­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბია. ამათ გარ­და, მათ­თან ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის დროს, ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა კლა­სის მარ­თ­ვის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ტექ­ნი­კე­ბი. ერთ-ერ­თი ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც ბო­ლოს გა­მო­ვი­ყე­ნე მი­ნი-სპექ­ტაკ­ლ­ზე მუ­შა­ო­ბის დროს, იყო – „მე შეტყო­ბი­ნე­ბა“. მა­გა­ლი­თად: „ლუ­კა, რო­დე­საც რე­პე­ტი­ცი­ას სე­რი­ო­ზუ­ლად არ უდ­გე­ბი და მე­გო­ბარს ეჩურ­ჩუ­ლე­ბი, მე ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ას“. ასე­თი ტი­პის მიდ­გო­მა ბავ­შ­ვის ყუ­რადღე­ბას წარ­მარ­თავს იმის გა­აზ­რე­ბა­ზე, თუ რა შე­დე­გე­ბი მო­აქვს მის ქცე­ვას სხვა ადა­მი­ა­ნებ­ზე ზე­გავ­ლე­ნის თვალ­საზ­რი­სით. ამას­თან, მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან სა­კუ­თა­რი გან­ც­დე­ბის მსგავ­სი სა­ხით ფორ­მუ­ლი­რე­ბა, რო­გორც წე­სი, ზრდის მოს­წავ­ლის მი­ერ სა­კუ­თარ ქცე­ვა­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის აღე­ბის ალ­ბა­თო­ბას.

რჩე­ვა კო­ლე­გებს – რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, თუ კლას­ში სსსმ ან შშმ მოს­წავ­ლე გვყავს

კო­ლე­გებს ვურ­ჩევ­დი, ნე­ბის­მი­ე­რი მოს­წავ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მო­იქ­ც­ნენ სა­მარ­თ­ლი­ა­ნად. მა­გა­ლი­თად, არ ვი­ცი რო­გორ ვი­მუ­შაო კონ­კ­რე­ტულ მოს­წავ­ლეს­თან? სა­მარ­თ­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა მო­ვი­ძიო ინ­ფორ­მა­ცია, წა­ვი­კითხო, ვკითხო რჩე­ვა კომ­პე­ტენ­ტურ პი­რებს. ეს სირ­ცხ­ვი­ლი არ არის, ესეც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მია.

ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ში­ნა­არსს თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, კი­დევ ერ­თხელ დარ­წ­მუნ­დე­ბით, რომ ეს გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის ბრა­ლია. გუნ­დუ­რო­ბა არ არის რა­ღაც გთხო­ვო, რა­ღაც და­ვა­ლე­ბა მოგ­ცე და შენ შე­მის­რუ­ლო, ან პი­რი­ქით. გუნ­დუ­რო­ბა არის ერ­თად ვი­ფიქ­როთ, ერ­თად გა­ვა­კე­თოთ, და ერ­თად შევ­ც­ვა­ლოთ…

ასის­ტენ­ტის რო­ლი და სა­ჭი­რო­ე­ბა

მშობ­ლებს, ასის­ტენ­ტის შერ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვურ­ჩევ, ნუ ეძე­ბენ გა­მოც­დილ ადა­მი­ა­ნებს, მის­ცენ შან­სი ახალ­ბე­დებს. არ შე­ე­შინ­დეთ და არ ეგო­ნოთ, რომ პირ­ვე­ლი ან მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი ნაკ­ლებ ყუ­რადღე­ბას გა­მო­ი­ჩენს მა­თი შვი­ლი­სად­მი, რად­გან ასა­კით პა­ტა­რაა. მეც მე­ო­რე კურ­ს­ზე ვი­ყა­ვი, რო­ცა ასის­ტენ­ტად და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა თბი­ლი­სის 55-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. დი­ახ, სამ­წუ­ხა­როდ, ხელ­ფა­სი და­ბა­ლია, მაგ­რამ, ვი­საც სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბი აქვს ამ პრო­ფე­სი­ა­ში, მათ­თ­ვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­მოც­დი­ლე­ბაა, ეს უფ­რო „მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი სტა­ჟი­რე­ბაა“, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლია გზამ­კ­ვ­ლე­ვად აქ­ციო.

სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რას ნიშ­ნავს ამ პრო­ფე­სი­ის­თ­ვის მსა­ხუ­რე­ბა

ამ პრო­ფე­სი­ის­თ­ვის მსა­ხუ­რე­ბა ნიშ­ნავს, ვი­ყო მას­წავ­ლე­ბე­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი ად­ვო­კა­ტი, ერ­თ­დ­რო­უ­ლად. მო­ტი­ვა­ცი­ის სა­ხით, კო­ლე­გებს ვეტყ­ვი, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლებ­მა არას­დ­როს შეწყ­ვი­ტონ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და, რო­გორც სო­ცი­ა­ლურ­მა ად­ვო­კა­ტებ­მა – სხვა­თა მხარ­და­ჭე­რა. ბო­ლოს, მინ­და, ერ­თი საყ­ვა­რე­ლი ცი­ტა­ტით და­გემ­შ­ვი­დო­ბოთ და უამ­რა­ვი წარ­მა­ტე­ბა გი­სურ­ვოთ – „თუ გინ­და ადა­მი­ანს და­ეხ­მა­რო, თევ­ზის მა­გივ­რად ან­კე­სი მი­ე­ცი და თევ­ზა­ო­ბა ას­წავ­ლე!“

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება