21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

„გვე­სა­უბ­რეთ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე“ – მოს­წავ­ლე­თა წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გის წი­ნა­პი­რო­ბა

spot_img

ნა­ნა ლო­მაია

ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხა­მის­ქუ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის მოს­წავ­ლე­თა სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებ­ზე მო­სარ­გე­ბად, ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, რომ­ლის არა­ერთ მა­ხა­სი­ა­თე­ბელს შო­რის, ვფიქ­რობთ, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას, სწავ­ლე­ბის თა­ვი­სუ­ფალ სტილს, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­სა თუ სკო­ლის კულ­ტუ­რის გამ­დიდ­რე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი იქ­ნა იმ პრო­ექ­ტე­ბის ინი­ცი­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნის ათე­უ­ლო­ბით სკო­ლაა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. მათ შო­რი­საა მიმ­დი­ნა­რე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტი „გვე­სა­უბ­რეთ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე“, რო­მელ­შიც 50-ამ­დე სკო­ლაა ჩარ­თუ­ლი. პრო­ექ­ტის მიზ­ნე­ბი სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­სა და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებს. ისი­ნი შემ­დე­გი სა­ხით იქ­ნა ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი:

◊ მოს­წავ­ლე­თა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გე­მოვ­ნე­ბის დახ­ვე­წა;

◊ მოს­წავ­ლე­ებ­ში ლი­ტე­რა­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, ინ­ტე­რე­სის გაღ­რ­მა­ვე­ბა და მა­თი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჰო­რი­ზონ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან პირ­და­პი­რი ინ­ტე­რაქ­ცი­ის გზით;

◊ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნის დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა;

◊ გა­აზ­რე­ბუ­ლი კითხ­ვის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბა;

◊ მოს­წავ­ლე­თა წიგ­ნი­ე­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბა;

◊ თა­ნა­ტო­ლებ­თან და უფ­რო­სებ­თან და­დე­ბი­თი, კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის ხელ­შეწყო­ბა;

◊ მოს­წავ­ლე­ებ­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, კვლე­ვი­თი და კრი­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და გან­ვი­თა­რე­ბა;

◊ სკო­ლებს შო­რის აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა;

◊ მოს­წავ­ლე­ებ­სა და პე­და­გო­გებ­ში გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის ხელ­შეწყო­ბა.

შეხ­ვედ­რე­ბის ციკ­ლი შემ­დე­გი ამო­ცა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა:

• მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ლი­ტე­რა­ტუ­რის სხვა­დას­ხ­ვა ას­პექ­ტის გაც­ნო­ბა;

• კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა და ანა­ლი­ზის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა;

• ლი­ტე­რა­ტუ­რის სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან დი­ა­ლო­გის კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა;

• წე­რი­თი და ზე­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა;

• ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბა.

პირ­ველ შეხ­ვედ­რა­ზე ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე სა­სა­უბ­როდ მოწ­ვე­უ­ლი იყო ლი­ტე­რა­ტუ­რის სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის საგ­ნობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტი, ბა­ტო­ნი რო­ლანდ ხო­ჯა­ნაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მოს­წავ­ლე­ებ­თან ისა­უბ­რა ლი­ტე­რა­ტუ­რის სხვა­დას­ხ­ვა ას­პექ­ტ­ზე, და­ა­ფიქ­რა კარ­გი მკითხ­ვე­ლის მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე, სა­კითხა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რის შერ­ჩე­ვის ხერ­ხებ­ზე, პო­ე­ზი­ი­სა და პრო­ზის უპი­რა­ტე­სო­ბებ­ზე, ზო­გა­დად, ლი­ტე­რა­ტუ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­სა და როლ­ზე. მოს­წავ­ლე­ებ­ზე მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი გავ­ლე­ნა იქო­ნია ბა­ტო­ნი რო­ლან­დის მო­წო­დე­ბამ, ნუ იქ­ნე­ბი­ან თავ­შე­კა­ვე­ბულ­ნი ურ­თი­ერ­თ­შო­რის მო­საზ­რე­ბე­ბი­სა თუ ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სას, ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბის წარ­მო­ჩე­ნი­სას, რად­გან ამ გზით შეძ­ლე­ბენ გარ­კ­ვე­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა თუ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნი­ვი­თა­რე­ბას, თა­ნა­ტო­ლებ­თან და უფ­რო­სებ­თან კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას… მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ნენ დი­ა­ლოგ­ში და პრო­ექ­ტის გარ­შე­მო სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბიც გა­მოთ­ქ­ვეს.

პრო­ექ­ტის გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას უს­ვამს ხაზს სა­ქარ­თ­ვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი პროფ­კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტის, ქალ­ბა­ტონ მაია კო­ბა­ხი­ძის და­ინ­ტე­რე­სე­ბა, რო­მელ­მაც უპი­რო­ბო მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა ამ ინი­ცი­ა­ტი­ვი­სად­მი.

პრო­ექ­ტის სტარ­ტი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის მზა­ო­ბით გა­მო­ი­ხა­ტა, რა­მაც ჩარ­თულ სკო­ლებს წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გის მო­ლო­დი­ნი დაგ­ვი­ტო­ვა.

პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან:

ხა­თუ­ნა ბე­რა­ძე – სსიპ ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხიდ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი;

ზა­ზა შუ­ლაია – სსიპ ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ საგ­ვი­ჩი­ოს სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი.

პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რი:

მა­რი­ამ ჩა­ჩა­ნი­ძე – ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა და ხე­ლოვ­ნე­ბის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბის ავ­ტორ-ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, გა­ზეთ „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბის“ მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სე­ბის სამ­გ­ზის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლი მას­შ­ტა­ბუ­რი ურ­თი­ერ­თ­ს­წავ­ლე­ბის პრო­ექ­ტის თა­ნა­ავ­ტო­რი, კონ­კურ­სის „ვწერ თა­ვი­სუ­ფალ თე­მას“ 2024 წლის ფი­ნა­ლის­ტი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები