3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

გი­გი სი­ჭი­ნა­ვას პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა

spot_img

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­ი­მარ­თა ზუგ­დი­დის №6 სა­ჯა­რო სკო­ლის მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლის, გი­გი სი­ჭი­ნა­ვას პერ­სონ­ალუ­რი გა­მო­ფე­ნა, სა­ხელ­წო­დე­ბით – „მიყ­ვარს სამ­ყა­რო ფე­რე­ბით“. გა­მო­ფე­ნა ორი დღე გრძელ­დე­ბო­და – 16 სექ­ტემ­ბერს გა­იხ­ს­ნა და 18 სექ­ტემ­ბერს და­ი­ხუ­რა.

ბედ­ნი­ე­რე­ბა მხვდა წი­ლად, დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში და­მეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა ახალ­გაზ­რ­და მხატ­ვ­რის, გი­გი სი­ჭი­ნა­ვას ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი, რა­მაც უდი­დე­სი ეს­თე­ტი­კუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა მო­მა­ნი­ჭა. ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ში 41 ნა­ხა­ტი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. გი­გის დე­დას, ნა­თია სა­ხო­კი­ას რომ გა­ვე­სა­უბ­რე, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ამევ­სო: „4 წლამ­დე გი­გი ვერ მეტყ­ვე­ლებ­და, უჭირ­და ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვა, მას აუტიზ­მი აქვს. 4 წლის ასა­კი­დან და­იწყო ხატ­ვა და დღეს უკ­ვე 6 პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის ავ­ტო­რია. ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე და მი­ზან­და­სა­ხუ­ლია. წარ­მა­ტე­ბას ძა­ლი­ან დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვის ფა­სად მი­ვაღ­წი­ეთ. მე ვის­წავ­ლე ჩე­მი შვი­ლის ენა და ასე გავ­ხ­დით ძა­ლი­ან ახ­ლო მე­გობ­რე­ბი.

გი­გის სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლოს­ნო აქვს, რო­მე­ლიც 2017 წელს გა­ვუხ­სე­ნით. ძა­ლი­ან ბევ­რ­ჯერ ყო­ფი­ლა წამ­ყ­ვა­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი. ძა­ლი­ან დი­დი გეგ­მე­ბი აქვს. ამას წი­ნათ და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში ჰქონ­და გა­მო­ფე­ნა და გი­გიმ ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძის პორ­ტ­რე­ტი გა­დას­ცა სა­ჩუქ­რად. მო­მა­ვა­ლი წლი­სათ­ვის ფიქ­რობს, გა­მო­ფე­ნა ბერ­ლინ­ში მო­აწყოს.

ჩვენ ურ­თუ­ლე­სი გზა გა­ვი­ა­რეთ, დღეს კი თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია, რო­ცა გწამს და გჯე­რა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის.

გი­გის და-ძმა ჰყავს – ნი­ნო და ილია. ნი­ნო ენე­ბის სწავ­ლი­თაა გა­ტა­ცე­ბუ­ლი და უკ­ვე რამ­დე­ნი­მე ენა იცის; პა­ტა­რა ილი­ას ჰო­ბი ფეხ­ბურ­თია. გი­გი ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი ძმაა.“

კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვე ნა­ნა ჭი­ჭი­ნა­ძეს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბულ ჟურ­ნა­ლისტს, „ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ამაგ­და­რის“ წო­დე­ბის მფლო­ბელს, დე­დოფ­ლის­წყა­როს მწიგ­ნო­ბარ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თა­ნა­თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს:

„უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბა მო­მა­ნი­ჭა ახალ­გაზ­რ­და თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვ­რის, გი­გი სი­ჭი­ნა­ვას ნა­მუ­შევ­რებ­მა. თვა­ლი ვერ მოვ­წყ­ვი­ტე ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძის პორ­ტ­რეტს. თვალ­წინ და­მიდ­გა ნა­თე­ლა იან­ქოშ­ვი­ლის მუ­ზე­უმ­ში ქალ­ბა­ტო­ნი ნა­თე­ლას ნა­ხა­ტი – რე­ზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, ისე­თი გან­ც­და და­მე­უფ­ლა, თით­ქოს ცოცხალ ადა­მი­ანს ვუ­ყუ­რებ­დი.

პი­რა­დად გა­ვი­ცა­ნი გი­გი და დე­და­მი­სი, ქალ­ბა­ტო­ნი ნა­თია. ჩვენ შო­რის ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რომ აღარ გვეთ­მო­ბო­და ერ­თ­მა­ნე­თი, მე კა­ხეთ­ში ვე­პა­ტი­ჟე­ბო­დი, ის – სა­მეგ­რე­ლო­ში… გი­გის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას და შე­მოქ­მე­დე­ბით წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ.“

ია ხურ­ცი­ლა­ვა, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე: „მხატ­ვ­რო­ბა უსიტყ­ვო პო­ე­ზიაა. გი­გი  თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რია ფი­როს­მა­ნი­ვით, მი­სი თი­თო­ე­უ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი ან­და­მა­ტი­ვით იზი­დავს დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს. უმ­რავ­ლოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ასე­თი მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი.“

მა­რი­ამ ტო­ხიშ­ვი­ლი, დე­დოფ­ლის­წყა­როს მწე­რალ­თა და მწიგ­ნო­ბარ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი, ახალ­გაზ­რ­და პო­ე­ტი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­სა­მე კურ­სის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი: „გი­გი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო მხატ­ვა­რია. გა­ზაფხუ­ლი, ზაფხუ­ლი, შე­მოდ­გო­მა და ზამ­თა­რი – წე­ლი­წა­დის ყვე­ლა დრო ისეთ ლა­მაზ ფე­რებ­შია წარ­მო­ჩე­ნი­ლი, რომ პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის სა­ხელ­წო­დე­ბას – „მიყ­ვარს სამ­ყა­რო ფე­რე­ბით“ – ჭეშ­მა­რი­ტად ამარ­თ­ლებს.

დი­დი მად­ლო­ბა გი­გის მშობ­ლებს, რომ მი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­და თბი­ლი­სე­ლე­ბის­თ­ვი­სა და თბი­ლის­ში ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბის­თ­ვის. ამ გა­მო­ფე­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას გუ­ლი სი­ხა­რუ­ლით მევ­სე­ბო­და. ხას­ხა­სა ფე­რე­ბით გა­ჯე­რე­ბულ­მა ფერ­წე­რულ­მა ტი­ლო­ებ­მა დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელ­ზე. ეს ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბა (რად­გან ეს ყო­ვე­ლი­ვე დიდ ხარ­ჯ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი) არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა.

„მზე ჩა­დის მთე­ბით, და­ი­ღე­ბა ქე­დე­ბი შინ­დით,

ცამ და­სავ­ლე­თით იქორ­წი­ნა მე­წა­მულ ფერ­თან.“

რე­ზო ამა­შუ­კე­ლის ეს სტრი­ქო­ნე­ბი ამო­მი­ტივ­ტივ­და გო­ნე­ბა­ში, გი­გის პერ­სო­ნა­ლურ გა­მო­ფე­ნას რომ ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი.“

მა­რი­კა პო­პი­აშ­ვი­ლი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები