21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

გახსენით სკოლები! – შვილების სახელით გაჟღერებული მშობელთა მოთხოვნა

spot_img

მშობლები ვითხოვთ გეგმას! რომელიც მაქსიმალურად მოემსახურება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, გაითვალისწინებს მშობლებისა და პედაგოგების მდგომარეობას და არ დატოვებს განათლების, ზრუნვისა და განვითარების სერვისების მიღმა ჩვენს შვილებს – ეს მოთხოვნა იმ საპროტესტო აქციის ორგანიზატორ მშობლებს ეკუთვნის, რომელიც 24 იანვარს მზიურის პარკში სასწავლო პროცესის საკლასო ოთხებში აღდგენის მოთხოვნით გაიმართა.

საპროტესტო აქციის მონაწილე მშობლები აცხადებენ, რომ გააზრებული აქვთ პანდემიის საფრთხეები და ის რისკები, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებების ამუშავებას, მობილობის გაზრდას თან ახლავს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი ეყრდნობიან UNICEF-ისა და სპეციალისტების დასკვნებს და მათთვის მიუღებელია ბაღებისა და სკოლების, ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა საგანმანათლებლო დაწესებულებების ასეთი ხანგრძლივი ვადით, ნათელი და თანმიმდევრული გეგმის გარეშე დახურვა.

აქციის ერთ-ერთი წევრის, მშობელთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის, ნინო რობაქიძის განცხადებით, პანდემიის მენეჯმენტის არც ერთ ეტაპზე გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა არ გაითვალისწინეს მოსწავლეთა არც სურვილი და არც ლეგიტიმური ინტერესები. ამიტომ, მისივე თქმით, ეს აქცია იყო მშობლების პირველი სიმბოლური შეკრება, რომელიც ემსახურებოდა იმას, რომ მათი შვილების ხმა მიაწვდინონ  გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს – ჩვენ ვსაუბრობთ იმ ბავშვების სახელით, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, რომ თვითონ დააორგანიზონ აქციები, მაგრამ აქვთ სურვილები და ლეგიტიმური ინტერესები, რომელიც არ იყო გათვალისწინებული პანდემიის მენეჯმენტის არც ერთ ეტაპზე გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ. საუბარია ბავშვების ძალიან დიდ ჯგუფზე, დაახლოებით 600 000-მდე ბავშვი არის სკოლებში რეგისტრირებული. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ყოფილა საგანმანათლებლო დაწესებულებების სამსემესტრიანი სრული დახურვა. გვსურს გავიგოთ, რამდენად მომზადებული ხვდება სასწავლო დაწესებულებები პანდემიის პირობებში სწავლის დაწყებას, როდის მოხდება ეს და რა ეშველებათ იმ ბავშვებს, რომლებიც ამდენი ხნის მანძილზე ონლაინ სწავლების მიღმა იყვნენ დარჩენილები“.

მოჰყვება თუ არა რაიმე რეაგირება აქციის მთავარ მოთხოვნას – „გახსენით სკოლები!“ – ამას უახლოეს მომავალში შევიტყობთ.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები