2 თებერვალი, კვირა, 2025

გიორგი ამილახვარმა მასწავლებლების კიდევ ერთ ჯგუფთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

spot_imgspot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი აგრძელებს სკოლის მასწავლებლებთან პერმანენტულ შეხვედრებს. ამჯერად მინისტრმა თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე პედაგოგთან გამართა სამუშაო შეხვედრა და მოისმინა მათი მოსაზრებები სკოლებში არსებული გამოწვევების შესახებ.

გიორგი ამილახვარმა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ირგვლივ არსებულ საკითხებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პედაგოგთა კარიერული წინსვლის მხარდასაჭერად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვის პროცესს, რაც მათი მაქსიმალური ჩართულობით სქემის დახვეწას გულისხმობს.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესებისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს განვითარების ხელშეწყობის საკითხებს.

გიორგი ამილახვრის ინიციატივით, ზოგადი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, მასწავლებლებთან  შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება – შემდეგი შეხვედრა გაიმართება ქალაქ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის მასწავლებლებთან.

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები