13 აპრილი, კვირა, 2025

განძის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები მასშტაბურ ღონისძიებაზე

spot_imgspot_img

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის №2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებული მოსწავლეები კი სხვადასხვა ღონისძიებასა თუ კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ, წარმატებასაც აღწევენ. 24 მარტს, ნინოწმინდის კულტურის სახლის პირველ სართულზე, გაიმართა „Van Art Studio“-ს დიდი გამოფენა, რომელიც დედისა და სილამაზის დღეს მიეძღვნა. გამოფენას ერქვა „აყვავებული დედობა“, რაც ასახავდა დედობის სიფაქიზესა და ბუნების განახლებას.

გამოფენაში მონაწილეობდნენ ნიჭიერი მოსწავლეები განძიდან, ნინოწმინდიდან, ფოკიდან, დიდი და პატარა არაგიალიდან, გორელოვკადან, საღამოდან და ეფრემოვკადან. მათ შორის იყვნენ განძის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც ღონისძიებაზე საინტერესო ნამუშევრები წარადგინეს. ისინი გამოფენაში ხელოვნების მასწავლებლის, ვანიკ თევანიანის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ, რომელსაც ახარებს მოსწავლეთა შემოქმედებითობა.

ვამაყობ ჩემი მოსწავლეების ნამუშევრებით. მათი ერთგულება და სიყვარული ხელოვნების მიმართ აისახებოდა თითოეულ ნახატში, ამაც გამოფენა ნამდვილ ფერად დღესასწაულად აქცია“ – აღნიშნავს პედაგოგი.

 

ღონისძიებაზე სულ გამოფენილი იყო 450-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც შესრულებული იყო სხვადასხვა ტექნიკით (პასტელით, აკრილით, გუაშით, ზეთით თუ სხვა მასალით).  ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც ხელოვნების მოყვარულთა, ასევე ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებს შორის.  სტუმრებს შორის იყვნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს მოსწავლეთა შემოქმედებით ნამუშევრებსა და გამოფენის ორგანიზაციას.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება