21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

დაე, ვცადოთ

spot_img

შემოდგომის ნაწვიმარი ქუჩები… დავეხეტები… ირგვლივ მიმოვიხედე… უცებ ხმაური და კამათი მომესმა…

– აზრი არ აქვს გაგრძელებას, მაინც არაფერი გამომივა!

– ნუ ფიქრობ ასე, უნდა სცადო, რომ ბოლოს ამაყად თქვა: „მე არ დავნებებულვარ“.

არ დანებდე მანამ, სანამ არ სცდი, დამარცხებული მაინც გამარჯვებული ხარ, რადგან თავის დროზე შენ არ დანებდი, სხვებისგან განსხვავებით. ცდა ბედის მონახევრეაო. ნუ იქნები მშიშარა, იყავი მამაცი და იარე წინ.

ადამიანი ადამიანისთვის ცოცხლობს. თუ ერთმანეთს გვერდში ამოვუდგებით, ყველაფერს შევძლებთ. ბედნიერებაც ხომ იმაშია, როცა იცი, შენ გვერდით ვიღაცაა და მარტო არ ხარ.

ისევ წვიმა… ქარი… სევდა… კამათი…

და ისევ მივაბიჯებ სველ ასფალტზე.

ანანო ცენტერაძე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვის №1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები