აბიტურიენტები დღეს გეოგრაფიას აბარებენ. გამოცდაზე გამოცხადდა დარეგისტრირებულ აპლიკანტთაგან 84%; დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.
მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის 19 ივლისს შემდეგი გამოცდები ჩატარდა:
♦ ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);
♦ ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები);
♦ მათემატიკა (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები);
♦ ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები);
♦ აზერბაიჯანული და სომხური ენები.
საგამოცდო ცენტრებში გამოცხადდა გამოსაცდელთა 83%; დაიგვიანა სამმა გამოსაცდელმა.
👉 გისურვებთ წარმატებას!