30 იანვარი, ხუთშაბათი, 2025

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მიერ 2024 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

spot_imgspot_img
2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მი­ერ და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი:

ცენ­ტ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით

☑️ 2021-2023 წლის პე­რი­ოდ­ზე შე­მუ­შავ­და ცენ­ტ­რის სტრა­ტე­გი­ის შუ­ა­ლე­დუ­რი შე­ფა­სე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ფა­სე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ტექ­ნი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სა­ჯა­რო მმარ­თ­ვე­ლო­ბის რე­ფორ­მის (PAR) სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტებ­მა და ად­გი­ლობ­რივ­მა კონ­სულ­ტან­ტ­მა. აქ­ტი­ვო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, მიზ­ნე­ბი­სა და ამო­ცა­ნე­ბის მი­ხედ­ვით, შე­ფას­და მიმ­დი­ნა­რე სტრა­ტე­გია და გა­მოვ­ლინ­და გა­მოწ­ვე­ვე­ბი და გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. შე­ფა­სე­ბის დო­კუ­მენ­ტ­ში ასა­ხუ­ლია ცენ­ტ­რის მიღ­წე­ვე­ბი, სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კე­ბი და შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლია მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. ცენ­ტ­რი შე­დე­გებს გა­მო­ი­ყე­ნებს გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ შო­რის, ახა­ლი ხუთ­წ­ლი­ა­ნი სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბი­სას;

☑️ ცენ­ტ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ENQA- ექ­ს­პერ­ტ­თა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და „გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­სა და ცენ­ტ­რის დე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ცენ­ტ­რის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ზრდას, ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის და­ნიშ­ვ­ნი­სა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის მკა­ფი­ოდ დად­გე­ნას და ცენ­ტ­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს კი­დევ უფ­რო მე­ტი მმარ­თ­ვე­ლო­ბი­თი ფუნ­ქ­ცი­ე­ბით აღ­ჭურ­ვას.

☑️ 2024 წელს სრუ­ლად და­ი­ნერ­გა თა­ნამ­შ­რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა. შე­ფა­სე­ბის წე­სის თა­ნახ­მად, შე­ფა­სე­ბას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლია თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის 100%;

☑️ გან­ხორ­ცი­ელ­და ცენ­ტ­რის მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა კმა­ყო­ფი­ლე­ბის კვლე­ვა 5 მი­მარ­თუ­ლე­ბით –  უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის გეგ­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის სერ­ვი­სი; ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მოს­წავ­ლე­თა ზღვრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რ­დის და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სერ­ვი­სი; ად­რე­უ­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ან/და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პირ­ვე­ლი სტან­დარ­ტის და­ნერ­გ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი; უცხო­ეთ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში მი­ღე­ბუ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის სერ­ვი­სი. მე­თო­დო­ლო­გი­ის შე­სა­ბა­მი­სად შეგ­როვ­და მო­ნა­ცე­მე­ბი, გა­ა­ნა­ლიზ­და და მომ­ზად­და კვლე­ვის ან­გა­რი­შის დო­კუ­მენ­ტე­ბი;

☑️ ბიზ­ნეს­პ­რო­ცე­სე­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ნუს­ხის შე­სა­ბა­მი­სად, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მუ­შა­ო­ბა მათ აღ­წე­რა­ზე. 60 ბიზ­ნეს­პ­რო­ცე­სი­დან  მიმ­დი­ნა­რე წელს აღი­წე­რა 42 ბიზ­ნეს­პ­რო­ცე­სი, დარ­ჩე­ნი­ლი პრო­ცე­სე­ბის აღ­წე­რა 2025 წელს დას­რულ­დე­ბა.

ცენ­ტ­რის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა

☑️ 2024 წელს ცენ­ტ­რი გახ­და პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის (EVBB) წევ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია. EVBB წარ­მო­ად­გენს პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის ევ­რო­პულ ასო­ცი­ა­ცი­ას, რომ­ლის მი­ზა­ნია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხობ­რი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში და ევ­რო­პულ დო­ნე­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბა, ქვეყ­ნის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია პრო­ფე­სი­უ­ლი  გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის კუთხით. ასე­ვე, ის ხელს უწყობს ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას;

☑️ მოხ­და „უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის აღი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ“ გლო­ბა­ლუ­რი კონ­ვენ­ცი­ის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა. კონ­ვენ­ცი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ხელ­შეწყო­ბა და გაძ­ლი­ე­რე­ბა. ასე­ვე, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მიზ­ნით, რე­გი­ონ­თა­შო­რი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის, პო­ლი­ტი­კი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა;

☑️ ცენ­ტ­რის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლე­ბი ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის სა­მუ­შაო ჯგუ­ფებ­ში. კერ­ძოდ, ცენ­ტ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად იყ­ვ­ნენ ჩარ­თულ­ნი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის, დიპ­ლო­მის აღი­ა­რე­ბის, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ზო­მი­ლე­ბის სა­მუ­შაო ჯგუ­ფებ­ში;

☑️ ცენ­ტ­რ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ჰო­ლან­დი­ი­სა და იტა­ლი­ის ENIC-NARIC ცენ­ტ­რე­ბის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტ­ში, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფ­და ENIC-NARIC ცენ­ტ­რებ­ში აღი­ა­რე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სტან­დარ­ტე­ბი­სა და გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის კონ­ცეფ­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას. პრო­ექ­ტი ეფუძ­ნე­ბა ლი­სა­ბო­ნის აღი­ა­რე­ბის კონ­ვენ­ცი­ის (LRC) კრი­ტე­რი­უ­მებს. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მომ­ზად­და ცენ­ტ­რის თვით­შე­ფა­სე­ბის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც 6 სტან­დარ­ტი­სა­გან შედ­გე­ბა. თვით­შე­ფა­სე­ბის გან­ხილ­ვა უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. სა­ბო­ლოო ან­გა­რიშ­ში მო­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს ცენ­ტ­რი სა­მო­მავ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს;

☑️ გა­ფორ­მ­და ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი ცენ­ტ­რ­სა და დი­დი ბრი­ტა­ნე­თის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს (QAA) შო­რის;

☑️ გა­ნახ­ლ­და მე­მო­რან­დუ­მე­ბი ცენ­ტ­რ­სა და გერ­მა­ნი­ის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­სა (AQAS) და ეს­ტო­ნე­თის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს შო­რის.

ცენ­ტ­რ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა

☑️ სა­ხელ­მ­წი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა –   27,190 დო­კუ­მენ­ტის აპოს­ტი­ლით და­მოწ­მე­ბა/ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით;

☑️ უცხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა — 20,156 დო­კუ­მენ­ტი;

☑️ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი/სა­ერ­თო სა­მა­გის­ტ­რო გა­მოც­დე­ბის გავ­ლის გა­რე­შე ჩა­რიცხ­ვა —  14,013 დო­კუ­მენ­ტი;

☑️ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ცე­მუ­ლი დო­კუ­მენ­ტის ნამ­დ­ვი­ლო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა — 2,001 დო­კუ­მენ­ტი;

☑️ უცხო­ე­თის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ ცნო­ბა – 586 დო­კუ­მენ­ტი;

☑️ ლიკ­ვი­დი­რე­ბულ ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­შეწყ­ვე­ტილ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა – 109 დო­კუ­მენ­ტი;

☑️ ლი­ცენ­ზი­რე­ბულ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჩა­რიცხუ­ლი პი­რე­ბის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო აღი­ა­რე­ბა – 4 დო­კუ­მენ­ტი;

☑️ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის – დევ­ნი­ლე­ბის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა – 20 დო­კუ­მენ­ტი;

☑️ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა – 2 დო­კუ­მენ­ტი;

☑️ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი 79 დიპ­ლო­მის მომ­ზა­დე­ბა;

☑️ ენობ­რი­ვი სის­წო­რის თვალ­საზ­რი­სით, ცენ­ტ­რის მი­ერ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მკაც­რი აღ­რიცხ­ვის დო­კუ­მენ­ტის პრო­ექ­ტი – 113 დო­კუ­მენ­ტი;

☑️ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­ერ აღი­ა­რე­ბუ­ლი უცხო ქვეყ­ნის ან სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მე­ბის მი­ხედ­ვით სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი სრუ­ლი ზო­გა­დი ან მი­სი ეკ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ნამ­დ­ვი­ლო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა – 5 დო­კუ­მენ­ტი.

ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბა

☑️ 2024 წელს, დამ­ტ­კიც­და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის  გან­რი­გი, რომ­ლი­თაც გა­ნი­საზღ­ვ­რა 2025-2030 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლის რი­გი­თო­ბა. გან­რი­გი და­ე­ფუძ­ნა 2023 წელს და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბის შე­დე­გე­ბის ანა­ლიზს. შე­სა­ბა­მი­სად, 2025 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცესს პირ­ვე­ლად გა­ივ­ლის 240 სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი;

☑️ 2024 წელს, ჩარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით, ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუ­სისა და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რე­ბის­თ­ვის, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბისა და რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თ­ვის ჩა­ტარ­და ტრე­ნინ­გე­ბი და ვორ­ქ­შო­პე­ბი, სტან­დარ­ტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ში­ნა­არ­სობ­რივ და პრო­ცე­დუ­რულ სა­კითხებ­ზე;

☑️ 6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და სი­მუ­ლა­ცი­უ­რი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი, რომ­ლის შე­დე­გე­ბიც  ცენ­ტ­რ­მა გა­მო­ი­ყე­ნა ჩარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის;

☑️ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რის ფარ­გ­ლებ­ში, მომ­ზად­და 12 მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი დო­კუ­მენ­ტი;

☑️ ყვე­ლა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­დამ­ზად­და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის I და III სტან­დარ­ტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სა­კითხებ­ში.

 ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბა

☑️ 2024 წელს 113-მა სა­ჯა­რო ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ გა­ი­ა­რა ავ­ტო­რი­ზა­ცია. 2023-2024 წლებ­ში ავ­ტო­რი­ზა­ცია გა­ი­ა­რა 452-მა სა­ჯა­რო ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ;

☑️ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის ჩა­ტარ­და მხარ­დამ­ჭე­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი თვით­შე­ფა­სე­ბი­სა და სა­ავ­ტო­რი­ზა­ციო გა­ნაცხა­დის მომ­ზა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით;

☑️ ჩა­ტარ­და ტრე­ნინ­გე­ბი ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი კერ­ძო და სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის­თ­ვის თე­მა­ზე —  „ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში პრო­ცე­სე­ბის მარ­თ­ვა და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მა“;

☑️ ჩა­ტარ­და ტრე­ნინ­გი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ექ­ს­პერ­ტე­ბის­თ­ვის თე­მა­ზე: „ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მის ფარ­გ­ლებ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაზ­რ­დის მხარ­და­ჭე­რა“;

☑️ გან­ხორ­ცი­ელ­და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტე­ბი­სა და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა;

☑️ გან­ხორ­ცი­ელ­და Cambridge International Education-ის საზღ­ვარ­გა­რეთ აღი­ა­რე­ბუ­ლი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის – Cambridge Pathway-ის ხე­ლა­ხა­ლი აღი­ა­რე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, აგ­ვის­ტოს თვე­ში, გა­ფორ­მ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ცენ­ტ­რ­სა და Cambridge International Education-ს შო­რის;

☑️ 2024 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და ამე­რი­კუ­ლი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის American International Accreditation Protocol აღი­ა­რე­ბა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც, მიმ­დი­ნა­რე წლის დე­კემ­ბერ­ში, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორ­მ­და ცენ­ტ­რ­სა და Cognia-ს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას შო­რის.

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბა

☑️ 2024 წელს ავ­ტო­რი­ზა­ცია გა­ი­ა­რა სამ­მა პრო­ფე­სი­ულ­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ (ახა­ლი კო­ლე­ჯე­ბი);

☑️ ასე­ვე, 21-მა (20 სა­ჯა­რო და ერ­თი კერ­ძო) ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ მო­ი­პო­ვა პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა;

☑️ გან­ხორ­ცი­ელ­და პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის/პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის/იური­დი­უ­ლი პი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით;

☑️ გან­ხორ­ცი­ელ­და პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი ვი­ზი­ტე­ბი, რა­მაც კი­დევ უფ­რო მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლებს, რომ ერ­თ­მა­ნეთს გა­უ­ზი­ა­რონ მათ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებ­ში და­ნერ­გი­ლი სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კე­ბი;

☑️ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში, სა­უ­კე­თე­სო ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით გრძელ­დე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ქსე­ლის (EQAVET) ინ­დი­კა­ტო­რე­ბის მი­ხედ­ვით. დღეს­დღე­ო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს რვა EQAVET ინ­დი­კა­ტო­რის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტებ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის პრო­ცე­სი (ჯამ­ში, EQAVET ინ­დი­კა­ტო­რე­ბი მო­ი­ცავს 10 ინ­დი­კა­ტორს);

☑️ 2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ყო­ველ­წ­ლი­უ­რი 360-გრა­დუ­სი­ა­ნი თვით­შე­ფა­სე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცე­სის მხარ­და­ჭე­რა. 2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მის პი­ლო­ტი­რე­ბა 76 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბა

☑️ 2024 წელს კლას­ტე­რუ­ლი შე­ფა­სე­ბა გა­ი­ა­რა და აკ­რე­დი­ტა­ცია მი­ე­ნი­ჭა სხვა­დას­ხ­ვა უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნილ უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის 22 კლას­ტერს (100-მდე უმაღ­ლე­სი სა­გან­მან­თ­ლებ­ლო პროგ­რა­მა). ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბა გა­ი­ა­რა და აკ­რე­დი­ტა­ცია მი­ე­ნი­ჭა სხვა­დას­ხ­ვა უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის 70-მდე უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას. ავ­ტო­რი­ზა­ცია გა­ი­ა­რა 25-მა უმაღ­ლე­სმა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ;

☑️ ცენ­ტ­რის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის შე­დე­გად, უცხო­უ­რი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის 3 უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას მი­ე­ნი­ჭა სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცია;

☑️ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ გაგ­რ­ძელ­და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის შე­ფა­სე­ბის ჩარ­ჩო დო­კუ­მენ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა და მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტოს თვე­ში, დამ­ტ­კიც­და დო­კუ­მენ­ტი რო­მე­ლიც ად­გენს სპე­ცი­ფი­კურ კრი­ტე­რი­უ­მებ­სა და ინ­დი­კა­ტო­რებს სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მე­ბის ხა­რის­ხი­ა­ნი შე­ფა­სე­ბის­თ­ვის, რი­თაც უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი კომ­პო­ნენ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გან­ვი­თა­რე­ბა კავ­შირ­შია სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ასო­ცი­რე­ბის ფარ­გ­ლებ­ში და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ნა­კისრ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­თან;

☑️ კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­ბა­კა­ლავ­რო, მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბულ სა­ბა­კა­ლავ­რო-სა­მა­გის­ტ­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, სა­მა­გის­ტ­რო და სა­დოქ­ტო­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე ნა­წი­ლობ­რივ იქ­ნე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, ცენ­ტ­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, შე­მუ­შავ­და სწავ­ლის სფე­რო­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მელ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და კრე­დი­ტე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის წე­სი და პი­რო­ბე­ბი. კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­ნი­საზღ­ვ­რა, რომ უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია შე­ი­მუ­შა­ოს მა­გის­ტ­რა­ტუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მთლი­ა­ნად ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის ფორ­მით წარ­მარ­თ­ვას გუ­ლის­ხ­მობს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მა­გის­ტ­რა­ტუ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის ფორ­მით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბას აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე მო­ი­პო­ვებს. ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მით სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის კომ­პო­ნენ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბი­სა და გა­რე ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ფარ­გ­ლებ­ში შე­ფა­სე­ბის­თ­ვის, დაწყე­ბუ­ლია მუ­შა­ო­ბა აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტებ­ში ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის სპე­ცი­ფი­კუ­რი შე­ფა­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბი­სა და ინ­დი­კა­ტო­რე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა­ზე;

☑️ კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ი­მუ­შა­ონ არა­ნაკ­ლებ 180-კრე­დი­ტი­ა­ნი ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი (ბიზ­ნე­სი­სა და ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის და ხე­ლოვ­ნე­ბის სწავ­ლის სფე­რო­ებ­ში) და არა­ნაკ­ლებ 60-კრე­დი­ტი­ა­ნი სა­მა­გის­ტ­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბიზ­ნე­სი­სა და ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის ვიწ­რო სფე­რო­ში მა­გის­ტ­რის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნე­ბის­თ­ვის, არა მხო­ლოდ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის EMBA პროგ­რა­მე­ბის­თ­ვის. გა­ნი­საზღ­ვ­რა აღ­ნიშ­ნულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე ჩა­რიცხ­ვის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი წი­ნა­პი­რო­ბე­ბი, რაც გუ­ლის­ხ­მობს, რომ ამ პროგ­რა­მა­ზე ჩა­რიცხ­ვის წესს და პი­რო­ბებს გან­საზღ­ვ­რავს შე­სა­ბა­მი­სი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა.

კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა

☑️ 2024 წელს და­იწყო და 2025 წელს გაგ­რ­ძელ­დე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­ეს­ტ­რის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სი. აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბის დას­რუ­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ნი­ჭე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ამ პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბა ხელს შე­უწყობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­ერ გა­ცე­მუ­ლი დიპ­ლო­მე­ბის საზღ­ვარ­გა­რეთ აღი­ა­რე­ბის პრო­ცე­სის გა­მარ­ტი­ვე­ბას და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე აღი­ა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას;

☑️ 2024 წელს და­იწყო და გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო­სა და სწავ­ლის სფე­რო­ე­ბის კლა­სი­ფი­კა­ტო­რის ევ­რო­პულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს­თან რე­ფე­რენ­სი­რე­ბი­სა და თვით­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სი. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბა 2026 წლის­თ­ვის იგეგ­მე­ბა. მო­ცე­მუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რა­თა მოხ­დეს ეროვ­ნულ დო­ნე­ზე არ­სე­ბუ­ლი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ჩარ­ჩო­სა და სწავ­ლის სფე­რო­ე­ბის კლა­სი­ფი­კა­ტო­რის თავ­სე­ბა­დო­ბის დად­გე­ნა ევ­რო­პულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს­თან. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ევ­რო­პის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის აღ­მას­რუ­ლე­ბელ სა­ა­გენ­ტო­სა (EACEA) და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს შო­რის საგ­რან­ტო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე;

☑️ სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მუ­შა­ო­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბი­სა და გა­ნახ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, 2024 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით, ჯა­მუ­რად, უკ­ვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია 81 უმაღ­ლე­სი დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, აქე­დან, 2024 წელს შე­მუ­შავ­და და დამ­ტ­კიც­და 19 უმაღ­ლე­სი დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით, 2024 წელს გა­ი­მარ­თა 28 სა­კონ­სულ­ტა­ციო შეხ­ვედ­რა და 205 სა­მუ­შაო (საბ­ჭოს)შეხ­ვედ­რა;

☑️ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან, ად­გი­ლობ­რივ და უცხო­უ­რ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მეც­ნი­ე­რო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ქსე­ლე­ბის ასო­ცი­ა­ცია „გრე­ნა“-სთან ერ­თად, ჩარ­თუ­ლია „ერაზ­მუს+“-ის პრო­ექ­ტ­ში „მიკ­როკ­რე­დი­ტე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და სომ­ხე­თის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მე­ბის­თ­ვის – სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ის შუ­ქუ­რა (Micro-GEAR)“. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი მო­ი­ცავს პარ­ტ­ნი­ო­რებს სომ­ხე­თი­დან, იტა­ლი­ი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან და ეს­პა­ნე­თი­დან. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­მუ­შავ­და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის პა­კე­ტი;

☑️ 2024 წელს ცენ­ტ­რის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მე­დი სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი აქ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გან­ხორ­ცი­ელ­და ეროვ­ნუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო­სა და სწავ­ლის სფე­რო­ე­ბის კლა­სი­ფი­კა­ტო­რის მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ყო­ველ ხუთ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცეს­ში შექ­მ­ნილმა სა­მუ­შაო ჯგუ­ფებ­მა, მო­ნი­ტო­რინ­გის გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად შე­ი­მუ­შა­ვეს მო­ნი­ტო­რინ­გის ან­გა­რი­ში. ან­გა­რიშ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით მომ­ზად­და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის პა­კე­ტი. ან­გა­რი­ში და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის პა­კე­ტი შე­თან­ხ­მ­და ცენ­ტ­რის მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს­თან და ცენ­ტ­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან.

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები