12 მარტი, ოთხშაბათი, 2025

გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირპენის მე-17 სკოლას ესტუმრა

spot_imgspot_img

გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ქეთრინ რასელი უკრაინის ქალაქ ირპენის მე-17 სკოლას ეწვია, რომელიც აქტიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული და გაეროს ბავშვთა ფონდმა დიდი წვლილი შეიტანა სკოლის რეკონსტრუქციაში, რათა ის ქცეულიყო უსაფრთხო სივრცედ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. სკოლაში არსებული თავშესაფარი, ამჟამად, 300-მდე ადამიანს იტევს.

კეთრინ რასელმა ახალი სასწავლო წლის გახსნა მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად აღნიშნა. მან უკრაინელი ბავშვების სწავლის სურვილზე, წარმოუდგენელ გამძლეობასა და მხნეობაზე ისაუბრა.

სკოლის დირექციასთან და მასწავლებლებთან შეხვედრისას ის ასევე დაინტერესდა, როგორ ემზადება სკოლა ზამთრის პერიოდისთვის და რა არის მისი ყველაზე დიდი საჭიროებები. კეთრინ რასელმა დაარწმუნა დირექცია, რომ UNICEF გააგრძელებს სკოლებისა და განათლების მხარდაჭერას უკრაინაში – მასწავლებელთა შესაძლებლობების ამაღლებას, მოსწავლეთა და პედაგოგთა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას, შერეული სწავლებასა და საფრთხის შესახებ ინფორმირებას.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება