2 თებერვალი, კვირა, 2025

დირექტორობის მსურველთა მიერ თანხმობის განაცხადის შევსებისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადა განისაზღვრა

spot_imgspot_img
🔹საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, დირექტორობის მსურველთა მიერ თანხმობის განაცხადის შევსებისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადა განსაზღვრა.
✔️ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ვებგვერდზე – directors.mes.gov.ge.
♦ ელექტრონული განაცხადის შევსების ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 21 ივნისიდან, 27 ივნისის ჩათვლით პერიოდი.
რეგისტრაციის ბმული გაიხსნა 21 ივნისს, 10:00 საათზე და დაიხურება 27 ივნისს, 00:00 საათზე.
✔️ რეგისტრაციისას კონკურსანტებს საშუალება ექნებათ, მონიშნონ არაუმეტეს 3 საჯარო სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვთ. მონიშნული სკოლების შეცვლა შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის განმავლობაში.
✔️ აღსანიშნავია, რომ 28 ივნისს, რეგისტრაციის დასრულების შემდგომ, გამოქვეყნდება ინფორმაცია აპლიკანტების მიერ გაკეთებული არჩევანის შესახებ და აპლიკანტებს დამატებით მიეცემათ ჩამონათვალის შეცვლის შესაძლებლობა 29 ივნისის 09:00 საათიდან 29 ივნისის 00:00 საათამდე.
ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტებია:
✔️პირადობის ან პასპორტის ასლი;
✔️ფოტოსურათი 3X4;
✔️სამოტივაციო წერილი.
spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები