10 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

განათლების ფორუმი 2025 დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისათვის

spot_imgspot_img

განათლების ფორუმი 2025 გაიმართა 3 ივლისს, ექსპო ჯორჯიაში, სულაკაურის გამომცემლობის ორგანიზებით, რომელიც განკუთვნილი იყო დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისათვის.

ფორუმს დაესწრო 200-მდე პედაგოგი და მოწვეული სტუმრები, განათლების ექსპერტები და დაინტერესებული პირები.

ფორუმის მიმდინარეობისას სულაკაურის გამომცემლობის სახელმძღვანელოს ავტორებმა ისაუბრეს იმ მეთოდოლოგიებსა და გამოყენებულ პრაქტიკებზე, რომლებიც ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესოა პედაგოგებისათვის.

ასევე, ფორუმის ერთ-ერთი მომხსენებელი გახლდათ პავლე თვალიაშვილი, რომლის თემაც ეთმობოდა ყველასათვის საინტერესო საკითხის – პასუხისმგებლიანი ადამიანის აღზრდა XXl საუკუნეში.

დანარჩენი მომხსნებლები და თემები:

ნინო გორდელაძე – მშობლიური ენის სწავლების თავისებურებანი;

მარიამ ტატიშვილი – სადაც რიცხვები ამბებს ჰყვებიან;

დიმიტრი პოპოვი – ტექნოლოგიური სწავლების ინოვაციური მიდგომები და პრაქტიკული გამოყენება;

მაია ბლიაძე – პროექტული სწავლების მნიშვნელობა ბუნებისმცოდნეობაში;

ნანა იოსელიანი, სოფიო ქებურია – ხელოვნების სწავლება დაწყებით საფეხურზე.

განათლების ფორუმის მეორე ნაწილი ეთმობოდა კამპანია „მადლობა მასწავლებელოს“ დაჯილდოებას, სადაც გამოვლინდა 2025 წლის საუკეთესო ათეული და მათ გადაეცათ პრიზები როგორც გამომცემლობისგან, ისე კამპანიის პარტნიორი კომპანიებისგან. წელს პირველად მიეცა კამპანიას კონკურსის სახე, რომლის ფარგლებშიც 150 აპლიკაცია შემოვიდა და მათგან ჟიურიმ საუკეთესო ათეული შეარჩია.

ჟიურის წევრები:

ნატო ინგოროყვა

ალექსანდრე ლორთქფინიძე

თეონა ბექიშვილი

დავით წამალაშვილი

ზაქარია ქიტიაშვილი

კამპანიის სპონსორები:

ο საქართველოს ბანკი

ο საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია

ο ექსპერიმენტორიუმი

ο ისი პარი

2025 წლის მადლობა მასწავლებელოს ათეული:
  1. ლელა კოტორაშვილი – ქართული ენა და ლიტერატურა, თბილისის №59 საჯარო სკოლა
  2. ნუგზარ სადიკოვი – სამოქალაქო განათლება, თბილისის №55 საჯარო სკოლა
  3. მიხეილ ლაბარტყავა – ქიმია, საერო გიმნაზია შავნაბადა
  4. ელისო აბრამიშვილი – ქიმია, საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის №2 საჯარო სკოლა
  5. ნათია ნარსავიძე – ინგლისური ენა, დმანისის №3 საჯარო სკოლა
  6. დიმიტრი პოპოვი – კომპიუტერული ტექნოლოგიები, სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა
  7. თამარ ცანავა – ინგლისური ენა, თბილისის №178 საჯარო სკოლა
  8. თინათინ გიორგაძე – ქართული ენა და ლიტერატურა, ქალაქ ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის სკოლა
  9. ნესტან კუბლაშვილი – ქართული ენა და ლიტერატურა, თბილისის №172 საჯარო სკოლა
  10. რუსუდან ლომთაძე – ინგლისური ენა, ქალაქ ქუთაისის აფხაზეთის №5 საჯარო სკოლა
spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება