29 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025

გამოცდების ჩატარების თარიღები

პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლების 2025 წლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლების გამოცდები პირველ დეკემბერს დაიწყება და 3 დეკემბერს დასრულდება. საგამოცდო ცენტრები თბილისსა და ქუთაისში გაიხსნება. იხილეთ მისამართები:   

  • სსიპ – ქალაქ თბილისის №177 საჯარო სკოლა – ქ.თბილისი, დავით ჯაბიძის ქ. №38 (გლდანი, მე-5 მ/რ);
  • სსიპ – ქალაქ ქუთაისის №23 საჯარო სკოლა – ქ. ქუთაისი, არაყიშვილის ქ. №15.

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას დარეგისტრირებული აპლიკანტები  ნოემბრის თვეში შეძლებენ. ბარათზე მითითებული იქნება კონკრეტული საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის კონკრეტული თარიღი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.

გამოცდების დეტალური განრიგი

მასწავლებლების დამხმარე კრებულები და პროგრამები

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება