27 ოქტომბერი, ორშაბათი, 2025

დე­და ენის ზნე­ობ­რი­ვი გაკ­ვე­თი­ლე­ბი

ყო­ველ ერს ჰყავს უსაყ­ვარ­ლე­სი შვი­ლი, ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი, ყო­ველ­მ­ხ­რივ შემ­კუ­ლი თა­ვი­სი კა­ცო­ბი­თა და მა­მუ­ლიშ­ვი­ლო­ბით. ქარ­თ­ვე­ლი ერის­თ­ვის კი ერთ-ერ­თი ასეთ­თა­გა­ნია დი­დი პე­და­გო­გი, მწე­რა­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი, რომ­ლის და­ბა­დე­ბის 185 წლის­თა­ვი წელს აღი­ნიშ­ნე­ბა.

„…რაც უნ­და გა­მო­ჩე­ნი­ლი პე­და­გო­გი და­ი­ბა­დოს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მო­მა­ვალ­ში, – წერ­და „ბა­თუ­მის გა­ზე­თი“ 1912 წელს, – გო­გე­ბაშ­ვი­ლი მუ­დამ დარ­ჩე­ბა პე­და­გო­გი­ის მა­მამ­თავ­რად და პირ­ველ მოძღ­ვ­რად… რო­გორც ყო­ველ­მ­ხ­რივ სა­მა­გა­ლი­თო ადა­მი­ა­ნი, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი არა მარ­ტო სიტყ­ვით იყო დი­დი მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი ხალ­ხი­სა, არა­მედ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­თაც, იგი საქ­მით ამ­ტ­კი­ცებ­და, თუ რო­გო­რი უნ­და იყოს ჭეშ­მა­რი­ტი მა­მუ­ლიშ­ვი­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე.

თა­ვი­სი უბად­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით, მა­რად უკ­ვ­და­ვი სა­ბავ­შ­ვო მოთხ­რო­ბე­ბით იაკობ გო­გე­ბაშ­ვილ­მა ჰიმ­ნი უმ­ღე­რა ხალ­ხის სიბ­რ­ძ­ნეს, ჰუ­მა­ნიზმს, შრო­მის სიყ­ვა­რულ­სა და პატ­რი­ო­ტიზ­მის უპირ­ვე­ლეს გრძნო­ბას.

„ამ­ჟა­მად ქარ­თუ­ლი ენის უმ­თავ­რე­სი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და­ბალ სკო­ლებ­ში, – წერ­და იაკო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დი­დი მო­ჭირ­ნა­ხუ­ლე, ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი მწე­რა­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე არ­ტურ ლა­ის­ტი, – არის „დე­და-ენა“ და „ბუ­ნე­ბის კა­რი“ იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სა… ორი­ვე ეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო სა­სა­ხე­ლოდ შე­იძ­ლე­ბა შე­და­რე­ბულ იქ­ნას ევ­რო­პის გა­ნათ­ლე­ბულ ხალ­ხ­თა სა­უ­კე­თე­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­თან.

მა­ღა­ლა­და­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბით, პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენა“, შედ­გე­ნის პრინ­ცი­პი­თა და იდე­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, უზ­რუნ­ველ­ყოფ­და და უზ­რუნ­ველ­ყოფს ყო­ველ­მ­ხ­რივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი თა­ო­ბის აღ­ზ­რ­დას. მას­ში მო­ცე­მუ­ლი ყო­ვე­ლი მოთხ­რო­ბა, ლექ­სი თუ ხალ­ხუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბის ნი­მუ­ში ემ­სა­ხუ­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში სწავ­ლის, შრო­მის, მშობ­ლი­უ­რი ბუ­ნე­ბი­სა და ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლის აღ­ზ­რ­დას, მათ­ში მტკი­ცე ხა­სი­ა­თის, ნე­ბის­ყო­ფის, ჰუ­მა­ნიზ­მის, მე­გობ­რო­ბის, პა­ტი­ოს­ნე­ბის, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბი­სა და სხვა თვი­სე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. „ვინც იაკო­ბის „დე­და-ენას“ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე შე­ის­წავ­ლი­და, – წერს იოსებ იმე­დაშ­ვი­ლი, – უკ­ვე მომ­ზა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნად ით­ვ­ლე­ბო­და, ხო­ლო თუ „ბუ­ნე­ბის კარ­სა“ და მის სხვა წიგ­ნებ­საც ყუ­რადღე­ბით წა­ი­კითხავ­და, მა­შინ ხომ ყო­ველ­მ­ხ­რივ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ნას­წავ­ლი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­სა­დე­გი მოს­წავ­ლე იქ­ნე­ბო­და“.

მო­ზარ­დი თა­ო­ბის სი­კე­თე, ბედ­ნი­ე­რე­ბა, მი­სი ზნე­ობ­რი­ვი სრულ­ყო­ფა, ეროვ­ნუ­ლი თვით­შეგ­ნე­ბის ამაღ­ლე­ბა იყო იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის ქვა­კუთხე­დი, რა­საც მი­სი ავ­ტო­რის პი­როვ­ნუ­ლი მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა, დი­დი მა­მუ­ლიშ­ვი­ლუ­რი შთა­გო­ნე­ბა ასაზ­რ­დო­ებ­და.

„დე­და ენა“ მდი­და­რია ხალ­ხუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბის ბრწყინ­ვა­ლე ნი­მუ­შე­ბით, რომ­ლე­ბიც დიდ როლს ას­რუ­ლე­ბენ მო­ზარ­დი თა­ო­ბის აღ­ზ­რ­და­ში. მას­ში მო­ცე­მუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მოს­წავ­ლე­თა ზნე­ობ­რივ აღ­ზ­რ­დას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რად­გან იაკობს ღრმად სწამ­და: „პა­ტი­ოს­ნე­ბის, კე­თილ­შო­ბი­ლის გრძნო­ბე­ბის აღ­ზ­რ­და მო­ზარ­დი თა­ო­ბის გულ­ში კი­დევ უფ­რო სა­ჭი­რო და ძვირ­ფა­სია, ვიდ­რე გო­ნე­ბის გამ­დიდ­რე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ცოდ­ნი­თა. ადა­მი­ა­ნის ზნე­ობ­რი­ვი და­ცე­მის მთა­ვარ ნიშ­ნად ი. გო­გე­ბაშ­ვილს მი­აჩ­ნ­და სი­ზარ­მა­ცე, სხვი­სი შრო­მის ხარ­ჯ­ზე ცხოვ­რე­ბა და მუქ­თა­ხო­რო­ბა. ამი­ტომ „დე­და ენა­ში“, მეტ­წი­ლად, ისე­თი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნა, რომ­ლე­ბიც ხელს უწყობს ბავ­შ­ვებ­ში სი­ზარ­მა­ცი­სად­მი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­სა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის აღ­ზ­რ­დას. ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა „დე­და ენა­ში“ (ან­ბა­ნის შემ­დეგ სა­კითხავ წიგ­ნ­ში) შე­ტა­ნი­ლი შემ­დე­გი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი: „ზარ­მა­ცი და ბე­ჯი­თი“, „სწავ­ლა­ზედ ზარ­მა­ცი, ჭა­მა­ზედ მა­მა­ცი“, „თხა და გი­გო“, „ბე­ბე­რი და გო­გო­ე­ბი“, „ჯერ შრო­მა, მერ­მე ხტო­მა“, „მკე­რა­ვი გო­გო­ცუ­ნე­ბის სიმ­ღე­რა“, „სი­ზარ­მა­ცეს მათხოვ­რო­ბა მოს­დევს“ და მრა­ვა­ლი სხვა. ამ უკა­ნას­კ­ნელ­ში დაგ­მო­ბი­ლია პა­ტა­რა სან­დ­როს საქ­ცი­ე­ლი, რო­მელ­საც წიგ­ნი თვა­ლის და­სა­ნა­ხად ეჯავ­რე­ბო­და და „სულ თა­მა­შო­ბა­სა და ეშ­მა­კო­ბა­ში იყო გარ­თუ­ლი“. მოთხ­რო­ბი­დან ბავ­შ­ვე­ბი იგე­ბენ, თუ რო­გორ ჩა­ა­ფიქ­რა ზარ­მა­ცი სან­დ­რო მათხოვ­რის ნა­ამ­ბობ­მა, რო­მე­ლიც სი­ზარ­მა­ცემ, ცელ­ქო­ბამ, სწავ­ლა­ზე გუ­ლის აც­რუ­ე­ბამ, შრო­მის უნარ-ჩვე­ვე­ბის უქონ­ლო­ბამ და­უძ­ლუ­რე­ბამ­დე და მათხოვ­რო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა. მოთხ­რო­ბის და­სას­რულს ვკითხუ­ლობთ: „გლა­ხის სიტყ­ვე­ბი სან­დ­როს გულს ელ­და­სა­ვით ეცა და ეს ელ­და უებარ წამ­ლად გა­უხ­და მის სი­ზარ­მა­ცეს. ამ დღი­დან სან­დ­რო სრუ­ლი­ად სხვა ბავ­შ­ვად გა­და­იქ­ცა. სი­ზარ­მა­ცე, უსაქ­მუ­რო­ბა და ეშ­მა­კო­ბა ჭი­რი­ვით შე­ი­ძუ­ლა, ბე­ჯი­თო­ბა კი სუ­ლი­თა და გუ­ლით შე­იყ­ვა­რა. დღე და ღამ სულ სწავ­ლა­ში იყო გარ­თუ­ლი და ძილ­ში­აც კი გაკ­ვე­თი­ლებს იმე­ო­რებ­და…

სან­დ­რომ ბო­ლოს სწავ­ლა ჩი­ნე­ბუ­ლად და­ამ­თავ­რა და ცხოვ­რე­ბა­ში და­იმ­სა­ხუ­რა მხნე და სა­სარ­გებ­ლო მოღ­ვა­წის სა­ხე­ლი“.

შრო­მის გა­მა­კე­თილ­შო­ბელ, მის უდი­დეს გარ­დამ­ქ­ნელ ძა­ლა­ზეა სა­უ­ბა­რი მოთხ­რო­ბა­ში „ორი სახ­ნი­სი“, რო­მელ­თა­გან ერ­თი სულ მუ­შა­ობს და პრი­ა­ლაა, მე­ო­რე კი (კუთხე­ში მიგ­დე­ბუ­ლი) ლა­მის ჟან­გ­მა შე­ჭა­მოს. ჟან­გი­ა­ნი სახ­ნი­სის კითხ­ვა­ზე – „აგ­რე რამ გა­გამ­შ­ვე­ნი­ე­რაო“, – პრი­ა­ლა პა­სუ­ხობს: „შრო­მა­მაო“.

აქე­დან ბავ­შ­ვე­ბი ას­კ­ვ­ნი­ან, რომ ბე­ჯი­თი შრო­მა ამ­შ­ვე­ნებს, ალა­მა­ზებს და აკე­თილ­შო­ბი­ლებს ადა­მი­ანს.

პა­ტა­რა მოთხ­რო­ბა­ში „ურ­გო ამ­ხა­ნა­გი“ დაგ­მო­ბი­ლია ეგო­იზ­მი, პი­რა­დი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის ბრძო­ლა, „სხვი­სი ჭი­რის“ არად ჩაგ­დე­ბა. მას­ში მხი­ლე­ბუ­ლია პა­ტა­რა კო­ტეს ეგო­ის­ტუ­რი საქ­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც მე­ლა­ნი არ ათხო­ვა ამ­ხა­ნაგს, „შენ­თ­ვის რო­დი მი­ყი­დიაო“, – უთხ­რა და ცი­ვი უარით გა­ის­ტუმ­რა, თვი­თონ კი ამ­ხა­ნა­გის მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ვაშ­ლის ჭა­მა­ზე უარს არ ამ­ბობს, პი­რი­ქით, „მო­ი­ტა, ჩქა­რა მო­მეო!“ გა­ი­ძა­ხის.

ეგო­ის­ტუ­რი, კერ­ძო­მე­სა­კუთ­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბია დაგ­მო­ბი­ლი აგ­რეთ­ვე მოთხ­რო­ბებ­ში „ნა­პოვ­ნი სა­ვარ­ცხე­ლი“ და „ჩხუ­ბი არა­ფერ­ზე“.

პა­ტა­რა მოთხ­რო­ბა­ში „ჩხუბს თავ­ლა­ფი­ა­ნო­ბა მოს­დევს“ გა­კიცხუ­ლია ორი ბი­ჭის საქ­ცი­ე­ლი, რომ­ლე­ბიც გზა­ში ნა­პოვ­ნი დამ­პა­ლი თო­კის მით­ვი­სე­ბის­თ­ვის ჩხუ­ბის დროს წუმ­პე­ში ჩა­ვარ­დ­ნენ. ეს ნა­წარ­მო­ე­ბი ბავ­შ­ვებს შთა­ა­გო­ნებს ერ­თ­მა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მას, თავ­შე­კა­ვე­ბას და არ­წ­მუ­ნებს, რომ „ჩხუბს თავ­ლა­ფი­ა­ნო­ბა მოს­დევს“.

ჩხუ­ბის, კინ­კ­ლა­ო­ბი­სა და ერ­თ­მა­ნე­თის გა­უ­ტან­ლო­ბის წი­ნა­აღ­მ­დე­გაა მი­მარ­თუ­ლი ასე­ვე მოთხ­რო­ბა „მე­ზობ­ლე­ბი“. ერთ-ერ­თ­მა გლეხ­მა კა­რის მე­ზო­ბელს, სი­მინ­დის ნაკ­ვეთ­ში მი­სი ცხე­ნის შე­პარ­ვის გა­მო, ზა­რა­ლი ერ­თი სა­მად გა­და­ახ­დე­ვი­ნა. შემ­დეგ, რო­ცა ამ ეგო­ის­ტი გლე­ხის ხბომ იმა­ვე კა­რის მე­ზო­ბელს ბოს­ტა­ნი გა­უ­ოხ­რა, კე­თილ­მა მე­ზო­ბელ­მა ხბო პატ­რონს მიგ­ვა­რა და უთხ­რა: „აი, შე­ნი ხბო, ჩე­მი ბოს­ტ­ნი­დან მო­გიყ­ვა­ნე, ჩა­ი­ბა­რე, მე­ზობ­ლებს ჩხუ­ბი და ჯიბ­რი არ შეშ­ვე­ნი­თო“. მე­ზო­ბელს, თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლის გა­მო, შერ­ცხ­ვა, ბო­დი­ში მო­უ­ხა­და და უთხ­რა: „ჩი­ნე­ბუ­ლი კა­ცი ყო­ფილ­ხარ, ივა­ნე! მი­ირ­თ­ვი უკან­ვე შე­ნი ცხე­ნის ფუ­ლი და ვიცხოვ­როთ მე­გობ­რუ­ლად, რო­გორც კარგ მე­ზობ­ლებს შეშ­ვე­ნი­თო“. სულ­გ­რ­ძე­ლო­ბის ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი ხელს უწყობს მო­ზარ­დებ­ში მა­ღალ­ზ­ნე­ობ­რი­ვი თვი­სე­ბე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რაც ამ­კობს და ალა­მა­ზებს ადა­მი­ანს.

ჰუ­მა­ნიზ­მი, კაც­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბა, მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ზე ზრუნ­ვაა გად­მო­ცე­მუ­ლი მოთხ­რო­ბა­ში „ბე­რი­კა­ცი და ნამ­ყე­ნი“. მას­ში ავ­ტო­რი გვე­უბ­ნე­ბა, რომ კაც­მა დღე­და­ღამ უნ­და იშ­რო­მოს, სი­კე­თე უნ­და თე­სოს ერი­სა და ქვეყ­ნის­თ­ვის და არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის. ამ ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი, მო­ხუ­ცე­ბუ­ლი კა­ცი ერთ-ერ­თი ბი­ჭის შე­კითხ­ვა­ზე — „ბი­ძია, რას ეწ­ვა­ლე­ბი, შენ ხომ მა­გის ნა­ყოფს ვე­ღარ მო­ეს­წ­რე­ბიო“, პა­სუ­ხობს: „ვი­ცი, ვერ მო­ვეს­წ­რე­ბი, მაგ­რამ სხვე­ბი მო­ეს­წ­რე­ბი­ან, გა­ი­ხა­რე­ბენ, მო­მი­გო­ნე­ბენ და ცხო­ნე­ბას შე­მო­მით­ვ­ლი­ა­ნო, ფუტ­კა­რიც კი მარ­ტო თა­ვის­თ­ვის არ შრო­მობს და ადა­მი­ან­მა რო­გორ არ უნ­და იზ­რუ­ნოს თა­ვი­სი მოყ­ვა­სი­სათ­ვი­სა“.

ამა­ვე მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა „დე­და ენის“ პირ­ველ ნა­წილ­ში შე­ტა­ნი­ლი ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ლექ­სი „ქო­რი და წი­წი­ლა“. რა­ო­დე­ნი ჰუ­მა­ნიზ­მი და ადა­მი­ა­ნუ­რი გრძნო­ბე­ბია ჩაქ­სო­ვი­ლი ამ ლექ­ს­ში. ბავ­შ­ვე­ბის გუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით ივ­სე­ბა კრუ­ხის ქვი­თინ­ზე, ქათ­მე­ბის მთე­ლი მოდ­გ­მის გლო­ვა­სა და ზარ­ზე.

ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლი სა­გან­გე­ბოდ არ­ჩევ­და მე­გობ­რო­ბის, კაც­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბის გრძნო­ბის აღ­მ­ძ­ვ­რელ მოთხ­რო­ბებს, ლექ­სებს, ზღაპ­რებს, ან­და­ზებ­სა და გა­მო­ცა­ნებს. ერთ-ერ­თი ასე­თი მოთხ­რო­ბაა „კე­თი­ლი გუ­ლი“, რომ­ლის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბია პა­ტა­რა ბი­ჭე­ბი კო­ტე და სან­დ­რო. კო­ტე მდი­და­რი თა­ვა­დის შვი­ლია – სან­დ­რო კი ღა­რი­ბი გლე­ხი­სა. რო­ცა კო­ტეს სა­დილ­ზე ეძა­ხი­ან, სან­დ­რო მას სთხოვს, მა­ლე დაბ­რუნ­დეს, რა­თა თა­მა­ში გა­ნაგ­რ­ძონ, თვი­თონ კი საჭ­მ­ლის საჭ­მე­ლად არ მი­დის, რად­გან შინ არა­ფე­რი ეგუ­ლე­ბა. კო­ტემ ეს მე­გობ­რის­გან გა­ი­გო და სა­თა­ნა­დო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაც მი­ი­ღო. „კო­ტე სახ­ლ­ში რომ შე­ვი­და, – წერს ავ­ტო­რი, – მა­მას ყელ­ზედ მო­ეხ­ვია და მოს­თხო­ვა ფუ­ლი, რომ­ლი­თაც მის­თ­ვის სა­აღ­დ­გო­მოდ ტა­ნი­სა­მო­სი უნ­და ეყი­დათ. მა­მას გა­უკ­ვირ­და, რო­ცა გა­ი­გო რის­თ­ვი­საც სჭირ­დე­ბო­და კო­ტეს ფუ­ლი და სი­ხა­რუ­ლით აღუს­რუ­ლა სურ­ვი­ლი. კო­ტემ ფუ­ლი თა­ვის ტოლ სან­დ­როს მი­ურ­ბე­ნი­ნა“ და თა­ვი­სი კე­თი­ლი საქ­ცი­ე­ლით გა­ა­ხა­რა იგი.

უან­გა­რო დე­დაშ­ვი­ლურ სიყ­ვა­რულ­ზეა აგე­ბუ­ლი პა­ტა­რა მოთხ­რო­ბა „ვა­ნო და ფრინ­ვე­ლე­ბი“, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვებ­ში მშობ­ლე­ბი­სად­მი მო­წი­წე­ბის გრძნო­ბას, დე­დი­სად­მი ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და მი­სი ამა­გის და­ფა­სე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბას იწ­ვევს. ანა­ლო­გი­უ­რი ში­ნა­არ­სის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი შე­ე­სატყ­ვი­სე­ბა უმ­ც­როს­კ­ლა­სელ­თა სუ­ლი­ერ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ და ფი­ზი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას. ამი­ტომ ბავ­შ­ვე­ბი ასეთ ნა­წარ­მო­ე­ბებს დი­დი ხა­ლი­სით, გა­ტა­ცე­ბით სწავ­ლო­ბენ და ჭეშ­მა­რიტ ადა­მი­ა­ნე­ბად ყა­ლიბ­დე­ბი­ან.

სი­ხარ­ბე, მარ­ტო სა­კუ­თა­რი მუც­ლის­თ­ვის ზრუნ­ვაა გა­მო­ხა­ტუ­ლი მოთხ­რო­ბებ­ში: „ქო­რი და იხ­ვი“, „ბოროტისთვის სი­კე­თე“, „გუ­გუ­ლი“ და სხვა. ამ უკა­ნას­კ­ნელს, აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გარ­და, შე­მეც­ნე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც გა­აჩ­ნია. მას­ში ბავ­შ­ვე­ბი პირ­ვე­ლად იგე­ბენ, რომ გუ­გუ­ლი კვერ­ცხებს სხვა ფრინ­ვე­ლე­ბის ბუ­დე­ში დებს, „თვი­თონ კი ზარ­მა­ცუ­ლად სცხოვ­რო­ბენ, დაფ­რი­ნა­ვენ ტყე­ში და, დე­დობ­რივ სიყ­ვა­რულს მოკ­ლე­ბულ­ნი, მარ­ტო თა­ვი­სი მუც­ლის­თ­ვის ზრუ­ნა­ვენ“.

„მო­სა­მარ­თ­ლის ლექ­ს­ში“ და პა­ტა­რა მოთხ­რო­ბა­ში „მარ­გა­ლი­ტი“ დაგ­მო­ბი­ლია ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მან­კი­ე­რი თვი­სე­ბე­ბი – მექ­რ­თა­მე­ო­ბა, გა­მო­ძალ­ვა, მომ­ხ­ვე­ჭე­ლო­ბა, რა­მაც უკა­ნას­კ­ნელ ხანს ფარ­თოდ მო­ი­კი­და ფე­ხი ჩვენ­ში. ასე­თი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი უღ­ვი­ვე­ბენ ბავ­შ­ვებს მექ­რ­თა­მე­ო­ბი­სად­მი სი­ძულ­ვილ­სა და უვი­თა­რე­ბენ მო­რა­ლუ­რი სიწ­მინ­დი­სა და სის­პე­ტა­კის გრძნო­ბას.

ასე­ვე გა­მათ­რა­ხე­ბუ­ლია „დე­და ენა­ში“ ქურ­დო­ბა, სხვი­სი ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბა. ამ მხრივ, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია პა­ტა­რა მოთხ­რო­ბა „სირ­ცხ­ვი­ლის აშო­რე­ბა“. მი­სი დე­და­აზ­რი ასე­თია: ში­ნის­კენ მი­მა­ვალ­მა სან­დ­რომ, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ში­ო­და, მე­ზობ­ლის ბაღ­ში შე­ნიშ­ნა „წით­ლად და­ხუნ­ძუ­ლი ვაშ­ლი“. ვე­ღარ მო­ით­მი­ნა, სულ­მა წას­ძ­ლია და ოთხი ვაშ­ლი მოწყ­ვი­ტა. მი­ირ­თ­მევ­და ვაშლს სან­დ­რო, მაგ­რამ იგი შხა­მად ეჩ­ვე­ნე­ბო­და. „ეგ ხომ ქურ­დო­ბა ჩა­ი­დი­ნეო“, – ჩას­ძა­ხო­და ში­ნა­გა­ნი, იდუ­მა­ლი ხმა გზად მი­მა­ვალ ბიჭს. ბავ­შ­ვ­მა არ იცო­და, რა ექ­ნა. ბო­ლოს სა­ხე გა­უბ­რ­წყინ­და, ვაშ­ლის პატ­რონ­თან მი­ირ­ბი­ნა და ყვე­ლა­ფე­რი უამ­ბო. „შე­გარ­გოს ღმერ­თ­მა! – უთხ­რა კე­თილ­მა დი­ა­სახ­ლის­მა“ და სინ­დის­დამ­შ­ვი­დე­ბულ­მა, გა­ხა­რე­ბულ­მა სან­დ­რომ ში­ნის­კენ მო­კურ­ცხ­ლა.

ეს ნა­წარ­მო­ე­ბი ბავ­შ­ვებს აჩ­ვევს პა­ტი­ოს­ნე­ბას, გულ­წ­რ­ფე­ლო­ბას, ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის მო­ნა­ნი­ე­ბას და გუ­ლახ­დი­ლად აღი­ა­რე­ბას.

„დე­და ენა­ში“ შე­ტა­ნი­ლია არა­ერ­თი ლექ­სი, მოთხ­რო­ბა, ან­და­ზა და ზღა­პა­რი, რომ­ლე­ბიც ლო­თო­ბის, ღრე­ო­ბი­სა და თა­ვაწყ­ვე­ტი­ლი დროს­ტა­რე­ბის წი­ნა­აღ­მ­დე­გაა მი­მარ­თუ­ლი. ასე, მა­გა­ლი­თად, ლექ­ს­ში „ღვი­ნო“ ლა­პა­რა­კია მის „უცეცხ­ლოდ წა­მო­დუ­ღე­ბის“ თვი­სე­ბა­ზე, რო­მე­ლიც „რეგ­ვენ­თან წა­მოჩ­ქარ­დე­ბის“.

იგი­ვე აზ­რია გა­ტა­რე­ბუ­ლი „დე­და ენის“ მე­ო­რე ნა­წილ­ში შე­ტა­ნილ ლექ­ს­ში „პუ­რი“, სა­დაც ყუ­რადღე­ბაა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი ამ უკა­ნას­კ­ნე­ლის და­დე­ბით თვი­სე­ბებ­ზე და ღვი­ნის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზე, რომ­ლის­გა­ნაც გვი­ნა­ხავს კა­ცი „…შერ­ცხ­ვე­ნილ თავ-ლაფ­დას­ხ­მუ­ლი, წუნ­წუხ­ში ამოთხუპ­ნუ­ლი, კლდე­ზე­და გა­და­ვარ­დ­ნი­ლი“.

ამ­რი­გად, ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ე­რუ­ლი პე­და­გო­გი­კის კლა­სი­კო­სი ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლი „დე­და ენის“ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით ბავ­შ­ვებს ისეთ მა­სა­ლას აწ­ვ­დი­და, რო­მე­ლიც ნორ­ჩ­თა გულ­სა და გო­ნე­ბა­ზე, მათ სულ­სა და ზნე­ობ­რივ სა­ხე­ზე წა­რუშ­ლელ კვალს სტო­ვებ­და. „დე­და ენის“ ესო­დენ ძლი­ე­რი გავ­ლე­ნა, მი­სი ნა­თე­ლი კვა­ლი სა­უ­კუ­ნე-ნა­ხევ­რ­ზე მეტ­ხანს შე­მოგ­ვ­რ­ჩა და კვლა­ვაც დარ­ჩე­ბა ყო­ვე­ლი ჭეშ­მა­რი­ტი ქარ­თ­ვე­ლის გულ­ში.

გა­ივ­ლის კი­დევ ასე­უ­ლი წლე­ბი, თა­ო­ბე­ბი შეც­ვ­ლი­ან თა­ო­ბებს, მაგ­რამ ქარ­თ­ვე­ლი კა­ცის მეხ­სი­ე­რე­ბი­დან არა­სო­დეს ამო­იშ­ლე­ბა იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი. იაკო­ბი და მი­სი მა­რად უკ­ვ­და­ვი „დე­და ენა“ იცოცხ­ლე­ბენ მა­ნამ, სა­ნამ ცოცხ­ლობს ქარ­თ­ვე­ლი ერი და ჩვე­ნი მშობ­ლი­უ­რი ქარ­თუ­ლი ენა.

დი­ახ, ეს ასეა: „რაც ერ­თხელ ცხოვ­ლად სულს და­აჩ­ნ­დე­ბის, საშ­ვი­ლიშ­ვი­ლოდ გა­და­ე­ცე­მის“.

ამ­რი­გად, ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქ­მუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იაკობ გო­გე­ბაშ­ვილ­მა, თა­ვი­სი კალ­მი­თა და პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბით, ღირ­სე­უ­ლად მო­ი­ხა­და ვა­ლი მშო­ბე­ლი ერი­სა და ქვეყ­ნი­ს წი­ნა­შე. მი­სი ნა­ა­მა­გა­რის შეგ­ნე­ბუ­ლად შეს­წავ­ლა და გა­აზ­რე­ბა მო­ზარ­დი თა­ო­ბის ჭეშ­მა­რიტ მა­მუ­ლიშ­ვი­ლე­ბად აღ­ზ­რ­დის სა­წინ­და­რია.

ნო­დარ ბა­სი­ლა­ძე
პე­და­გო­გი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი,
სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება