5 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

„გო­ნი­ერ­სა მწვრთნე­ლი უყ­ვარს“…

spot_img

2010 წლი­დან დღემ­დე რამ­დენ­ჯერ­მე შე­იც­ვა­ლა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­ფორ­მა, დიდ­ხანს გვა­ტა­რა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ ზიგ­ზა­გე­ბით, ვერ გა­ა­მარ­თ­ლა ვერც საგ­ნის, ვერც პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის, ინ­გ­ლი­სურ-კომ­პი­უ­ტე­რის გა­მოც­დამ, ვერც ში­და და ვერც გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბამ, ვერც „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ შექ­მ­ნამ, ვერც კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბამ, ვერც და­უს­რუ­ლე­ბელ­მა ტრე­ნინ­გებ­მა, კვლე­ვებ­მა, და, რაც მთა­ვა­რია, ვერც გაკ­ვე­თი­ლის დად­გ­მა-გა­და­ღე­ბამ. 21-ე სა­უ­კუ­ნემ მას­წავ­ლე­ბელს სა­ჭი­დაო ჩო­ხა მო­არ­გო. სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ამ სა­მო­სელ­ში: მას­წავ­ლე­ბე­ლი – მკვლე­ვა­რი, პუბ­ლი­ცის­ტი, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მე­ფე, პრო­ექ­ტე­ბის ავ­ტორ-გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, ექ­ს­კურ­სი­ამ­ძღო­ლი, ტრე­ნინ­გის მსმე­ნე­ლი, ნო­ვა­ტო­რი, მე­თო­დის­ტი, კონ­სულ­ტან­ტი, ფსი­ქო­ლო­გი, ტე­ლე­ფო­ნის­ტი, მშობ­ლე­ბის მე­გო­ბა­რი, დამ­რი­გე­ბე­ლი, არე­ბის მთვლე­ლი, თუ სა­ჭი­როა, საქ­მის გამ­რ­ჩე­ვი, და­რა­ჯი, ქა­ღალ­დ­ქე­ქია… შე­დე­გად რა მი­ვი­ღეთ? დაღ­ლი­ლი, სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი და იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე. ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლილ­მა რომ არ გვიშ­ვე­ლა, გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე გა­და­ვი­და. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­და­ვემ­ტე­რეთ ლექ­სებს. თავ­და­პირ­ვე­ლად  სკო­ლა უნ­და გაგ­ვე­ხა­და ისეთ ად­გი­ლად, სა­დაც ბავ­შ­ვ­სა და მას­წავ­ლე­ბელს მი­უ­ხა­რი­ათ. რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს რა­მის შეკ­ვე­ცას ან ჩა­მა­ტე­ბა-ჩა­ნაც­ვ­ლე­ბას. ამ­დე­ნი ტრე­ნინ­გით ზომ­ბი­რე­ბუ­ლი, მა­კუ­ლა­ტუ­რამ­გ­რო­ვე­ბე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი რომ გა­მო­ძერ­წეთ, იმას ეშ­ვე­ლე­ბა რა­მე? ან არის ვინ­მე, ვინც თუნ­დაც ასა­კო­ვან მას­წავ­ლებ­ლებს ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს? წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აბუ­ლინ­გეს და წაღ­მა-უკუღ­მა ათ­რი­ეს მას­წავ­ლებ­ლის სა­ხე­ლი და ღირ­სე­ბა, საც­დე­ლი ძაღ­ლე­ბი­ვით ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი ატა­რეს, უკ­ვე ღა­რი­ბის, ხელ­მოკ­ლის სი­ნო­ნი­მა­დაც მას­წავ­ლებ­ლებს ასა­ხე­ლე­ბენ მოს­წავ­ლე­ე­ბი…

მას­წავ­ლებ­ლებს თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, რო­გო­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­მო­ძერ­წეს? მხო­ლოდ უფ­ლე­ბე­ბი ას­წავ­ლეს და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი და­ა­ვიწყეს. გა­მო­უ­ტე­ნეს გო­ნე­ბა ცნო­ბე­ბით, ფი­ტუ­ლი­ვით ამო­ტე­ნეს წყე­უ­ლი ფაქ­ტე­ბით და მა­თაც ჰგო­ნი­ათ, რომ ბრწყინ­ვა­ლე გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღეს, გა­და­სა­რე­ვად აზ­როვ­ნე­ბენ და წინ მი­დი­ან. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ად­გილ­ზე არი­ან გა­ყი­ნულ­ნი, თუმ­ცა თვი­თონ ბედ­ნი­ე­რად გრძნო­ბენ თავს, რად­გან ასე­თი ცოდ­ნა უცოდ­ვე­ლია.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი კი­დევ ცალ­კე გან­ხილ­ვის თე­მაა. ჩა­ა­მა­ტეს უფ­რო მე­ტი კა­რი­კა­ტუ­რა წიგ­ნებ­ში, მე­ტი ნა­ხა­ტი და შე­დე­გად რა მი­ვი­ღეთ? სიტყ­ვა­თა მა­რა­გი – მწი­რი, სტი­ლი – სა­კან­ცე­ლა­რიო. მოს­წავ­ლე­ე­ბი თავს ვერ არი­დე­ბენ კლი­შე­ე­ბი­სა და ბა­ნა­ლუ­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, არ შე­უძ­ლი­ათ სი­ნო­ნი­მე­ბის აქ­ტი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა, ანა­ლო­გი­ე­ბი­სა თუ არ­გუ­მენ­ტე­ბის მოყ­ვა­ნა. ლექ­სის ზე­პი­რად სწავ­ლე­ბა აკ­რ­ძა­ლეს, მა­შინ, რო­ცა სა­ზე­პი­რო მა­სა­ლა გო­ნე­ბის ვარ­ჯი­შის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია და აქ­ტი­უ­რი სა­მუ­შაო პრო­ცე­სის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. სა­ზე­პი­რო­ე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გე­მოვ­ნე­ბის დახ­ვე­წაა. მოს­წავ­ლემ შე­დევ­რის გე­მო უნ­და გა­ი­გოს, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა უნ­და ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს, მდა­რე და ღი­რე­ბუ­ლი პო­ე­ზი­ის ერ­თ­მა­ნე­თის­გან გარ­ჩე­ვა უნ­და შე­ეძ­ლოს. თუ მას გაკ­ვე­თილ­ზე მსჯე­ლო­ბა უნ­და, ამის­თ­ვის მზად უნ­და იყოს. სა­ზე­პი­რო­ე­ბის გა­რე­შე მოს­წავ­ლე ამას ვერ მო­ა­ხერ­ხებს და სა­ზე­პი­როც მა­შინ არის ეფექ­ტუ­რი, თუ ამ ტი­პის და­ვა­ლე­ბებს ანა­ლი­ზი და მსჯე­ლო­ბა ახ­ლავს თან. ეს ცი­ტა­ტე­ბი მას მთე­ლი სი­ცოცხ­ლე ემახ­სოვ­რე­ბა და გა­მო­ად­გე­ბა კი­დეც. რო­გორ უნ­და გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ „ლურ­ჯა ცხე­ნე­ბი“ ან „სი­ლაჟ­ვარ­დე ანუ ვარ­დი სი­ლა­ში“ ტექ­ს­ტის მო­უხ­მობ­ლად, ში­ნა­არ­სი უნ­და გად­მოს­ცენ?!. მა­გა­ლი­თად, გა­ა­ში­ნა­არ­სონ „ივ­ლი­სის­ფე­რი ყინ­ვის თა­სე­ბი“? სა­ზე­პი­როს ვერ ვუ­წო­დებ მხო­ლოდ დამ­თ­რ­გუნ­ველს. ის სა­ჭი­როა გო­ნე­ბის­თ­ვის, თუმ­ცა ზო­მი­ე­რად. მოს­წავ­ლე­ებ­ში ყო­ველ­თ­ვის იწ­ვევს სტრესს ის, რა­საც შე­ფა­სე­ბა მოს­დევს, ამი­ტომ შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მაც მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია. პროგ­რა­მა თა­ვი­და­ნაა სიფ­რ­თხი­ლით გა­და­სა­ხე­დი. გა­და­სა­ხე­დია ჯგუ­ფის მუ­შა­ო­ბა, და­ვა­ლე­ბე­ბის შედ­გე­ნის მე­თო­დო­ლო­გია, ტეს­ტის სტრუქ­ტუ­რა, ქუ­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა…

შემ­დეგ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს, რო­გორც მე­სა­მე თა­ო­ბის ესგ-ის უდი­დე­სი სი­ახ­ლე. ამ ტექსტს რომ ჯონ დი­უ­ის (1859-1952) სიტყ­ვე­ბი აქვს წამ­ძღ­ვა­რე­ბუ­ლი, ეს უკ­ვე ცხად­ყოფს, აღ­ნიშ­ნუ­ლი მიდ­გო­მა რომ 21-ე სა­უ­კუ­ნის შე­ნა­ძე­ნი და დი­დი სი­ახ­ლე ნამ­დ­ვი­ლად არაა, ამის შემ­დეგ მო­დის ბენ­ჯა­მინ ბლუ­მი (1913-1999) და მი­სი ტაქ­სო­ნო­მია, რო­მე­ლიც, უკ­ვე ათ­წ­ლე­უ­ლე­ბია, აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სას­კო­ლო პრაქ­ტი­კა­ში და კი­დევ უფ­რო ნა­თე­ლი ხდე­ბა, რომ ეს ე.წ. „მე­სა­მე თა­ო­ბის გეგ­მის ბა­ჯაღ­ლო და­ვა­ლე­ბა“ ახა­ლი ნა­ბი­ჯი ნამ­დ­ვი­ლად არ იყო ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში… რომ გვთა­ვა­ზობ­დ­ნენ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ნი­მუშს, ჩნდე­ბო­და უამ­რა­ვი კითხ­ვა: რო­გორ შე­ას­რუ­ლებს მოს­წავ­ლე მას, თუ არ ექ­ნე­ბა სა­თა­ნა­დო ცოდ­ნა (გა­ვიხ­სე­ნოთ, ბლუ­მის ტაქ­სო­ნო­მი­ის პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რია ცოდ­ნა, შემ­დეგ მოჰ­ყ­ვე­ბა გა­გე­ბა და მხო­ლოდ ამის შემ­დე­გაა გა­მო­ყე­ნე­ბა…).

სად ჩანს რე­ფორ­მის არ­სი? რა არის სი­ახ­ლე? აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი, გარ­და იმი­სა, რომ ყვე­ლა­ფერს და­ე­მა­ტა ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ას­პექ­ტე­ბი, მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რი და დამ­თ­რ­გუნ­ვე­ლი ენით ნა­წე­რი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, რომ­ლის ბევ­რი ფრა­ზა, ვგო­ნებ, თა­ვად მი­სი ავ­ტო­რე­ბის­თ­ვი­საც არაა მთლად ნა­თე­ლი, თა­ვად გზამ­კ­ვ­ლევ­შიც უხ­ვად მო­ი­ძებ­ნე­ბა ორ­თოგ­რა­ფი­უ­ლად გა­უ­მარ­თა­ვი ფორ­მე­ბი. რო­ცა სპე­ცი­ა­ლის­ტი გვთა­ვა­ზობს ამ ტი­პის რე­სურსს ენობ­რი­ვი შეც­დო­მე­ბით და მიგ­ვი­თი­თებს, ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა ასე ას­წავ­ლე­თო, ე.ი. სა­ნამ ასეთ შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­დუქტს შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზე­ბენ, რო­გო­რიც კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის გზამ­კ­ვ­ლე­ვია, სჯობს, ცოდ­ნა გა­მო­ი­ყე­ნონ და შეც­დო­მე­ბით არ იყოს სავ­სე, ნათ­ლად დაგ­ვა­ნახ­ვონ, რა არის სი­ახ­ლე, რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს მარ­ტი­ვად, გზამ­კ­ვ­ლე­ვის ფუნ­ქ­ცია მარ­ტი­ვის რთუ­ლად წარ­მოდ­გე­ნა კი არაა, არა­მედ, პი­რი­ქით, რთუ­ლი­სა – მარ­ტი­ვად…

კი­დევ ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი გა­რე­მო­ე­ბა: მოს­წავ­ლე­თა გე­მოვ­ნე­ბი­სა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. ამ გზამ­კ­ვ­ლევ­ში ეს სა­ერ­თოდ არ ჩანს, გარ­და ერ­თი ფრა­ზი­სა, რომ მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია, საჭ­ირო­ე­ბი­სა­მებრ შეც­ვა­ლოს ეს ნი­მუ­ში… თუ­კი მხო­ლოდ სტან­დარ­ტულს გვთა­ვა­ზობთ და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შემ­თხ­ვე­ვებ­ზე მორ­გე­ბას ჩვენ გვთხოვთ, ჩიხ­ში ხომ არ შე­დი­ხართ? გვას­წავ­ლით იმას, რაც სტან­დარ­ტუ­ლია და ყვე­ლამ იცის, ყვე­ლას შე­უძ­ლია, ამა­ვე დროს, ისე­თი მა­ღა­ლი წარ­მოდ­გე­ნის ხართ მას­წავ­ლებ­ლებ­ზე, რომ გჯე­რათ, ისი­ნი თა­ვად მო­არ­გე­ბენ ყვე­ლა მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბას ამა თუ იმ და­ვა­ლე­ბას… თუ ასეა, აცა­დეთ მუ­შა­ო­ბა… და კი­დევ, გა­სა­გე­ბია, რომ ად­ვი­ლია ასე­თი შაბ­ლო­ნუ­რი დო­კუ­მენ­ტის თარ­გ­მ­ნა და ვი­თომ ადაპ­ტი­რე­ბა, მაგ­რამ ამ გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად იქ­ნებ ვინ­მემ ჩა­ხე­დოს, თარ­გ­მ­ნოს, შე­ის­წავ­ლოს და შე­ად­გი­ნოს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს დარ­თუ­ლი ე.წ. მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნე­ბი ისე­თი ფორ­მით, რო­გო­რი­თაც ისი­ნი მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნებ­შია. მათ ფონ­ზე, ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნე­ბი სა­მარ­ცხ­ვი­ნო და გა­მო­უ­სა­დე­გა­რია…

ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რის ტეს­ტი სულ სხვა ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას ითხოვს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ვერ გა­არ­თ­მე­ვენ თავს და­ვა­ლე­ბას ამ ტი­პის გა­სარ­თო­ბი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბით, იქ არც იგა­ვის შექ­მ­ნა გა­მო­ად­გე­ბათ ახალ­გაზ­რ­დებს და არც მან­და­ტუ­რის რო­ლის მორ­გე­ბა… კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ყვე­ლა ერ­თად გა­ვუს­წო­რებთ თვალს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ უამ­რავ პრობ­ლე­მას, მო­ვეშ­ვე­ბით არა­კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ, ერ­თ­მა­ნეთს აც­დე­ნილ „სი­ახ­ლე­თა“ შე­თა­ვა­ზე­ბას და მოს­წავ­ლე­ებს აღარ დავ­ღუ­პავთ ერ­თ­მა­ნე­თის ჯიბ­რით. გვახ­სოვ­დეს, რომ ყვე­ლა­ზე დი­დი და­ნა­შა­უ­ლი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის წი­ნა­შე შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბაა… რაც ძვე­ლია, ახ­ლად ნუ გა­ვა­სა­ღებთ, რაც სა­ჭი­როა, იმას მივ­ხე­დოთ და შე­დე­გიც არ და­ა­ყოვ­ნებს…

დღეს კი­დევ ერ­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ახ­ლის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩ­ნ­დით. თუ თვალს გა­და­ვავ­ლებთ ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის საგ­ნობ­რივ პროგ­რა­მას, და­ვას­კ­ვ­ნით, რომ ეს პროგ­რა­მა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ცოდ­ნის, გა­გე­ბის, გა­მო­ყე­ნე­ბის, ანა­ლი­ზის, სინ­თე­ზი­სა და შე­ფა­სე­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით. რო­გორ, რა გზით მი­აღ­წევს აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენ­ტ­ში გა­წე­რილ შე­დე­გებს, მას­წავ­ლებ­ლის ოს­ტა­ტო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ფი­ლო­ლო­გი რე­ვაზ სი­რა­ძე წერ­და: „ნო­მენ­კ­ლა­ტუ­რუ­ლი გა­მოთ­ქ­მაა „სა­ზე­პი­რო“, სწავ­ლას შე­ა­ზა­რებს კაცს. მაგ­რამ რო­გორ გინ­და? სა­ზე­პი­როც აუცი­ლე­ბე­ლია. ამ­ხე­ლა კა­ცი ვარ და მე ვერ ვი­ზე­პი­რებ ხოლ­მე რა­ღა­ცას, მაგ­რამ „გან­თი­ა­დი“ რომ ქარ­თ­ველ­მა ზე­პი­რად არ იცო­დეს, შე­იძ­ლე­ბა?“ არ შე­იძ­ლე­ბა. შე­საძ­ლოა, ბავშვს „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ერ­თი სიტყ­ვაც არ ეს­მო­დეს, მაგ­რამ მა­ინც რა­ღაც ჯა­დოს­ნურ იმ­პულსს ეზი­ა­რე­ბა.

რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა ახ­ს­ნა, ცვლი­ლე­ბა, გარ­კ­ვე­უ­ლი ტექ­ს­ტე­ბის ამო­ღე­ბა, სა­ჭი­რო იყო აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. თუმ­ცა, ჩვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბი ე.წ. ამო­ღე­ბულ ტექ­ს­ტებს უკეთ იგე­ბენ და ამ ტექ­ს­ტე­ბით უფ­როა შე­საძ­ლე­ბე­ლი მა­თი უნა­რე­ბი­სა და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის­თ­ვის სა­ჭი­რო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, ვიდ­რე, მა­გა­ლი­თად, კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას „დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯ­ვე­ნით“.

რით და­ა­სა­ბუ­თებთ იმას, რომ მოს­წავ­ლე არ იღ­ლე­ბა ამ უშ­ვე­ლე­ბე­ლი რო­მა­ნის შეს­წავ­ლით და ილი­ას მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი ლექ­სი „ბედ­ნი­ე­რი ერი“ ღლის და თრგუ­ნავს მა­ინ­ც­და­მა­ინც? ანა კა­ლან­და­ძეს ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა, მაგ­რამ ილი­ას, გა­ლაკ­ტი­ო­ნის, პა­ო­ლოს ლექ­სე­ბის სა­პირ­წო­ნე არის მი­სი ლექ­სი „ვა­ჟაო, დი­ლის მზის სხი­ვო“? უსუ­სუ­რი არ­გუ­მენ­ტია, „გა­დატ­ვირ­თუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი“. ცხა­დია, რომ საქ­მე აბი­ტუ­რი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას არ ემ­სა­ხუ­რე­ბა. ცვლი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დე­გი არ ვართ, მაგ­რამ იქ­ნებ ვინ­მემ აგ­ვიხ­ს­ნას, რა­ტომ ამო­ი­ღეს მა­ინ­ც­და­მა­ინც ეს ტექ­ს­ტე­ბი?

რაც შე­ე­ხე­ბა იმ თე­მას, რომ სას­კო­ლო პროგ­რა­მი­დან არა­ვის ამო­უ­ღია, შე­მო­ი­ხე­დეთ საკ­ლა­სო ოთახ­ში, გა­არ­კ­ვი­ეთ, გა­მო­ი­კითხეთ, ბავ­შ­ვე­ბი სად უფ­რო სწავ­ლო­ბენ, სკო­ლა­ში თუ რე­პე­ტი­ტორ­თან. რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. არა­სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტექ­ს­ტებს, რო­გორც სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ბრძა­ნა, რე­პე­ტი­ტორ­თან არ გა­ივ­ლი­ან, არ ის­წავ­ლი­ან. მარ­ტო სკო­ლას მინ­დო­ბი­ლი კი არ ის­წავ­ლის ისე მონ­დო­მე­ბით, რო­გორც სა­ჭი­როა, თუნ­დაც გა­დატ­ვირ­თუ­ლი კლა­სე­ბის გა­მო. მა­შინ სხვა კითხ­ვაც ჩნდე­ბა: რას, რა შე­დეგს ვე­ლით ამ ცვლი­ლე­ბით?

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის გზამ­კ­ვ­ლე­ვი და სხვა­ნი ამ­გ­ვარ­ნი მოს­წავ­ლის ემო­ცი­უ­რი კომ­ფორ­ტის, სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბას მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან მო­ითხო­ვენ. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა წამ­ყ­ვა­ნია დღეს პე­და­გო­გი­კა­სა და აღ­ზ­რ­დის ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში. რო­გორ გა­ვი­გეთ ეს პრი­ო­რი­ტე­ტი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა? რო­გორც ჩანს, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ემო­ცი­უ­რი ლი­რი­კის, ილი­ას „გან­დე­გი­ლის“, ყაზ­ბე­გის სწო­რედ იმ მოთხ­რო­ბის „არა­სა­ვალ­დე­ბუ­ლო­თა“ წი­აღ­ში გა­დატყორ­ც­ნით, მო­ზარ­დებს ძა­ლი­ან რომ აფიქ­რებთ, მოს­წონთ და ემო­ცი­უ­რად აღელ­ვებთ… ემო­ცი­უ­რი კომ­ფორ­ტი ჩვენ გა­ვი­გეთ, რო­გორც თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის ხორ­ხო­ცი და არა გან­ს­ჯა ემო­ცი­ებ­ზე. ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­დევ­რე­ბის სწავ­ლე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა არა მხო­ლოდ პატ­რი­ო­ტუ­ლი (რა­ტომ­ღაც, მო­მე­ტე­ბულ-გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად და „არა­სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ“ მი­აჩ­ნი­ათ), არა­მედ სადღე­ი­სოდ ულ­ტ­რა­აქ­ტუ­ა­ლუ­რი (და კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით სა­ვალ­დებ­ლო!) ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად.

ყვე­ლას უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რა ცხოვ­რე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლია, მას­ში წარ­მო­ჩე­ნი­ლი პრობ­ლე­მე­ბი, სი­მუ­ლა­ცი­უ­რი თუ რე­ა­ლო­ბი­დან ნა­სეს­ხე­ბი სი­უ­ჟე­ტე­ბი, პერ­სო­ნა­ჟე­ბი ახალ­გაზ­რ­დებს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას სძენს, წუ­თი­სოფ­ლის გზის გა­სავ­ლე­ლად ამ­ზა­დებს, სარ­კე­ში ახე­დებს და ათას რა­მე­ზე და­ა­ფიქ­რებს… ამი­ტომ, რაც მეტს წა­ი­კითხა­ვენ, რაც მეტს ის­წავ­ლი­ან, მით უკე­თე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­იზ­რ­დე­ბი­ან, სუ­ლი­ე­რად და გო­ნებ­რი­ვად მდი­და­რი…

ბო­ლოს შე­გახ­სე­ნებთ სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნაკ­ში ნამ­ყო­ფი ერთ-ერ­თი დი­რექ­ტო­რის მი­მარ­თ­ვას: „კითხ­ვა, წე­რა, არით­მე­ტი­კა მა­შინ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რო­ცა ბავ­შ­ვებს უფ­რო გა­ა­და­მი­ა­ნუ­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა“. ამი­ტომ, სა­ნამ უკუღ­მა და­იწყებ­დეთ რე­ფორ­მებს, მა­ნამ­დე რაც გინ­დათ ის შე­ი­ტა­ნეთ და გა­მო­ი­ტა­ნეთ. შე­დე­გი კვლავ ნუ­ლი იქ­ნე­ბა. მას­წავ­ლე­ბელს ღირ­სე­ბა და­უბ­რუ­ნეთ და მოს­წავ­ლეს მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი შე­ახ­სე­ნეთ, რა­თა სა­ბო­ლო­ოდ არ დავ­ღუ­პოთ ისი­ნი…

ლია გო­გო­ხია, ელე­ნე თა­მა­ზაშ­ვი­ლი, მაია მენ­თე­შაშ­ვი­ლი – სსიპ ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის  №199 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები