1 თებერვალი, შაბათი, 2025

განათლების მინისტრის მილოცვა

spot_imgspot_img

გიორგი ამილახვარი: ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ სტუდენტობას და წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების ახალ, ძალიან მნიშვნელოვან, თავგადასავლებითა და შესაძლებლობებით სავსე ეტაპზე.

მჯერა, სკოლებში მიღებულ ცოდნას უნივერსიტეტის კედლებში კიდევ უფრო გაიღრმავებთ, მომავალში კი თქვენი პროფესიონალიზმითა და დიდი შემართებით დაიწყებთ საქართველოს უკეთეს მომავალზე ზრუნვას!

თითოეულ თქვენგანს გიწვდით მეგობრობის ხელს და გირჩევთ, რომ არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს და შეეცადოთ, აქციოთ ისინი შესაძლებლობებად. ეს არის წარმატებისა და წინსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა.

პირადად მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, სრულად ვითავისებ ჩემს პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას თითოეული თქვენგანის წინაშე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენი სტუდენტობა იყოს საინტერესო, აკადემიურად დატვირთული და შესაძლებლობებით აღსავსე.

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები