8 სექტემბერი, კვირა, 2024

დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების სისტემის დანერგვისთვის

spot_img

დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების სისტემის დანერგვის მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა სკოლამდელი განათლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდეს და შეიქმნას ინკლუზიური გარემო. აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მხარდაჭერითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ჩართულობით „ადრეული და სკოლამდელი განათლების სერვისების დივერსიფიკაციის კონცეფციის“ პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე, მომხსენებლებმა სამინისტროსა და JICA-ს მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგები წარადგინეს, რომელიც საერთაშორისო გამოცდილების და ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობის და საჭიროებების ანალიზს მოიცავდა. ასევე, წარდგენილ იქნა UNICEF-ის მიერ განხორციელებული კვლევის – „ევროპასა და შუა აზიაში სკოლამდელი განათლების დივერსიფიკაცია“ ანგარიში.

აღსანიშნავია, რომ დმანისისა და ონის მუნიციპალიტეტებში საპილოტე რეჟიმში უკვე დაინერგა ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ალტერნატიული სკოლამდელი განათლების მოდელები.

სკოლამდელი განათლების დივერსიფიკაციის შედეგად, მუნიციპალიტეტებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ სკოლამდელი განათლების მიწოდების მოქნილი და ხარჯთეფექტური მოდელით, რომელიც ადგილობრივ საჭიროებებსა და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე იქნება მორგებული.

ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების სისტემის დანერგვის მიმართულებით, რომელიც სკოლამდელ განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები