მარიტა ჩერქეზიშვილი
სსიპ-სოლომონ დოდაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროს საჯარო სკოლის IX კლასის დამრიგებელი
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში; დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
⇑⇓ მუშაობის მიზანი
ჯანსაღი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა, სასწავლო პროცესის და მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მართვა, მოსწავლეთა აკადემიური პროცესის მონიტორინგი, მშობელთათვის მოსწავლთა აკადემიური მოსწრების შედეგების გაცნობა როგორც პერიოდულად, ასევე ყოველი სემესტრის ბოლოს.
⇑⇓ მუშაობის პრინციპები:
♦ მოსწავლეებში სუსტი და ძლიერი მხარეების აღმოჩენა;
♦ ასუხისმგებლობისა და ვალდებულებების განვითარება;
ჩართულობა საკლასო ცხოვრებაში (ღონისძიებების, ლაშქრობების, ექსკურსიების მოწყობა);
♦ მოსწავლეებთან თანამშრომლობითი ურთიერთობის დამყარება;
♦ მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;
სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა (კონკურსები, ოლიმპიადები, კონცერტები, ზეიმები).
⇑⇓ სამოტივაციო წერილი
მოტივაცია გულისხმობს მასწავლებლის სტიმულს/მისი საჭიროებებიდან, პიროვნებებიდან გამომდინარე/ იმუშაოს სკოლის მიზნებისა და საკუთარი მიზნების მისაღწევად. ამრიგად, შევეცადე შემექმნა ისეთი საკლასო გარემო, სადაც უპირველესად მოსწავლის ძირითადი მოთხოვნილებები იქნებოდა დაკმაყოფილებული. მოსწავლისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ გარემოში იმყოფება იგი, ამიტომ უმთავრეს ამოცანად დავისახე კლასში კარგი, მშვიდი, მოხერხებული სასწავლო გარემოს ჩამოყალიბება, სადაც მოსწავლე იგრძნობდა მასწავლებლისა და ამხანაგების მხარდაჭერას.
როგორც ახალგაზრდა დამრიგებელს, რთული მისია მხვდა წილად. საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან ურთიერთობა მეტად ფაქიზი და ამავდროულად საპასუხისმგებლოა. „თინეიჯერების“ დამრიგებლობა და მათ დიდ ოჯახში გაერთიანება დიდ გამოწვევას წარმოადგენდა ჩემთვის. სადამრიგებლო პროგრამის შექმნის პროცესში გავითვალისწინე შემდეგი საკავნძო საკითხები, რომელზე დაყრდნობითაც ავაგე მთელი წლის მუშაობის პრინციპები.
♦ თანამშრომლობითი საქმიანობა მაშინაა წარმატებული, თუ ადამიანს გააჩნია სოციუმში ქცევის უნარი, ამიტომ შევეცადე კლასში შემექმნა თანამშრომლობითი ატმოსფერო და მეზრუნა მათში სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, ასევე ხელი შემეწყო თითოეული მოსწავლის სასწავლო პროცესში ინტეგრაციისთვის.
♦ ევეცადე ჩემი, როგორც დამრიგებლის საამღზრდელო მუშაობა მიმართული ყოფილიყო პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ. ჩემი სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა.
♦ ყველა ბავშვი უნიკალურია, ისინი დაჯილდოვებულნი არიან განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით, ვცდილობდი მათი გამოვლენისათვის შემექნა სათანადო პირობები და ხელი შემეწყო მათი შინაგანი ძალების აქტივაციისთვის.
მე-9 კლასის დამრიგებლად მუშაობა დავიწყე 2024 წლის 16 სექტემბრიდან. მაქსიმალურად ვფლობდი ინფორმაციას თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, დისციპლინის შესახებ. შევქმენი თითოეული მოსწავლის ფსიქოლოგიური პორტრეტი, მათი უკეთ გაცნობის მიზნით. შევადგინე კითხვარები მოსწავლეებისთვის სწავლის დაწყების პირველივე დღეს, რათა გამერკვია, რომელი აქტივობის თუ ღონისძიების განხორციელება სურდათ ახალ სასწავლო წელს, რომლის ანალიზის საფუძველზეც წავრმართე ჩემი შემდგომი მუშაობა.
შეთავაზებული აქტივოებების გარდა, ანონიმური წერილების საშუალებით ვთხოვე დაეწერათ სურვილები და მოლოდინები, რას ელოდნენ ახალი დამრიგებლისგან. მოსწავლეებს ასევე გავაცანი ჩემი სადამრიგებლო პროგრამა, რომელშიც უდიდესი ყურადღება ექცეოდა სადამრიგებლო საათის მნიშვნელობას. მოგეხსენებათ, სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების სოციალურ და პიროვნულ განვითარებას, აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს, რაც წარმოადგენს მოსწავლეებსა და მასწავლებელ-დამრიგებელს შორის პოზიტიური ურთიერთობების საფუძველს.
⇑⇓ სადამრიგებლო საათის ფარგლებში განვიხილეთ შემდეგი თემები:
√ მომავალი პროფესია;
√ ოცნების სკოლა;
√ ჩაცმის სტილი, ჩვენი იმიჯი;
√ სიყვარული;
√ „რას ველი ცხოვრებისგან?“
√ რა არის გენდერული როლები?
აღნიშნულ საკითხებზე გავმართეთ დისკუსიები. ბავშვებს შეეძლოთ დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრება და მოესმინათ თანატოლების აზრები განსახილველ თემასთან დაკავშრებით. სადამრიგებლო საათების ჩატარება წარიმართა ჩემ მიერ წინასწარ მომზადებული Power Point-ის პრეზენტაციების დახმარებით.
მომავალი პროფესიის შესახებ, პირველ სემესტრშიც გავმართეთ დისკუსია სადამრიგებლო საათის ფარგლებში, თუმცა მოსწავლეების სურვილის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ დავუთმეთ დრო აღნიშნულ თემატიკას და ბავშვებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს საკუთარი გეგმები, მოუსმინეს თანატოლების აზრებს და გაითვალისწინეს ერთმანეთის გამოცდილება.
მეცხრე კლასელებისთვის მეტად აქტუალური აღმოჩნდა კლასის საათის თემა: „ოცნების სკოლა“. ბავშვებს საშუალება მივეცი დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრებები, შეხედულებები, რომელთა გაერთიანებით შეიმუშავეს და ჩამოაყალიბეს სკოლის კონცეფცია. შევქმენით „საკლასო კონსტიტუცია“’ (იხ. დანართი №1) , რომელიც ხელმოწერით დაადასტურა კლასის თითოეულმა მოსწავლემ.
სადამრიგებლო პროგრამაში გაწერილი თემების გარდა, ჩავატარე კიდევ ერთი კლასის საათი თემაზე: „მშობლების მიერ მობილური აპლიკაციის მეშვეობით შვილის ადგილსამყოფელის დადგენა გამართლებულია!“ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისთვის შემთხვევითობის პრინციპით გადავანაწილე მოსწავლეები ორ-არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების ჯგუფებში. მივეცი გარკვეული დრო გაემყარებინათ ან გაეკრიტიკებინათ საკითხი, რომლის შემდეგაც გავმართეთ მათი ნამუშევრების პრეზენტაცია. პრეზენტატორების გამოსვლამ მოლოდინს გადააჭარბა. კლასის საათი გამოვიდა მეტად მრავალფეროვანი, საინტერესო და შემეცნებითი.
ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ბავშვებში შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბება და თვალსაწიერის გაფართოება. რომელსაც ხელს უწყობს გასვლითი კლასგარეშე ღონისძიებები-ექსკურსიები. ჩემი მიზანი იყო, ექსკურსიები დატვირთული ყოფილიყო არა მხოლოდ, სანახაობრივი ღირსშესანიშნაობებით, არამედ ჩემ მიერ შეთავაზებული აქტივობებით, რომელიც ითვალისწინებდა მშობელთა აქტიურ ჩართულობასაც. მოსწავლეებმა უკვე იცოდნენ, რომ ერთ აქტივობას მოჰყვებოდა მეორე, უკეთესი, სახალისო და სიურპრიზებით აღსავსე. თითოეულ აქტივობას ვთავაზობდი მთელი დღის მანძილზე, გარკვეული დროის ინტერვალით. თავდაპირველად, მოსწავლეებს უნდა დაესრულებინათ ჩემ მიერ დაწყებული ფრაზები. მოსწავლეთა ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონდა აქტივობაში – „ერთხელ ყაზბეგში“, რომელშიც ბავშვებს თითო წინადადებით უნდა გაეგრძელებინათ ერთი მოსწავლის მიერ დაწყებული ისტორია, საბოლოო ჯამში, მეტად საინტერესო და სახალისო ისტორია გამოვიდა. გარდა ასეთი აქტივობებისა, ბავშვებმა და მშობლებმა მონაწილეობა მიიღეს ჩემ მიერ მოწყობილ კონკურსებში გამოვლენილ გამარჯვებულებს გადავეცი წინასწარ მომზადებული საჩუქრები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მშობლებისთვის შეთავაზებულ კონკურსში ეგრეთწოდებული ჟიურის წევრები იყვნენ მოსწავლეები და სწორედ მათ გამოავლინეს საუკეთესო „ავტორი-მშობელი“ სასკოლო კურიოზული ისტორიის მოსმენის შემდეგ.
მთელი წლის მანძილზე ვცდილობდი აღმომეჩინა მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარები, მათი მიდრეკილებები და ინტერესები. თითოეული ჩემი აქტივობა თუ ღონისძიება მიმართული და მორგებული იყო მოსწავლეების შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, ჩავატარე საახალწლო საკლასო მუსიკალურ-იუმორისტულ-საგანმანათლებლო კონკურსი „მე-9 კლასის მელომანი“.
ჩემი ერთწლიანი წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობა ემყარება მშობელთა აქტიურ ჩართულობას, ჩვენ შორის არსებულ ჰარმონიულ და ჯანსაღ ურთიერთობებს, რაც მაძლევს უფრო საინტერესო სამომავლო გეგმების დასახვის მოტივაციას.
დანართი №1