24 ნოემბერი, კვირა, 2024

გამოცდები 2023

spot_img

დღეს დასრულდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, დასრულდა ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსი და საგნის მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებიც.

გამოცდები 2023 საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება 28 ივლისს:

♦ 27 ივლისს (პირველი და მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;

♦ 28 ივლისს (პირველი და მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო, 45 ათასზე მეტ რეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდებზე გავიდა 94%.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი  სოფიო გორგოძე აღნიშნავს, რომ წელს პირველი შემთხვევა იყო, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა არც ერთი აბიტურიენტი არ მოხსნილა გამოცდიდან და  მადლობას უხდის აბიტურიენტებს იმიტომ, რომ მათ ზედმიწევნით დაიცვეს ყველა საგამოცდო წესი. დაგვიანებას რაც შეეხება, ჯამში, 50-ზე მეტი იყო.

„ამ ეტაპზე, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ნაშრომების გასწორებაზე და აგვისტოს პირველი ნახევრიდან შესაძლებელი იქნება, ეტაპობრივად, შედეგების გამოცხადება. აბიტურიენტებს მინდა ვთხოვო, ყურადღება მიაქციონ, როდის დასრულდება ყველა საგნის შედეგის გამოცხადება, რადგან სწორედ ყველა საგნის შედეგის გამოცხადების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების შემოტანა,“ – ამბობს სოფიო გორგოძე.

გასული წლების მსგავსად, საგამოცდო პროცესის ადმინისტრირებაში 3 500-მდე პირია ჩართული. მათ შორის მონაწილეობენ ის ახალგაზრდებიც, რომლებიც რამდენიმე წლის წინ თავად იყვნენ აბიტურიენტები. ისინი 2023 წლის გამოსაცდელების ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან.

 

⇒ გაიცანით ლიზი ლომთათიძე – ბათუმის მეათე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის რეგისტრატორი

„19 წლის ვიყავი, როცა საგამოცდო ცენტრში დავიწყე მუშაობა, მაშინ ჯერ კიდევ პირველ კურსზე ვსწავლობდი. მეექვსე წელია, რაც ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ვარ ჩართული.

წელს დავამთავრე ბათუმის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. რადგანაც აბიტურიენტობის გზა არც ისე დიდი ხნის წინ გავიარე, განსაკუთრებით კარგად მესმის მათი. დღეს ბოლო გამოცდა ჩააბარეს, თუმცა, ვიცი, რომ სააბიტურიენტო ღელვა ამით არ სრულდება. წინ გამოცდების პირველადი შედეგებია. მინდა დავამშვიდო თითოეული და ვურჩიო, ყველა ცხოვრებისეულ გამოწვევას სათანადოდ და ღირსეულად შეხვდნენ. ახალი თაობა განსხვავებულია. აშკარაა, რომ ბევრად თავდაჯერებულნი მოდიან გამოცდებზე და ეს ფაქტი ძალიან მახარებს“.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები