3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

გან­რი­დე­ბულ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა ზო­გა­დი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის კვლე­ვა

spot_img

კრი­მი­ნო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი ყო­ველ­თ­ვის დიდ როლს თა­მა­შობ­და და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლის ეფექ­ტურ და­გეგ­მ­ვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. რო­დე­საც ცნო­ბი­ლია და­ნა­შა­უ­ლის გა­მომ­წ­ვე­ვი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბი, მას­თან ბრძო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბიც იოლ­დე­ბა. კრი­მი­ნო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის პო­ლი­ტი­კის სწო­რი და­გეგ­მ­ვის­თ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სწო­რი მიდ­გო­მე­ბის გან­საზღ­ვ­რა დიდ­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლია მათ მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბის ცოდ­ნა­ზე.

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვ­დის მო­ზარ­დის შე­სა­ხებ — ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე, ეკო­ნო­მი­კუ­რი და ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო, სწავ­ლა, მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და სხვ. ყვე­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რია გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი „გან­რი­დე­ბულ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა ზო­გა­დი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის კვლე­ვა­ში“, რო­მე­ლიც გან­რი­დე­ბულ პირ­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და. ანა­ლიზ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბია. კრი­მი­ნო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის­თ­ვის მო­ნა­ცე­მე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლია 2019 წელს გან­რი­დე­ბუ­ლი 437 არას­რულ­წ­ლოვ­ნის შე­სა­ხებ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე.

და­ზუს­ტე­ბით იმის თქმა, კონ­კ­რე­ტუ­ლად რო­მე­ლი ფაქ­ტო­რი ან ფაქ­ტორ­თა კომ­ბი­ნა­ცია გა­ნა­პი­რო­ბებს არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მი­ერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას, შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა, გა­მო­ყო­ფენ რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფაქ­ტორს, რო­მე­ლიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა შე­ფა­სე­ბი­სას — ოჯა­ხი, სკო­ლა, გა­რე­მო და სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­შიც მო­ზარ­დი ცხოვ­რობს.

სას­კო­ლო გა­რე­მო და აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს მო­ზარ­დის ან­ტი­სო­ცი­ა­ლურ და და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქცე­ვა­ზე. რო­გორც წე­სი, ის არას­რულ­წ­ლოვ­ნე­ბი, ვი­საც და­ბა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა აქვთ და ნაკ­ლე­ბად არი­ან სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი, მე­ტად გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ქცე­ვით.

ამას­თა­ნა­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია გა­რე­მო, რო­მელ­შიც მო­ზარ­დი ცხოვ­რობს და ვი­თარ­დე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი ხა­სი­ა­თის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა და სხვა­დას­ხ­ვა მოვ­ლე­ნი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კონ­კ­რე­ტულ სო­ცი­უმ­ში ყა­ლიბ­დე­ბა და, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტექ­ს­ტის შე­დე­გია. გა­რე­მო­ში, სა­დაც გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია სი­ღა­რი­ბე და მო­სახ­ლე­ო­ბას არ მი­უწ­ვ­დე­ბა ხე­ლი ისეთ სა­ბა­ზი­სო სი­კე­თე­ებ­ზე, რო­გო­რი­ცაა ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბი და ა.შ., უფ­რო მე­ტი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქცე­ვაა ახალ­გაზ­რ­დებ­ში. ხში­რად და­ნა­შა­უ­ლი არა მა­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის, არა­მედ იმ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­დე­გია, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს.

გე­ოგ­რა­ფი­ულ გა­და­ნა­წი­ლე­ბას თუ გა­დავ­ხე­დავთ, პრო­ცენ­ტულ ჭრილ­ში, კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა 40% თბი­ლის­ზე მო­დის, რე­გი­ო­ნე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტი წი­ლი — და­სავ­ლე­თის რე­გი­ონ­ზე, ხო­ლო ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი — კა­ხე­თის რე­გი­ონ­ზე.

კრი­მი­ნო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით სა­ინ­ტე­რე­სოა და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა რა­ო­დე­ნო­ბა მცხოვ­რებ­თა რა­ო­დე­ნო­ბას­თან მი­მარ­თე­ბით. ამ მიზ­ნით, რე­გი­ო­ნებ­ში კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი, შე­სა­ბა­მი­სი რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბი­დან, ყო­ველ 1000 მო­სახ­ლე­ზე გა­ნი­საზღ­ვ­რა. თუ რა­ო­დე­ნობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნებ­ლის მი­ხედ­ვით, კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თბი­ლის­ში იყო, რე­გი­ო­ნე­ბი­დან კი — და­სავ­ლეთ­ში, ყო­ველ 1000 მო­სახ­ლე­ზე კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი სამ­ცხე ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ონ­ში აღი­ნიშ­ნა. ზო­გა­დად, მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი არ არის მა­ღა­ლი არც მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, არც რე­გი­ო­ნულ ჭრილ­ში (1000 მო­სახ­ლე­ზე 1 მთელ­საც არ აღ­წევს).

⇒ კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ არას­რულ­წ­ლოვ­ნებ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი

კრი­მი­ნო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, სა­ინ­ტე­რე­სოა რა სა­ხის და­ნა­შა­ულს ჩა­დის არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი, კერ­ძოდ რა სა­ხის სი­კე­თეს ხელ­ყოფს — სა­კუთ­რე­ბას, ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგ­სა და უსაფ­რ­თხო­ე­ბას თუ სხვ.

2019 წელს გან­რი­დე­ბულ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის კვლე­ვა ცხად­ყოფს, რომ დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­კუთ­რე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ მი­მარ­თულ და­ნა­შა­ულს ჩა­დის, 437 არას­რულ­წ­ლოვ­ნი­დან 313-ს მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლი ჰქონ­და ჩა­დე­ნი­ლი, რაც გან­რი­დე­ბულ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა 71,6%-ს წარ­მო­ად­გენს. სა­კუთ­რე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ მი­მარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის შემ­დეგ, მო­დის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ მი­მარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი — 72 არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი (16,5%); სატ­რან­ს­პორ­ტო, ნარ­კო­ტი­კუ­ლი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი­სა და მმარ­თ­ვე­ლო­ბის წე­სის წი­ნა­აღ­მ­დეგ მი­მარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2-3%-ია, ხო­ლო სხვა სა­ხის და­ნა­შა­ულ­თა ჩა­დე­ნის შემ­თხ­ვე­ვე­ბი 1%-საც არ აღ­წევს.

სა­ყუ­რადღე­ბოა, რომ სა­კუთ­რე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ მი­მარ­თულ და­ნა­შულ­თა ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­შია ჩა­დე­ნი­ლი და ყვე­ლა­ზე ხში­რად არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მი­ერ ტან­საც­მ­ლის და ტკბი­ლე­უ­ლის ფა­რულ და­უფ­ლე­ბას აქვს ად­გი­ლი.

გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას სა­ჭი­რო­ებს ძა­ლა­დობ­რი­ვი ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­უ­ლე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ მი­მარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, მხო­ლოდ 1 შემ­თხ­ვე­ვა­შია ჩა­დე­ნი­ლი.

⇒ დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი

გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ის თა­ნახ­მად, მამ­რო­ბი­თი სქე­სის არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი მკვეთ­რად აღე­მა­ტე­ბა მდედ­რო­ბი­თი სქე­სის არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის მაჩ­ვე­ნე­ბელს, ამას 2019 წლის გან­რი­დე­ბულ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა სტა­ტის­ტი­კაც ადას­ტუ­რებს — 390 (89%) ბი­ჭი, 47 (11%) გო­გო­ნა.

სხვა­დას­ხ­ვა კვლე­ვის თა­ნახ­მად, მო­ზარ­დებ­ში და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დო­ნე 15-19 წლებ­ში აღ­წევს პიკს და 20 წლის­თ­ვის მცირ­დე­ბა. გარ­და­ტე­ხის პე­რი­ოდ­თან ერ­თად, არ­სე­ბობს მო­ზარ­დის სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რო­ცა მან შე­იძ­ლე­ბა გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში ჩა­ი­დი­ნოს და­ნა­შა­უ­ლი, ხო­ლო სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, იგი და­ნა­შა­ულს აღარ ჩა­ი­დენს.

ანა­ლიზ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მი­ერ, სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ასაკს მიღ­წე­ვის შემ­დეგ, ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ, გვიჩ­ვე­ნებს ტენ­დენ­ცი­ას — და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, მზარ­დია 14-დან 17 წლის ჩათ­ვ­ლით. 437 არას­რულ­წ­ლოვ­ნი­დან 84-მა და­ნა­შუ­ლი 14 წლის ასაკ­ში ჩა­ი­დი­ნა, 110-მა — 15 წლის, 110-მა — 16 წლის, 133-მა კი — 17 წლის ასაკ­ში.

 ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო

ოჯახს მრა­ვა­ლი ფუნ­ქ­ცია-მო­ვა­ლე­ო­ბა აკის­რია ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ხში­რად ოჯახს უჭირს ყვე­ლა ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, შე­დე­გად კი კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ ახალ­გაზ­რ­დებს ვი­ღებთ. ოჯა­ხის სტრუქ­ტუ­რა და ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა, რაც მის წევ­რებს შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობს, ის ორი ძი­რი­თა­დი კა­ტე­გო­რიაა, რო­მე­ლიც გავ­ლე­ნას ახ­დენს მო­ზარ­დის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქცე­ვა­ზე. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა მარ­ტო მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, არა­მედ ოჯა­ხის შე­მად­გენ­ლო­ბა, არას­რუ­ლი ოჯა­ხის ფე­ნო­მე­ნი და ა.შ. მშობ­ლე­ბი­სა და მო­ზარ­დის ურ­თი­ერ­თ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რადღე­ბო ფაქ­ტო­რია კრი­ტი­კულ ასაკ­ში (15-17 წლე­ბი). არა­ერ­თ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა კავ­ში­რი მშობ­ლე­ბის უყუ­რადღე­ბო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­სა და მო­ზარ­დ­თა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქცე­ვას შო­რის. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლის მქო­ნე ოჯა­ხის წევ­რი მა­გა­ლი­თი ხდე­ბა არას­რულ­წ­ლოვ­ნის­თ­ვის.

საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რო­მელ­თაც ორი­ვე მშო­ბე­ლი ჰყავს — 90%, მხო­ლოდ ერ­თი მშო­ბე­ლი ჰყავს 9%-ს, არც ერ­თი მშო­ბე­ლი არ ჰყავს 1%-ს.

კვლე­ვე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ და­ნა­შა­უ­ლის დო­ნე გან­სა­კუთ­რე­ბით იმა­ტებს და­ბა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სო­ცი­უმ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, კრი­მი­ნო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზის სფე­რო­ში მოხ­ვ­და კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ ბავ­შ­ვ­თა ოჯა­ხე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლის აუცი­ლებ­ლო­ბაც.

ოჯა­ხის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შე­დე­გად გა­ირ­კ­ვა, რომ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა 50%-ს ჰქონ­და ოჯა­ხის ყვე­ლა ძი­რი­თა­დი სა­ჭი­რო­ე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად საკ­მა­რი­სი შე­მო­სა­ვა­ლი, 44%-ს ჰქონ­და მხო­ლოდ პირ­ვე­ლა­დი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად საკ­მა­რი­სი შე­მო­სა­ვა­ლი, ხო­ლო 3%-ის შემ­თხ­ვე­ვა­ში პირ­ვე­ლა­დი მოთხოვ­ნი­ლე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად საკ­მა­რი­სი შე­მო­სა­ვა­ლიც კი არ ჰქონ­დათ. იმ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა ოჯა­ხე­ბი, რომ­ლებ­საც შე­ეძ­ლოთ ყვე­ლა და­მა­ტე­ბი­თი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, მხო­ლოდ 3%-ია. ზე­მოთ მო­ცე­მუ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცია აშ­კა­რად მი­უ­თი­თებს, რომ კვლე­ვა­ში მოხ­ვედ­რი­ლი 437 ბავ­შ­ვის ოჯა­ხე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას შვი­ლე­ბის­თ­ვის მხო­ლოდ პირ­ვე­ლა­დი და ძი­რი­თა­დი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, აჩენ­დეს გარ­კ­ვე­უ­ლი შუ­რის გან­ც­დას იმ თა­ნა­ტოლ­თა მი­მართ, რო­მელ­თა ოჯა­ხე­ბიც ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გა­ცი­ლე­ბით მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე დგა­ნან.

ძა­ლი­ან და­ბა­ლია იმ ოჯახ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ სამ­თავ­რო­ბო თუ არა­სამ­თავ­რო­ბო ზრუნ­ვის პროგ­რა­მა­ში. ასე­თი ოჯა­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყო­ფი 437 არას­რულ­წ­ლოვ­ნი­დან მხო­ლოდ 9 იყო, რაც გან­რი­დე­ბულ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა 2%-ია.

გა­ნათ­ლე­ბა

ოჯახ­თან ერ­თად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი ენი­ჭე­ბა ისეთ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებს, რო­გო­რი­ცაა სკო­ლა და სა­მე­გობ­რო წრე. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმის გარ­კ­ვე­ვაც რამ­დე­ნად და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან არას­რულ­წ­ლოვ­ნე­ბი ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის მიღ­მა და რო­გორ მარ­თა­ვენ თა­ვი­სუ­ფალ დროს.

გან­რი­დე­ბულ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა 77% სა­ჯა­რო სკო­ლა­ში იღებს სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია იმ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ არ იღე­ბენ გა­ნათ­ლე­ბას — 15%; ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წი­ლი — 4% კერ­ძო სკო­ლა­ში სწავ­ლობს, 3%-მა უკ­ვე გა­აგ­რ­ძე­ლა სწავ­ლა გა­ნათ­ლე­ბის უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე, ხო­ლო 1% სწავ­ლას პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­ნაგ­რ­ძობს.

იმ 422 ბავ­შ­ვი­დან, რომ­ლე­ბიც გა­ნათ­ლე­ბას იღე­ბენ, საკ­მა­ოდ და­ბა­ლია კარ­გი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი: მხო­ლოდ 34 (8%) არას­რულ­წ­ლო­ვანს ჰქონ­და კარ­გი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა, 32-ს (7%) — არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი, 309-ს (73%) — და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი; კარ­გი ყო­ფაქ­ცე­ვით გა­მო­ირ­ჩე­ო­და 46 (11%) არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი, ცუ­დად ხა­სი­ათ­დე­ბო­და 15 (4%), 317-ის (75%) ყო­ფაქ­ცე­ვა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად იქ­ნა შე­ფა­სე­ბუ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მხო­ლოდ 3%-ს (11 არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი) ჰქონ­და წე­რა-კითხ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რაც თით­ქოს არ არის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, მაგ­რამ მა­ინც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბაა. 295 არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი არა­ნა­ი­რი და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბით არ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, რაც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და 68%-ს შე­ად­გენს. ამას­თან, 295-დან 61 არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი არც სწავ­ლობ­და. სპორ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით და ხე­ლოვ­ნე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 79 (18%), რე­პე­ტი­ტორ­თან და­დის 49 (11%), სხვა სა­ხის აქ­ტი­ვო­ბებ­ში კი (პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის შე­ძე­ნა) ჩარ­თუ­ლია 14 (3%). მა­ღა­ლია იმ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რო­მელ­თაც სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის მზა­ო­ბა გა­მოთ­ქ­ვეს — კითხ­ვა­ზე: გსურთ თუ არა სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი გას­ცა 348 არას­რულ­წ­ლო­ვან­მა (80%).

სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა

437 არას­რულ­წ­ლოვ­ნი­დან 196-ს აქვს სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც გან­რი­დე­ბულ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა 45%-ს წარ­მო­ად­გენს. მათ­გან 43 არ სწავ­ლობს, 153-ს, ანუ და­საქ­მე­ბულ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა 78%-ს, სწავ­ლი­სა და სა­მუ­შა­ოს შე­თავ­სე­ბა უწევს.

ანა­ლი­ზის მიზ­ნე­ბის­თ­ვის შეს­წავ­ლი­ლი იქ­ნა იმ ბავ­შ­ვ­თა ოჯა­ხუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­თაც სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო იყო იმის გა­სარ­კ­ვე­ვად, მო­ზარ­დებს იძუ­ლე­ბით უწევთ გარ­კ­ვე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბა თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის გა­და­ნა­წი­ლე­ბა ხდე­ბა რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად, ასე­ვე, ხომ არ არი­ან ისი­ნი მოკ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას და რა აიძუ­ლებთ და­თან­ხ­მ­დ­ნენ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სა­მუ­შა­ოს.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ ოჯახ­თა ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას, ვი­თა­რე­ბა ასე­თია: 99 შემ­თხ­ვე­ვა­ში ოჯა­ხის შე­მო­სა­ვა­ლი საკ­მა­რი­სია მხო­ლოდ პირ­ვე­ლა­დი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, ხო­ლო 6 შემ­თხ­ვე­ვა­ში — არა­საკ­მა­რი­სია პირ­ვე­ლა­დი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლა­დაც კი, რაც ადას­ტუ­რებს იმ ფაქტს, რომ 54% შემ­თხ­ვე­ვა­ში ბავ­შ­ვებს ოჯა­ხის და­სახ­მა­რებ­ლად უწევთ მუ­შა­ო­ბა; 88 შემ­თხ­ვე­ვა­ში ოჯა­ხის შე­მო­სა­ვა­ლი საკ­მა­რი­სია ძი­რი­თა­დი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, ხო­ლო 3 შემ­თხ­ვე­ვა­ში — ყვე­ლა სხვა და­მა­ტე­ბი­თი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლა­დაც.

კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი

ან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა

კრი­მი­ნო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანი გა­რე­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქცე­ვის გა­მომ­წ­ვევ ფაქ­ტო­რად იქ­ცეს, არას­რულ­წ­ლო­ვან­თა ფი­ზი­კუ­რი, გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნეა, მა­თი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა.

ავად­მ­ყო­ფო­ბის ან ფი­ზი­კუ­რი ნაკ­ლის გა­მო, არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ცინ­ვის ობი­ექ­ტი გახ­დეს, რაც, თა­ვის მხრივ, შე­იძ­ლე­ბა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქცე­ვის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბელ გა­რე­მო­ე­ბას წარ­მო­ად­გენ­დეს.

კვლე­ვის სა­მიზ­ნე 437 არას­რულ­წ­ლოვ­ნი­დან ფი­ზი­კურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა 69-ს (16%) ჰქონ­და, 368-ს (84%) ფი­ზი­კურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და. ზე­მოთ მი­თი­თე­ბულ 69 შემ­თხ­ვე­ვა­ში ყვე­ლას აღე­ნიშ­ნე­ბო­და სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის კლი­ნი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბა (თირ­კ­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, ას­თ­მუ­რი და ალერ­გი­უ­ლი ხა­სი­ა­თის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, დი­ა­ბე­ტი და სხვა). არც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ აღი­ნიშ­ნა ფი­ზი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა­ი­მე სა­ხის პრობ­ლე­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ფსი­ქი­კურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებს, 437 არას­რულ­წ­ლოვ­ნი­დან ფსი­ქი­კურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა 13-ს (3%) აღ­მო­აჩ­ნ­და. მათ, სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მით, აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ აზ­როვ­ნე­ბის, მეხ­სი­ე­რე­ბი­სა და ყუ­რადღე­ბის პრობ­ლე­მე­ბი.

დეს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი ქცე­ვა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და 9 ბავ­შ­ვის­თ­ვის, რო­მელ­თა­გან 5 თვით­და­ზი­ა­ნე­ბის­კენ იყო მიდ­რე­კი­ლი, 2 — სუ­ი­ცი­დის­კენ, 2 შემ­თხ­ვე­ვა­ში კი სა­ხე­ზე იყო სუ­ი­ცი­დი­სა და თვით­და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტე­ბი ერ­თ­დ­რო­უ­ლად.

არას­რულ­წ­ლო­ვან­თა გარ­კ­ვე­ულ ნა­წილს აღე­ნიშ­ნე­ბო­და თვით­კონ­ტ­რო­ლის უნარ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. 13 (3%) არას­რულ­წ­ლოვ­ნის მი­მართ, შე­ფა­სე­ბა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აღ­ნიშ­ნავ­და, რომ არ ჰქონ­დათ თვით­კონ­ტ­რო­ლის უნა­რი; 66 (15%) არას­რულ­წ­ლოვ­ნის მი­მართ, სო­ცი­ა­ლურ­მა მუ­შაკ­მა კითხ­ვა­ზე — აქვს თუ არა არას­რულ­წ­ლო­ვანს თვით­კონ­ტ­რო­ლის უნა­რი, უპა­სუ­ხა, რომ უჭირს პა­სუ­ხის გა­ცე­მა, ხო­ლო 358-ის (82%) შემ­თხ­ვე­ვა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ თვით­კონ­ტ­რო­ლის უნა­რი აქვთ.

აზ­როვ­ნე­ბის, ყუ­რადღე­ბი­სა და მეხ­სი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი მხო­ლოდ ერ­თე­ულ შემ­თხ­ვე­ვებ­ში და­ფიქ­სირ­და, კერ­ძოდ, 437 არას­რულ­წ­ლოვ­ნი­დან 6-ს აღე­ნიშ­ნე­ბო­და აზ­როვ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, 4-ს — მეხ­სი­ე­რე­ბას­თან, 3-ს — ყუ­რადღე­ბას­თან.

ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა

ძა­ლა­დო­ბა ოჯახ­ში, სკო­ლა­სა თუ გა­რე­მო­ში, სა­დაც მო­ზარ­დი ცხოვ­რობს, დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ან­ტი­სო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ზე. გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მი­ერ, 2013 წელს, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის — „ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ — შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ფარ­თო­დაა მი­ღე­ბუ­ლი. ყო­ვე­ლი მე­ო­რე ქარ­თ­ვე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ დას­ჯის ძა­ლა­დობ­რი­ვი ფორ­მე­ბი უფ­რო ქმე­დი­თია, ვიდ­რე არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი მე­თო­დე­ბი. უფ­რო ხში­რად ქა­ლე­ბი, ვიდ­რე კა­ცე­ბი, ფიქ­რო­ბენ, რომ ბავ­შ­ვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა და­საშ­ვე­ბი დის­ციპ­ლი­ნუ­რი სას­ჯე­ლია. კვლე­ვის შე­დე­გე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, რომ თუ ძა­ლა­დო­ბა შე­უ­ფერ­ხებ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა და კითხ­ვებს არ იწ­ვევს, ეს კი­დევ უფ­რო უწყობს ხელს ძა­ლა­დო­ბის მი­მართ ტო­ლე­რან­ტო­ბის დო­ნის ზრდას. შე­დე­გად, თუ ბავ­შ­ვ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ლი მა­ღა­ლია, კი­დევ უფ­რო მა­ღა­ლია ძა­ლა­დო­ბის მი­მართ ტო­ლე­რან­ტო­ბის დო­ნე.

გან­რი­დე­ბულ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მა­გა­ლით­ზე, კრი­მი­ნო­ლო­გი­ურ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა რომ კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი იყო ან თვი­თონ ჰქო­ნია ძა­ლა­დობ­რი­ვი ქცე­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა. 437 არას­რულ­წ­ლოვ­ნი­დან 372 (75%) არ ყო­ფი­ლა ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი, 13-ის (3%) მი­მართ არა­სე­ბობს ძა­ლა­დო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეჭ­ვი, და­ნარ­ჩე­ნი 86-ის (20%) მი­მართ კი, დას­ტურ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ძა­ლა­დო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფაქ­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებს — კვლე­ვის თა­ნახ­მად, 324-ს (74%) არ ჰქონ­და ძა­ლა­დობ­რი­ვი ქცე­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა, 9-ის (2%) მი­მართ არ­სე­ბობს ძა­ლა­დობ­რი­ვი ქცე­ვის გა­მოც­დი­ლე­ბის ეჭ­ვი, ხო­ლო 104-ს (24%) ჰქონ­და სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ძა­ლა­დობ­რი­ვი ქცე­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა.

და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე

რო­გორც კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ არას­რულ­წ­ლოვ­ნებ­თან, ასე­ვე ზრდას­რულ პი­რებ­თან ფარ­თოდ არის გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ალ­კო­ჰო­ლი­სა და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბა. ან­ტი­სო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვის ჩა­დე­ნი­სას, უარ­ყო­ფით ფაქ­ტო­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აზარ­ტულ თა­მა­შებ­სა და კომ­პი­უ­ტე­რულ თა­მა­შებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, კრი­მი­ნო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზის მიზ­ნე­ბის­თ­ვის შეს­წავ­ლილ იქ­ნა არას­რულ­წ­ლო­ვან­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვა მავ­ნე ჩვე­ვე­ბი­სად­მი.

კვლე­ვის შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა: ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შე­ფა­სე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, არას­რულ­წ­ლო­ვან­თა 90%-ზე მეტს არ გა­აჩ­ნია არა­ნა­ი­რი მავ­ნე ჩვე­ვა, მხო­ლოდ 5%-ის შემ­თხ­ვე­ვა­ში (20 არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი) გა­მო­იკ­ვე­თა ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ასე­ვე 5%-ის შემ­თხ­ვე­ვა­ში (20 არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი) სა­ხე­ზე გვქონ­და ალ­კო­ჰო­ლურ სას­მე­ლებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, კომ­პი­უ­ტე­რულ თა­მა­შებ­ზე — 3% (14 არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი) და აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე — მხო­ლოდ 1% (3 არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი).

რო­გორც ვხე­დავთ, მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძა­ლი­ან და­ბა­ლია, რაც მე­ტად ზრდის, სწო­რი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ვი­თა­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და ამ­ცი­რებს გან­მე­ო­რე­ბი­თი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის რისკს.

და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თა­ნა­ტო­ლებ­თან და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან

თა­ნა­ტო­ლებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეს­წავ­ლი­სას გა­მო­იკ­ვე­თა, რომ გან­რი­დე­ბულ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა 98%-ს თა­ნა­ტო­ლებ­თან და­დე­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბის თა­ნახ­მად, მხო­ლოდ 2-მა არას­რულ­წ­ლო­ვან­მა და­ა­ფიქ­სი­რა თა­ნა­ტოლ­თა მი­მართ უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ხო­ლო 5-მა — ნე­იტ­რა­ლუ­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის არას­რულ­წ­ლოვ­ნი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, აღ­ნიშ­ნუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თა­ვად არას­რულ­წ­ლოვ­ნის შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ნი­საზღ­ვ­რა. გან­რი­დე­ბულ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა 93% (408 არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი) თვლის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მის­და­მი და­დე­ბი­თად არის გან­წყო­ბი­ლი, 6%-ს (27 არას­რულ­წ­ლო­ვანი) მი­აჩ­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მის მი­მართ ნე­იტ­რა­ლუ­რა­დაა გან­წყო­ბი­ლი, მხო­ლოდ 1% (2 არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი) ამ­ბობს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მის მი­მართ უარ­ყო­ფი­თა­დაა გან­წყო­ბი­ლი.

და­ნა­შა­უ­ლის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა

ის, თუ რა კუთხით უნ­და წა­რი­მარ­თოს კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ ბავ­შ­ვ­თან მუ­შა­ო­ბა, ზო­გა­დად რო­გორ და­ი­გეგ­მოს პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ბევ­რა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მი­ერ და­ნა­შა­უ­ლის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას­თან. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც ბავ­შ­ვი იმ­პულ­სუ­რად მოქ­მე­დებს და ვერც კი აც­ნო­ბი­ე­რებს რა არის და­ნა­შა­უ­ლი. ამის შე­სა­ხებ ისი­ნი თა­ვად სა­უბ­რო­ბენ სხვა­დას­ხ­ვა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში. და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცია ბევ­რა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მათ­თ­ვის სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა­ზე.

და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბა არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სით გან­რი­დე­ბის ერთ-ერთ სა­ვალ­დე­ბუ­ლო პი­რო­ბას წარ­მო­ად­გენს. ვი­ნა­ი­დან კვლე­ვა გან­რი­დე­ბულ­თა მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და, ყვე­ლა არას­რულ­წ­ლო­ვან­მა, სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი მიზ­ნე­ბის­თ­ვის, აღი­ა­რა ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი. თუმ­ცა, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, შე­ნიშ­ნავს, რომ არას­რულ­წ­ლოვ­ნებს, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, უჭირთ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა. 437 გან­რი­დე­ბუ­ლი არას­რულ­წ­ლოვ­ნი­დან 308, სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკ­თან, ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს მთლი­ა­ნად აღი­ა­რებს, 123 — ნა­წი­ლობ­რივ, ხო­ლო 6 — სა­ერ­თოდ არ აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს. ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად იკ­ვე­თე­ბა გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მა. არას­რულ­წ­ლოვ­ნე­ბი, სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის მიზ­ნე­ბის­თ­ვის, აღი­ა­რე­ბენ და არ უარ­ყო­ფენ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბას, მაგ­რამ, ვი­ნა­ი­დან მა­თი ეს ქმე­დე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­თაა ნა­კარ­ნა­ხე­ვი, უჭირთ გა­გე­ბა რა­ტომ უნ­და აიღონ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა შე­დეგ­ზე და თა­ვის მარ­თ­ლე­ბის უამ­რა­ვი არ­გუ­მენ­ტი აქვთ, რაც ვლინ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკ­თან.

კვლე­ვას ის ძი­რი­თა­დი მიგ­ნე­ბე­ბიც ახ­ლავს, რაც მო­ნა­ცემ­თა გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა, აქ­ვეა რე­კო­მენ­და­ცი­აც: მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, კვლე­ვას და­ე­მა­ტოს კი­დევ ერ­თი კომ­პო­ნენ­ტი — კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა წარ­სუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ­ლის დრო­საც უნ­და გა­ა­ნა­ლიზ­დეს არა მარ­ტო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ასაკს მიღ­წე­ვის შემ­დეგ ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბე­ბი, არა­მედ 14 წლამ­დე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­თხ­ვე­ვე­ბიც.

გან­რი­დე­ბულ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში ის ბავ­შ­ვე­ბი ექ­ცე­ვიან, რო­მელ­თაც, მარ­თა­ლია, გა­მო­ავ­ლი­ნეს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა, მაგ­რამ მათ­თან მუ­შა­ო­ბა გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვია, რადგან არ არი­ან წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თ­ლე­ვე­ბი, არ იყ­ვ­ნენ წარ­სულ­ში ჩარ­თუ­ლე­ბი გან­რი­დე­ბა-მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში, მათ მი­ერ ჩა­დე­ნი­ლია ნაკ­ლე­ბად მძი­მე და მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლე­ბი. კრი­მი­ნო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზის სრულ­ყო­ფი­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის იმ ბავ­შ­ვ­თა მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ­ლე­ბიც სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ეც­ნენ.

მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა
სა­ქარ­თ­ვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი „გან­რი­დე­ბულ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა ზო­გა­დი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის კვლე­ვის“ მიხედვით

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები