13 მარტი, ხუთშაბათი, 2025

დისტანციურ სწავლებაზე გადამსვლელ მოსწავლეთა რიცხვი მინიმუმამდე დავიდა

spot_imgspot_img

გასული კვირის მონაცემებით, ონლაინ სწავლებაზე გადამსვლელ მოსწავლეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია – ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 70-მა მოსწავლემ აირჩია დისტანციური სწავლების რეჟიმი. ამავე პერიოდში, პირისპირ სწავლებას 1727 მოსწავლე დაუბრუნდა.

ექნებათ თუ არა მშობლებს, მომავალი სასწავლო წლიდან, დისტანციური სწავლების ამ ფორმით არჩევის შესაძლებლობა, ჯერჯერობით უცნობია. სასწავლო წლის დასასრულამდე კი, როგორც „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“ აცხადებენ, საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს ისევ ეძლევათ შესაძლებლობა, ყოველი კვირის ხუთშაბათს, 00:00 საათიდან 18:00 საათამდე, დარეგისტრირდნენ ან გააუქმონ მოთხოვნა ონლაინ სწავლების შესახებ, მისამართზე: https://online.emis.ge

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება