21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

გააგრძელე სწავლა საქართველოში – ინფორმაცია თანხის დაბრუნების თაობაზე

spot_img

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად დაუბრუნდებათ თუ:

♦ პირი  რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა გამოცდაზე;
♦ გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება;
♦ არ გამოცხადდა გამოცდაზე.
თანხის დაბრუნების თაობაზე სტუდენტებმა უნდა მომართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით 6 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის 18:00 საათამდე.
 
განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს:
ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები (ბანკის კოდი, 22 სიმბოლოსგან შემდგარი ანგარიშის ნომერი და ანგარიშის მფლობელის გვარი და სახელი);
აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის მოწმობის ასლი.
⇒  შესავსები განაცხადის ფორმა 
განცხადება უნდა წარმოადგინოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით.
თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები