5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

და მა­ინც ვინ არის მას­წავ­ლე­ბე­ლი?

spot_img

მაია თურქიაშვილი

სსიპ თბილისის №24 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

„მოს­წავ­ლე არ არის ჭურ­ჭე­ლი, რო­მე­ლიც უნ­და აავ­სო, ის ჩი­რაღ­და­ნია, რო­მე­ლიც უნ­და აან­თო.“ /პლუ­ტარ­ქე/

მას­წავ­ლე­ბე­ლი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სწავ­ლობს, ას­წავ­ლის, ზრუ­ნავს, ზრდის, ავი­თა­რებს, ეხ­მა­რე­ბა მას, ვი­საც ცხოვ­რე­ბის საწყის ეტაპ­ზე ეს ყო­ვე­ლი­ვე გან­სა­კუთ­რე­ბით სჭირ­დე­ბა. რა რო­ლი აქვს მას მოს­წავ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში? რა კვა­ლის და­ტო­ვე­ბა შე­უძ­ლია მას, და რი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა? ეს არის მრა­ვალ­წახ­ნა­გო­ვა­ნი პრო­ფე­სია, რად­გან მას­წავ­ლე­ბე­ლი მრა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ურ­თი­ერ­თობს საქ­მი­ა­ნო­ბის ობი­ექ­ტ­თან, აღ­საზ­რ­დელ­თან. მას მყა­რი ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი კავ­ში­რი აქვს მოს­წავ­ლეს­თან და ეს ემო­ცი­უ­რი მი­ზი­დუ­ლო­ბა სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე მიჰ­ყ­ვე­ბა. ამი­ტო­მაა, რომ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი ხში­რად სტუმ­რო­ბენ თა­ვი­ან­თი სკო­ლის პე­და­გო­გებს, თით­ქოს კვლავ მო­ე­ლი­ან მათ­გან ჩვე­ულ სიყ­ვა­რულს, სით­ბოს და გან­სა­კუთ­რე­ბულ მზრუნ­ვე­ლო­ბას, და ცხა­დია, იღე­ბენ კი­დეც.

ხში­რად გსმე­ნი­ათ ალ­ბათ, მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია მოს­წავ­ლის ცხოვ­რე­ბის შეც­ვ­ლა, და ეს ასეც არის. მის თი­თო­ე­ულ სიტყ­ვას წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია მოს­წავ­ლის გან­წყო­ბა­ზე, მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე, ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა­ზეც კი. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია შევ­ც­ვა­ლოთ მა­თი ცხოვ­რე­ბა, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, უფ­რო მე­ტიც, ჩვენ პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი ვართ მათ უკე­თეს მო­მა­ვალ­ზე. გა­ნუ­ზო­მე­ლია მას­წავ­ლებ­ლის წვლი­ლი ამ საქ­მე­ში. ჩვენ მათ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­შიც კი ვეხ­მა­რე­ბით. ხში­რად უთ­ქ­ვამთ ალ­ბათ თქვენ­თ­ვის – „მას, თქვენ შე­მაყ­ვა­რეთ მე თქვე­ნი სა­გა­ნი“. ალ­ბათ, ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლებ­ლის და­დე­ბი­თი რო­ლი იმ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო და მოს­წავ­ლემ იმ­დე­ნად ღრმად შე­ის­წავ­ლა სა­გა­ნი, რომ პრო­ფე­სი­ის შერ­ჩე­ვა­შიც კი მი­ბა­ძა მას­წავ­ლე­ბელს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მოს­წავ­ლე­ზე ზრუნ­ვით ჩვენ ვზრუ­ნავთ სა­კუ­თარ თავ­ზეც. უცხო არ იქ­ნე­ბა თუ ვიტყ­ვით, რომ ნე­ბის­მი­ე­რი მო­ზარ­დი, მი­სი მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბა პირ­და­პირ კავ­შირ­შია ჩვენს უზ­რუნ­ველ ხან­დაზ­მუ­ლო­ბას­თან, რად­გან მო­მა­ვალ­ში სწო­რედ ისი­ნი არი­ან პა­სუ­ხის­მ­გე­ბელ­ნი ჩვენს კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. ამი­ტო­მაც არის, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ქვა­კუთხე­დი სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბა გახ­ლავთ. მო­წი­ნა­ვეა ქვე­ყა­ნა თუ თა­ვის ფუნ­და­მენ­ტურ მი­სი­ად და მიღ­წე­ვად გა­ნათ­ლე­ბულ მო­მა­ვალ თა­ო­ბას მი­იჩ­ნევს. დღეს გაღ­ვი­ვე­ბუ­ლი სი­კე­თის მარ­ც­ვა­ლი აუცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ღებს სა­სურ­ველ ნა­ყოფს მო­მა­ვალ­ში.

და მა­ინც, რო­გო­რი უნ­და იყოს მას­წავ­ლე­ბე­ლი?

🔎 თა­ვი­სუ­ფა­ლი

მა­სწავ­ლე­ბელს უნ­და ჰქონ­დეს თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბა, რა­თა მო­ა­ხერ­ხოს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა მოს­წავ­ლის სა­კე­თილ­დღე­ოდ. იგი, სა­კუ­თა­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­როვ­ნე­ბით, მოს­წავ­ლეს მა­გა­ლითს უნ­და აძ­ლევ­დეს. მი­სი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­დან და ფუნ­ქ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უნ­და ახერ­ხებ­დეს სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭირ­ბო­რო­ტო, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბის შე­სა­ხებ თა­ვი­სუ­ფალ მსჯე­ლო­ბას, პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვას, კრი­ტი­კუ­ლად შე­ფა­სე­ბას, სა­სარ­გებ­ლო და სა­ჭი­რო ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბას. ამით ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი მოს­წავ­ლე­ებ­ში უნ­და ნერ­გავ­დეს და ხელს უწყობ­დეს კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

🔎 შე­მოქ­მე­დე­ბი­თი

შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა ერთ-ერ­თი იმ თვი­სე­ბა­თა­გა­ნია, რი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი. მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი უნ­და იძ­ლე­ო­დეს თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის, წინ­ს­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ჩვენ ვერ მო­ვა­ხერ­ხებთ ჩვე­ნი სათ­ქ­მე­ლი მი­ვი­ტა­ნოთ თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლემ­დე თუ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში არ გა­მო­ვი­ყე­ნებთ სწავ­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე მრა­ვალ­ფე­რო­ვან სტრა­ტე­გი­ებს, რე­სურ­სებს. ამი­ტომ, სწო­რედ მას­წავ­ლებ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი და სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­ე­ბით ჩვენ ვა­ხერ­ხებთ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას, მის უკეთ ჩარ­თ­ვას სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფა კი ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბაა წარ­მა­ტე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე.

🔎 შე­უ­პო­ვა­რი

შე­უ­პოვ­რო­ბა არა მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლის, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნის გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­ჭი­რო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბაა. რა­რიგ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, ვინც თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სით, აზ­როვ­ნე­ბით, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით და უნა­რე­ბით მა­გა­ლითს უნ­და იძ­ლე­ო­დეს მოს­წავ­ლის­თ­ვის. ალ­ბათ ხში­რად გვყო­ლია მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც რი­გი ობი­ექ­ტუ­რი თუ სუ­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გა­მო დე­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია. მას­წავ­ლებ­ლის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მოს­წავ­ლის სა­სი­ცოცხ­ლო ძა­ლე­ბის, ში­ნა­გა­ნი მუხ­ტის გა­აქ­ტი­უ­რე­ბაა, მის­თ­ვის სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ცე­მაა. მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და შე­ე­ცა­დოს, არა­ერ­თი ძა­ლის­ხ­მე­ვა გა­მო­ი­ყე­ნოს, რომ პა­სი­უ­რი მსმე­ნე­ლი აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლედ აქ­ცი­ოს, შეძ­ლოს გა­უღ­ვი­ვოს ინ­ტე­რე­სი სწავ­ლი­სა თუ, ზო­გა­დად, სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის მი­მართ. ეს არც თუ ისე იოლი მი­სიაა. სწო­რედ, შე­უ­პო­ვა­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ახერ­ხებს ამ ურ­თუ­ლე­სი ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბას.

🔎 ინო­ვა­ტო­რი

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის პე­რი­ოდ­ში, უაღ­რე­სად სა­ჭი­რო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ვის ყო­ველ­დღი­ურ სას­კო­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ნერ­გავ­დეს და ხელს უწყობ­დეს სხვა­დას­ხ­ვა ინო­ვა­ცი­ურ მიდ­გო­მებს. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მხო­ლოდ ცარ­ცის, და­ფის და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გა­მო­ყე­ნე­ბით შეძ­ლოს მას­წავ­ლე­ბელ­მა 21-ე სა­უ­კუ­ნის მო­ზარ­დის ჩარ­თ­ვა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. ინო­ვა­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ქვა­კუთხე­დია ჩვე­ნი დრო­ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის. ინო­ვა­ტორ მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სა­სარ­გებ­ლო ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტად აქ­ცი­ოს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში და შე­სა­ბა­მი­სად, სას­კო­ლო გა­რე­მო მოს­წავ­ლის­თ­ვის უფ­რო სა­სურ­ვე­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი გა­ხა­დოს.

🔎 დე­მოკ­რა­ტი

ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა­ფერ­ში, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. რას ეფუძ­ნე­ბა სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი? რა წი­ნა­პი­რო­ბა უნ­და შევ­ქ­მ­ნათ იმი­სათ­ვის, რომ სა­სურ­ველ შე­დე­გამ­დე მი­ვი­დეთ? სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი პირ­და­პირ­პ­რო­პორ­ცი­უ­ლია სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბი­სა. მოს­წავ­ლე მა­შინ არის მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი თუ ჩვენ მას არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მივ­ცემთ, თუ შევ­ქ­მ­ნით ისეთ გა­რე­მოს, სა­დაც შე­ეძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი, თუნ­დაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბის გა­მოთ­ქ­მა, სა­დაც შეძ­ლებს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, სხვებ­თან ერ­თად პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გა­ზი­ა­რე­ბას და სა­კუ­თა­რი და სხვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის თუ უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას, სა­დაც იგი შეძ­ლებს ჰქონ­დეს სა­კუ­თა­რი ხმა. სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მიდ­გო­მე­ბი უპი­რო­ბოდ შობს თა­ვი­სუ­ფალ ადა­მი­ანს, რაც არის კი­დეც თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა.

🔎 გულ­წ­რ­ფე­ლი

გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა და უშუ­ა­ლო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის მყა­რი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­წინ­და­რია. წარ­მა­ტე­ბუ­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბით, გულ­წ­რ­ფე­ლი ემო­ცი­ე­ბი­თა და გრძნო­ბე­ბით იწყე­ბა. მო­ზარ­დი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მგრძნო­ბი­ა­რეა სულ მცი­რე სი­ყალ­ბის მი­მარ­თაც კი. მის დაკ­ვირ­ვე­ბულ თვალს და მახ­ვილ ყურს არ გა­მორ­ჩე­ბა ჩვენ­თ­ვის თით­ქოს­და, ერ­თი შე­ხედ­ვით, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო წვრილ­მა­ნი. ისი­ნი ად­ვი­ლად არ­ჩე­ვენ რო­დის არის მას­წავ­ლე­ბე­ლი გულ­წ­რ­ფე­ლი და რო­დის — არა. მას­წავ­ლებ­ლის ქა­თი­ნა­უ­რიც კი შე­იძ­ლე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლი იყოს თუ იგ­რ­ძ­ნეს, რომ ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი არ არის გულ­წ­რ­ფე­ლი. ამი­ტომ არის, რომ ყვე­ლა­ზე უფ­რო მე­ტი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც თა­ვი­ანთ მოს­წავ­ლე­ებ­თან წრფე­ლი, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ.

🔎 შრო­მის­მოყ­ვა­რე

ბევრ სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თვი­სე­ბებ­თან ერ­თად, მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და იყოს შრო­მის­მოყ­ვა­რე. მას უნ­და შე­ეძ­ლოს თა­ვი­სი თუნ­დაც ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნის ხა­რის­ხი­ა­ნად შეს­რუ­ლე­ბა. თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მით, საქ­მი­სად­მი ერ­თ­გუ­ლე­ბით, იგი მა­გა­ლითს უნ­და აძ­ლევ­დეს მო­მა­ვალ თა­ო­ბას. მხო­ლოდ ბე­ჯი­თი შრო­მი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი მი­აღ­წიო პრო­ფე­სი­ულ სრულ­ყო­ფი­ლე­ბას. გარ­და ამი­სა, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა ადა­მი­ან­ში ისეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პი­როვ­ნულ თვი­სე­ბებს აყა­ლი­ბებს, რო­გო­რი­ცაა: შე­უ­პოვ­რო­ბა, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა, მტკი­ცე ნე­ბის­ყო­ფა და სხვა. ცალ­სა­ხად შე­იძ­ლე­ბა იმის მტკი­ცე­ბა, რომ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა აკე­თილ­შო­ბი­ლებს ადა­მი­ანს, ას­წავ­ლის სხვი­სი შრო­მის და­ფა­სე­ბა­სა და აღი­ა­რე­ბას, უვი­თა­რებს თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის, თა­ნა­გან­ც­დის უნარს, სხვი­სი მიღ­წე­ვე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას.

და­უს­რუ­ლებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ვი­სა­უბ­როთ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე, იმ თვი­სე­ბებ­ზე, რაც 21-ე სა­უ­კუ­ნის მას­წავ­ლე­ბელს უნ­და ჰქონ­დეს, რომ ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა შეძ­ლოს ქვე­ყა­ნას ღირ­სე­უ­ლი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა აღუ­ზარ­დოს. მას­წავ­ლე­ბე­ლი სარ­კეა თა­ვი­სი აღ­საზ­რ­დე­ლის­თ­ვის, იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია, რი­თაც ადა­მი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ნდო­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის მო­ი­პო­ვებს.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები