13 მარტი, ხუთშაბათი, 2025

გაცდენების მქონე მოსწავლეები გამოცდის ნაცვლად შემაჯამებელი/კომპლექსური დავალების საფუძველზე შეფასდებიან

spot_imgspot_img

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება განხორციელდა. 1 ივნისს, მინისტრის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, სხვადასხვა მიზეზების გაცდენის გამო, მოსწავლეები გამოცდით არ შეფასდებიან.

 ცვლილების თანახმად შემდეგი  რეგულაციები განისაზღვრა:

♦ 2021-2022 სასწავლო წელს იმ მოსწავლეებისთვის, რომელთაც დადასტურებული კოვიდის ინფექციის გამო დათქმულ ვადაში ვერ მოახერხეს პირველი სემესტრის სემესტრულ გამოცდაზე გასვლა, სკოლა ვალდებულია, პირველი სემესტრის სემესტრული გამოცდა დანიშნოს 2022 წლის 17 ივნისამდე, არაუგვიანეს, 2 კვირით ადრე

♦ 2021-2022 სასწავლო წელს, საბაზო და საშუალო საფეხურის ის მოსწავლეები, რომელთაც სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინეს 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირობებით განსაზღვრული საათების რაოდენობა, შეფასდებიან შემაჯამებელი/კომპლექსური დავალების საფუძველზე.

♦ სკოლა ვალდებულია, მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს შემაჯამებელი/კომპლექსური დავალება და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ.

♦ შემაჯამებელ/კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულა იქნება საგნის წლიური ქულა.

♦ 2021-2022 სასწავლო წელს არ ტარდება 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდები.

♦ რაც შეეხება სსსმ მოსწავლეებს, მოქმედებს 56​10 მუხლით განსაზღვრული პირობები –  „სსსმ მოსწავლეებისათვის შემაჯამებელი-კომპლექსური დავალება უნდა შედგეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გათვალისწინებით.“.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება