8 სექტემბერი, კვირა, 2024

გამოცდები 2024

spot_img

დღეს აბიტურიენტები ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. დარეგისტრირებულთაგან საგამოცდო ცენტრში გამოცხადდა 87%-მდე აბიტურიენტი; იყო დაგვიანების 2 შემთხვევა.

მასწავლებლის გამოცდის მონაწილეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ასევე ისტორიის გამოცდას აბარებენ. მათგან სულ გამოცხადდა 86%-მდე აპლიკანტი; დაიგვიანა ერთმა გამოსაცდელმა.

ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის, ხოლო მასწავლებლის გამოცდა ქიმიის გამოცდით გაგრძელდება და ამით დასრულდება გამოცდები 2024. აპლიკანტები შედეგებს აგვისტოს დასაწყისში შიტყობენ.

შეგახსენებთ, რომ წელს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის გასაგრძელებლად რეგისტრაცია 47 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. მასწავლებლის გამოცდაზე 18 900-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 3 000-ზე მეტი სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი – 10 000-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი.

2024 წლის გამოცდებისათვის სულ 80 000-მდე აპლიკანტია დარეგისტრირებული.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები