26 ივლისს, „რადიო ქალაქში“, საქართველოს რობოტიკის ასოციაციის (GRA) ორგანიზებით, „Tbilisi Digital Fest“-ის ფარგლებში, გაიმართა ერთდღიანი ტექნოლოგიური ფესტივალი Robo Battle 2025, რომლის მხარდამჭერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. Robo Battle ინოვაციური პლატფორმაა ინჟინრებისთვის, დიზაინერებისთვისა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, წლის ყველაზე ტექნოლოგიური მოვლენაა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი პროგრამა, შოუ და ინტერაქტიული სივრცე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოპულარიზაციისთვის. მონაწილეებს შეეძლოთ სხვადასხვა ტექნოლოგიურ შეჯიბრებასა და გასართობ ღონისძიებაში ჩართვა. ფესტივალის სტუმრები ილიაუნის სტენდზე გაეცნენ საინტერესო პროგრამას. დამსწრეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიულ ღონისძიებებში და უშუალოდ გამოსცადეს ტექნოლოგიური ინოვაციები.
ფესტივალის პროგრამა:
- საბრძოლო რობოტების ჩემპიონატი სამ წონით კატეგორიაში;
- ავტონომიური SUMO რობოტების შეჯიბრება;
- დრონების საგამოფენო და საფრენი სივრცე;
- RC Car შეჯიბრება;
- ტექნოლოგიური კომპანიებისა და სპონსორების საინფორმაციო სტენდები;
- კვებისა და გასართობი ზონა მუსიკით, თამაშებითა და სოციალური აქტივობებით.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო ღონისძიებაზე უფასოდ დასწრება, ინტერაქციულ აქტივობებში ჩართვა, საბოლოოდ კი ღონისძიების მთავარი სანახაობის – რობოტების ბრძოლისა და SUMO რობოტების შეჯიბრის ხილვა.
ღონისძიების პარტნიორები:
⇒ ღონისძიების მთავარი მხარდამჭერია Wasteless • ვეისთლესი
ღონისძიების ოფიციალური პარტნიორები არიან:
⇒ Coca-Cola Bottlers Georgia
⇒ District 4 • Copter Tech DJI • IT Academy Step Georgia • Edison Tech solutions • Innotec • Smart Academy • Into Store • Saba industrial • Smart Digital • Tbilisi Digital School
Community მხარდამჭერები: CG Georgia / Terminal
მედიაპარტნიორები: Marketer /NEXT.On.ge/ Forbes Georgia/ Entrepreneur Georgia