2 თებერვალი, კვირა, 2025

გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

spot_imgspot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც თავად გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობს, კოორდინაციას კი – ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია უწევს.

პირველ სამუშაო შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა დაიწყეს მსჯელობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწაზე, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებაზე, გრიფირების პროცესსა და სკოლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.

უახლოეს დღეებში მინისტრი სამუშაო შეხვედრას გამართავს საჯარო სკოლების მასწავლებლებთან, რომლებთანაც სკოლებში არსებულ გამოწვევებს განიხილავს და  მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელებს.

ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფი აქტიურად იმუშავებს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით.

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები