19 თებერვალი, ოთხშაბათი, 2025

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში

spot_imgspot_img

მუ­სი­კა­თე­რა­პია და პი­როვ­ნე­ბის სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია

 

ლი­ა­ნა სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი

თბი­ლი­სის №215 სა­ჯა­რო სკო­ლის მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

„ემ­პა­თია არის უნა­რი, და­ი­ნა­ხო სხვი­სი თვა­ლით, მო­ის­მი­ნო სხვი­სი ყუ­რით და იგ­რ­ძ­ნო სხვი­სი გუ­ლით“ – ალ­ფ­რედ ად­ლე­რი

ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტუ­ლი თე­მის აქ­ტუ­ა­ლო­ბის გა­მო, გა­დავ­წყ­ვი­ტე კო­ლე­გე­ბის­თ­ვის გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა მე­ა­თე კლას­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო და ნა­ყო­ფი­ე­რი აღ­მოჩ­ნ­და.

„მუ­სი­კა­თე­რა­პია და პი­როვ­ნე­ბის სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია“ – თე­მის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვი­დან­ვე გან­ვ­საზღ­ვ­რე, რომ აქ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვექ­ნე­ბო­და ამა­ვე სკო­ლის სხვა­დას­ხ­ვა სპექ­ტ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან. ამი­სათ­ვის მივ­მარ­თე სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელს, გა­ვა­ცა­ნი პრო­ექ­ტის ში­ნა­არ­სი, მი­ზა­ნი და შევ­თა­ვა­ზე ერ­თობ­ლი­ვი სა­მუ­შაო გეგ­მა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ეტა­პად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ.

პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი სას­წავ­ლო-სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის მი­ზა­ნი გახ­ლ­დათ სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­სა და პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის აქ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, მუ­სი­კის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ნას­წავ­ლი სა­ხა­ლი­სო, ამა­ვე დროს, სა­აზ­როვ­ნო აქ­ტი­ვო­ბე­ბის მათ­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბა, ემ­პა­თი­ის, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, გუ­ლის­ხ­მი­ე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მათ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ და ურ­თი­ერ­თო­ბის­თ­ვის ემო­ცი­უ­რი მზა­ო­ბა.

გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სას­წავ­ლო-სა­აღ­მ­ზ­რ­დე­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ეტა­პე­ბი:

პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი 

მოს­მე­ნი­სა და დაკ­ვირ­ვე­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბი

მხედ­ვე­ლო­ბა­შია ლექ­ცი­უ­რი ტი­პის მუ­სი­კის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი, რომ­ლის დრო­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ეც­ვ­ნენ რე­სურ­სებს მუ­სი­კა­თე­რა­პი­ის არ­სის, ტი­პე­ბი­სა და მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ, ამ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ცნო­ბი­ლი მე­თო­დის­ტე­ბის (კ. ორ­ფი, ზ. კო­დაი, ბე­ნენ­ზო­ნი, ნორ­დოფ-რო­ბინ­სი) სხვა­დას­ხ­ვა სპექ­ტ­რის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სარ­გებ­ლო მიდ­გო­მებ­სა და აქ­ტი­ვო­ბებს.

სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელ­თან შეხ­ვედ­რი­სას მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­ის­მი­ნეს ინ­ფორ­მა­ცია აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის შე­სა­ხებ.

პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, მო­სა­უბ­რის მი­მართ, აქ­ტი­უ­რი მოს­მე­ნის, აღ­ქ­მის და გა­გე­ბის უნა­რი გა­მო­ავ­ლი­ნეს, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც, შემ­დ­გომ, მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო კითხ­ვე­ბი დას­ვეს.

პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის მე­ო­რე

 ეტა­პი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბი

ერ­თობ­ლი­ვად დავ­გეგ­მეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­თან შეხ­ვედ­რე­ბის გან­რი­გი, რომ­ლის დრო­საც პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ნი (სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბი), სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბი და მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვან სა­ხა­ლი­სო-სა­აზ­როვ­ნო აქ­ტი­ვო­ბებს, თა­მა­შო­ბებს წარ­მო­ვად­გენ­დით.

ასე­თი შეხ­ვედ­რე­ბის დროს პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ერ­თ­მა­ნე­თის მო­ტი­ვი­რე­ბი­სა და გამ­ხ­ნე­ვე­ბის, სა­სარ­გებ­ლო ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის უნა­რე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნეს.

პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბის მე­სა­მე ეტა­პი

 კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი

პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, შე­ვარ­ჩი­ეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მუ­სი­კის სხვა­დას­ხ­ვა ჟან­რ­ში მოღ­ვა­წე ცნო­ბი­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მოს­წავ­ლე­ებ­მა და­გეგ­მილ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის სა­ხით წარ­მო­ად­გი­ნეს.

პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მათ მო­ძი­ე­ბუ­ლი მა­სა­ლის სის­ტე­მუ­რად და ლო­გი­კუ­რად გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის უნა­რი გა­მო­ავ­ლი­ნეს.

ვი­ზი­ტი თბი­ლი­სის ვ. სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სახ.კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში

მცი­რე დარ­ბაზ­ში და­ვეს­წა­რით კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის ინ­კ­ლუ­ზი­ურ კონ­ცერტს „მო­მავ­ლის არ­ტის­ტე­ბი“, აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

პრო­ექ­ტის ბო­ლო ეტა­პი

პრაქ­ტი­კუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი, სა­დაც პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბის წი­ნა­შე, სპე­ცი­ა­ლუ­რად შერ­ჩე­უ­ლი მუ­სი­კის ფონ­ზე, სა­ინ­ტე­რე­სო სა­აზ­როვ­ნო-გა­სარ­თო­ბი აქ­ტი­ვო­ბე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს.

spot_img

მკითხველთა კლუბი

წიგ­ნი, რო­მე­ლიც ეძღ­ვ­ნე­ბა წიგ­ნებს

მაკა ლდოკონენი     რას იტყო­დით ისეთ წიგ­ნ­ზე, რო­მელ­შიც ერ­თად იქ­ნე­ბო­და თავ­მოყ­რი­ლი ამ­ბე­ბი ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ, ამ წიგ­ნე­ბის და­წე­რი­სა და გა­მო­ცე­მის თავ­გა­და­სა­ვალ­საც მი­ა­დევ­ნებ­დით თვალს,...

ბლოგი

ლი­ტე­რა­ტუ­რა მა­კუ­ლა­ტუ­რის წნეხ­ში

ანა­ტოლ ფრან­სის „ან­გე­ლოზ­თა აჯან­ყე­ბა“ და ბო­ჰუ­მილ ჰრა­ბა­ლის „მე­ტის­მე­ტად აუტა­ნე­ლი მარ­ტო­ო­ბა“ რა­ო­დენ დი­დიც არ უნ­და იყოს წიგ­ნი, ის ოდეს­მე (და­წე­რის დროს ან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ) აუცი­ლებ­ლად...

კულტურა

საბ­ჭო­თა ეპო­ქა რჩე­ულ ქარ­თულ მოთხ­რო­ბებ­ში

წიგ­ნი, რო­მელ­ზეც ახ­ლა მინ­და გი­ამ­ბოთ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის იმ ერთ ყვე­ლა­ზე სა­ბე­დის­წე­რო ეპო­ქას ეძღ­ვ­ნე­ბა, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ერ­ქ­ვა. ან­თო­ლო­გია „ბი­ჭი­კოს ავად­მ­ყო­ფო­ბის ის­ტო­რია“, რომ­ლის ქვე­სა­თა­უ­რია „მოთხ­რო­ბე­ბი საბ­ჭო­თა...

უმაღლესი განათლება

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მიერ 2024 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მი­ერ და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: ცენ­ტ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ☑️ 2021-2023 წლის პე­რი­ოდ­ზე შე­მუ­შავ­და...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები