დღეს აბიტურიენტები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდას აბარებდნენ, მაგისტრანტობის კანდიდატები კი – ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობების ნაწილებში საერთო სამაგისტრო გამოცდას.
22 ივლისის სესიებზე საგამოცდო ცენტრებში გამოცხადდა 92%-მდე აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი – დარეგისტრირებულების 80%-ზე მეტი.
იყო დაგვიანების 4 შემთხვევა.
გუშინ, 21 ივლისს, აბიტურიენტები ფიზიკის გამოცდას აბარებდნენ, მაგისტრანტობის კანდიდატები კი – წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში საერთო სამაგისტრო გამოცდას.
საგამოცდო ცენტრებში გამოცხადდა 90%-მდე აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი – დარეგისტრირებულების 80%-ზე მეტი.
იყო დაგვიანების 5 შემთხვევა.
ხვალ, 23 ივლისს, 2025 წლის გამოცდები მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა ტესტირებით დასრულდება. გამოსაცდელები უცხოური ენების ლაპარაკის ნაწილის გამოცდებს ჩააბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ყველა მონაწილეს ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მითითებულ რეგისტრაციის დროს, რადგან გამოცდის სპეციფიკიდან გამომდინარე, იგი განსხვავებულია.
გისურვებთ წარმატებას!