24 ნოემბერი, კვირა, 2024

გა­მოც­დე­ბი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში

spot_img

დი­დი ხა­ნია, მსოფ­ლიო დარ­წ­მუნ­და: კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა, მეც­ნი­ე­რე­ბა და კულ­ტუ­რა სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის წე­სე­ბი­თა და თვით­და­ფი­ნან­სე­ბით ვერ იარ­სე­ბებს. მა­გა­ლი­თად, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ჰარ­ვარ­დის კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტიც კი ვერ არ­სე­ბობს თვით­და­ფი­ნან­სე­ბით — მის ბი­უ­ჯეტს ქველ­მოქ­მე­დე­ბა და ზოგ­ჯერ სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტიც კი ავ­სებს. გა­ნათ­ლე­ბას, მეც­ნი­ე­რე­ბა­სა და კულ­ტუ­რას სა­გან­გე­ბო და­ფი­ნან­სე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან ან­და მე­ცე­ნა­ტო­ბა სჭირ­დე­ბა. უამი­სოდ მა­თი ხა­რის­ხი სა­ვა­ლა­ლოდ დაბ­ლ­დე­ბა. ეს კი, ჯერ ერ­თი, ადა­მი­ა­ნებს ცხოვ­რე­ბას უფუ­ჭებს (ვი­ნა­ი­დან ადა­მი­ა­ნის ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი სა­ფუძ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მია). მე­ო­რეც, სა­ხელ­მ­წი­ფოს ეკო­ნო­მი­კას ბუ­მე­რან­გი­ვით უბ­რუნ­დე­ბა უკან — გა­ნათ­ლე­ბა­ში და­ზო­გი­ლი ყო­ვე­ლი ლა­რი მო­მა­ვალ­ში ას­ლა­რი­ან ზა­რალს იწ­ვევს (სხვა სა­კითხია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის ისე­დაც მცი­რე თან­ხე­ბის არ­ც­თუ მცი­რე ნა­წი­ლი არა­მიზ­ნობ­რი­ვად იხარ­ჯე­ბა).

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ერ­თი მხრივ, გა­ნათ­ლე­ბა ბიზ­ნე­სა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ანუ ფი­ნან­სუ­რი მო­გე­ბის წყა­რო­დაა ქცე­უ­ლი. მე­ო­რე მხრივ, გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა­ზეა მიგ­დე­ბუ­ლი, კერ­ძოდ — ვა­უ­ჩე­რულ და­ფი­ნან­სე­ბა­ზე. სკო­ლა თუ უნი­ვერ­სი­ტე­ტი რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო, ისე კერ­ძო და­ფი­ნან­სე­ბას მოს­წავ­ლე-სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლად იღებს. ამი­ტომ სას­წავ­ლებ­ლის კე­თილ­დღე­ო­ბა პირ­და­პი­რაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მი­სი კონ­ტინ­გენ­ტის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. ამი­ტო­მაა, რომ სას­წავ­ლე­ბე­ლი თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს/სტუ­დენტს ებღა­უ­ჭე­ბა, სას­წავ­ლე­ბელს თან­ხის არც ერ­თი შე­მომ­ტა­ნი არ ეთ­მო­ბა. ეს კი შე­უ­თავ­სე­ბა­დია სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხ­თან.

სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის პრინ­ცი­პი ზე­რე­ლედ გუ­ლის­ხ­მობს, რომ ხა­რისხს „თვი­თონ ბა­ზა­რი და­ა­რე­გუ­ლი­რებს“ — რომ ვი­თომ რაც უფ­რო მა­ღა­ლია სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი, მით უფ­რო მე­ტი კონ­ტინ­გენ­ტი ეყო­ლე­ბა სას­წავ­ლე­ბელს. მაგ­რამ ეს ნე­ო­ლი­ბე­რა­ლიზ­მის სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მაა. რო­გორც წე­სი, სას­წავ­ლებ­ლის არ­ჩე­ვი­სას, სწავ­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი ხა­რის­ხი კი არაა გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი, არა­მედ სულ სხვა ფაქ­ტო­რე­ბი: უბა­ნი, პრეს­ტი­ჟუ­ლო­ბა, მო­დუ­რი სპე­ცი­ა­ლო­ბა, რეკ­ლა­მა, წამ­ხე­დუ­რო­ბა, ოჯა­ხის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და სხვა (იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი სა­ერ­თო ვი­თა­რე­ბას ვერ შეც­ვ­ლის). უფ­რო მე­ტიც, მო­ქა­ლა­ქემ რომც მო­ი­სურ­ვოს და მარ­თ­ლაც სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის შე­სა­ბა­მი­სად აირ­ჩი­ოს სას­წავ­ლე­ბე­ლი, ამას მა­ინც ვერ შეძ­ლებს — ვერ­სად მო­ი­პო­ვებს სან­დო და მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას სწავ­ლე­ბის ნამ­დ­ვი­ლი ხა­რის­ხის შე­სა­ხებ (ეს ყო­ვე­ლი­ვე მხო­ლოდ ჭო­რე­ბის დო­ნე­ზეა).

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, დაწყე­ბუ­ლი, ალ­ბათ, სკო­ლის VII-VIII კლა­სე­ბი­დან, სწო­რედ სა­ბაზ­რო სუ­ლის­კ­ვე­თე­ბი­თაა გან­მ­ს­ჭ­ვა­ლუ­ლი — ატეს­ტა­ტე­ბის, დიპ­ლო­მე­ბის, სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბის, მას­წავ­ლე­ბელ­თა კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის, თა­ნამ­შ­რო­მელ­თა ხელ­ფა­სე­ბი­სა და დამ­ფუძ­ნე­ბელ­თა დი­ვი­დენ­დე­ბის სა­ვაჭ­რო დახ­ლა­დაა ქცე­უ­ლი.

და­ფი­ნან­სე­ბის მა­ხინ­ჯ­მა სის­ტე­მამ, სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის უვარ­გი­სო­ბას­თან ერ­თად, სა­ბო­ლო­ოდ გა­ა­ნად­გუ­რა სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ამას მწა­რედ წარ­მოგ­ვი­ჩენს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტეს­ტი­რე­ბა­თა შე­დე­გე­ბი. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის შე­დე­გი და სა­ხე არის არა ცალ­კე­უ­ლი ახალ­გაზ­რ­დის სა­ა­მა­ყო წარ­მა­ტე­ბე­ბი, არა­მედ სა­შუ­ა­ლო დო­ნე, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თ­ვე­ლო მსოფ­ლი­ოს უდაბ­ლეს 25%-შია. ამას­ვე გვიჩ­ვე­ნებს ჩვე­ნი დი­დი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. 15-20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტრე­ნინ­გე­ბი და ტეს­ტი­რე­ბე­ბი ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია ასე­უ­ლო­ბით მოს­წავ­ლის­თ­ვის, ასე­უ­ლო­ბით სტუ­დენ­ტის­თ­ვის და აგ­რეთ­ვე ათა­სე­უ­ლო­ბით სხვა­დას­ხ­ვა სპე­ცი­ა­ლო­ბის ახალ­გაზ­რ­და თუ ხნი­ე­რი უმაღ­ლეს­დამ­თავ­რე­ბუ­ლის­თ­ვის   (უმე­ტე­სად, სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის). გვაქვს მდი­და­რი სტა­ტის­ტი­კუ­რი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბას გვიჩ­ვე­ნებს. მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცოდ­ნი­სა და უნარ-ჩვე­ვა­თა სა­შუ­ა­ლო დო­ნე გა­ნუხ­რე­ლად იკ­ლებს, ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო წე­ლი­წა­დი წი­ნან­დელ­ზე უარე­სია. ეს პრო­ცე­სი ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­შირ­შია დაწყე­ბუ­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით 1970-იანი წლე­ბი­დან. მა­შა­სა­და­მე, მცდა­რია გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი აზ­რი, რომ საბ­ჭო­თა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა კარ­გი იყო (ცოდ­ნის დო­ნე კი იყო ამ­ჟა­მინ­დელ­ზე უკე­თე­სი, მაგ­რამ ეს იმი­ტომ, რომ ახ­ლა უარე­სია და არა იმი­ტომ, რომ ის კარ­გი იყო). ამ­ჟა­მად მრა­ვა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, აგ­რეთ­ვე ახალ­გაზ­რ­და მა­გის­ტ­რან­ტი და დოქ­ტო­რან­ტიც კი, სა­კუ­თარ სპე­ცი­ა­ლო­ბა­შიც კი, კარ­გი მე­ა­თეკ­ლა­სე­ლის დო­ნე­ზე ვე­რაა (მა­გა­ლი­თად, სა­ფი­ნან­სო-ეკო­ნო­მი­კუ­რი სპე­ცი­ა­ლო­ბის სტუ­დენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ პრო­ცენ­ტე­ბი და გრა­ფი­კე­ბი არ იცის წე­სი­ე­რად; ფი­ლო­ლო­გებ­მა — ზმნის პი­რის ნიშ­ნე­ბი; ის­ტო­რი­კო­სებ­მა — რე­ნე­სან­სის ხა­ნა და ასე შემ­დეგ). ეს ახალ­გაზ­რ­დე­ბი დი­სერ­ტა­ცი­ა­საც იცა­ვენ და, ვი­საც გავ­ლე­ნი­ა­ნი მფარ­ვე­ლი ჰყავს, სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა­საც იკა­ვე­ბენ; უცხო­ეთ­ში რა­ი­მე სერ­ტი­ფი­კატ­საც შო­უ­ლო­ბენ, რის შემ­დე­გაც „ექ­ს­პერ­ტე­ბად“ გვევ­ლი­ნე­ბი­ან და ღუ­პა­ვენ მრა­ვალ ადა­მი­ანს, აგ­რეთ­ვე მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მა­ვალს.

„ნა­ცე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სულ რამ­დე­ნი­მე კარ­გი ცვლი­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა (არა­საკ­მა­რი­სი, თუმ­ცა კე­თი­ლის­მ­ყო­ფე­ლი). ერთ-ერ­თი ასე­თი ცვლი­ლე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო გა­მოც­დე­ბის და­წე­სე­ბა იყო: 1) სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი გა­მოც­დე­ბი; 2) უმაღ­ლეს­ში მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი; 3) სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ რე­გუ­ლი­რე­ბად პრო­ფე­სი­ებ­ში (მას­წავ­ლე­ბე­ლი, ექი­მი, იურის­ტი) სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. გა­მოც­დე­ბის თი­თო­ე­ულ ამ წყე­ბას მრა­ვა­ლი და­უშ­ვე­ბე­ლი ხარ­ვე­ზი ჰქონ­და (რის შე­სა­ხე­ბაც მრა­ვალ­ჯერ გან­გ­ვიცხა­დე­ბია მას­მე­დი­ა­შიც, ოფი­ცი­ა­ლურ წე­რი­ლებ­შიც და სხვა­დას­ხ­ვა თათ­ბი­რებ­ზეც, თუმ­ცა ამას შე­დე­გად მხო­ლოდ ჩვე­ნი შე­ვიწ­რო­ე­ბა მოჰ­ყ­ვა…). მაგ­რამ, კე­თი­ლი ნე­ბი­სა და ნე­პო­ტიზ­მის შეზღუდ­ვის პი­რო­ბით, ეს ხარ­ვე­ზე­ბი ად­ვი­ლად გა­მოს­წორ­დე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის ნაც­ვ­ლად, სა­მი­ნის­ტ­რომ სულ გა­ა­უქ­მა სა­ხელ­მ­წი­ფო გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მის მთა­ვა­რი კარ­გი მხა­რე­ე­ბი.

1) სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბა. ე.წ. „კა­ტის“ გა­მოც­დე­ბი არ ვარ­გო­და არც ში­ნა­არ­სით და არც ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლად, ამი­ტომ ნამ­დ­ვი­ლად გა­სა­უქ­მე­ბე­ლი იყო. ასე­ვე ნამ­დ­ვი­ლად ცუ­დია სწავ­ლა გა­მოც­დის­თ­ვის. მაგ­რამ კი­დევ უფ­რო უარე­სია სულ არ­ს­წავ­ლა. ფაქ­ტია, რომ უფ­როს კლა­სებ­ში რამ­დე­ნი­მე სას­კო­ლო საგ­ნის სწავ­ლა სწო­რედ სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის და­წე­სე­ბის შემ­დეგ და­იწყეს მოს­წავ­ლე­ებ­მა, ხო­ლო რო­გორც კი ყუ­რი მოჰ­კ­რეს სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბას, მე­ო­რე დღეს­ვე თა­ვი და­ა­ნე­ბეს ამ საგ­ნე­ბის სწავ­ლას (მრა­ვალ­გან — გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დას­წ­რე­ბა­საც კი). ესაა სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ შე­პი­რე­ბუ­ლი „სკო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა“?

2) მე­ოთხე სა­ვალ­დე­ბუ­ლო მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დის გა­უქ­მე­ბა. ეს მე­ოთხე გა­მოც­და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა­ზე დარ­ჩა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ესე იგი, სას­წავ­ლებ­ლებს კა­ნო­ნი იმის უფ­ლე­ბას მის­ცემს, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტი ჩა­ი­რიცხოს: სა­მე­დი­ცი­ნო­ზე — ბი­ო­ლო­გი­ის გა­რე­შე; ფი­ლო­ლო­გი­ა­ზე — ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და თე­ო­რი­უ­ლი გრა­მა­ტი­კის გა­რე­შე; ქი­მი­ა­ზე — ქი­მი­ის გა­რე­შე და ასე შემ­დეგ. ესაა სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ შე­პი­რე­ბუ­ლი „უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა“?

3) ზო­გად უნარ­თა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბის გა­უქ­მე­ბა (იმის მა­გივ­რად, რომ სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა­შიც და­ნერ­გი­ლი­ყო ზო­გად უნარ­თა სის­ტე­მუ­რი და სის­ტე­მა­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა). სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბამ უკ­ვე და­ამ­ტ­კი­ცა: 1) ზო­გად უნარ­თა ტეს­ტის ში­ნა­არ­სი — ესაა ის რე­ა­ლუ­რი მი­ნი­მუ­მი, რო­მე­ლიც, ჯერ ერ­თი, გა­უ­ყალ­ბებ­ლა­დაა მი­საწ­ვ­დო­მი ყვე­ლა ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის; მე­ო­რეც, სა­ჭი­რო და აუცი­ლე­ბე­ლია 21-ე სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის­თ­ვის, სპე­ცი­ა­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად; 2) ზო­გად უნარ­თა ტეს­ტი ყვე­ლა სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე უფ­რო სან­დოდ ზო­მავს ახალ­გაზ­რ­დის სას­ტუ­დენ­ტო მზა­ო­ბის რე­ა­ლურ დო­ნეს — რამ­დე­ნა­დაა ახალ­გაზ­რ­და მზად უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლის­თ­ვის; თუ­კი ადა­მი­ა­ნი ვერ გა­და­ლა­ხავს ამ ტეს­ტის ბა­რი­ერს, ის თით­ქ­მის ვერც ერ­თი გან­ხ­რით ვერ შეძ­ლებს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლას; ფუ­ჭად იქ­ნე­ბა გაფ­ლან­გუ­ლი რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფოს, ისე ოჯა­ხის თან­ხე­ბი და აგ­რეთ­ვე ახალ­გაზ­რ­დის ცხოვ­რე­ბის წლე­ბი. ამი­ტომ მარ­თე­ბუ­ლი იყო, რო­დე­საც ზო­გად უნარ­თა ტეს­ტი მთა­ვარ გა­მოც­დად იყო და­წე­სე­ბუ­ლი (ერ­თხანს სუ­ლაც ამ გა­მოც­და­ზე მი­ღე­ბულ ქუ­ლა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი გრან­ტის მი­ღე­ბა-არ­მი­ღე­ბა ან მი­სი ოდე­ნო­ბა).

4) გა­მოც­დე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ბა­რი­ე­რის გა­უქ­მე­ბა (გა­მოც­დე­ბის სა­მი­ვე წყე­ბა­ში, მათ შო­რის, მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დებ­ში). მე­ოთხე გა­მოც­დაც, ზო­გად უნარ­თა ტეს­ტიც და სა­გა­მოც­დო ბა­რი­ე­რიც უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა­ზე დარ­ჩა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ეს კი უაღ­რე­სად სა­ეჭ­ვო და არამ­ყა­რი სა­ფუძ­ვე­ლია, რად­გან, რო­გორც უკ­ვე ვიმ­ს­ჯე­ლეთ, სას­წავ­ლე­ბე­ლი ფუ­ლის შემ­ტან თი­თო­ე­ულ სტუ­დენტს ებღა­უ­ჭე­ბა. ამი­ტომ სას­წავ­ლე­ბელ­თა დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა და­მა­ტე­ბი­თი გა­მოც­დე­ბი­სა და ბა­რი­ე­რე­ბის და­წე­სე­ბას მო­ე­რი­დე­ბა. ეს ყო­ვე­ლი­ვე კი სა­ბო­ლო­ოდ ნუ­ლამ­დე დას­ცემს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ისე­დაც და­ცე­მულ სწავ­ლე­ბის ხა­რისხს.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ად­რეც უდაბ­ლე­სი ბა­რი­ე­რი იყო. მა­გა­ლი­თად, ზო­გად უნარ­თა ტეს­ტის მი­ნი­მა­ლუ­რი ბა­რი­ე­რი წე­სით 40%-ია. ამა­ზე ნაკ­ლე­ბი ბა­რი­ე­რით ეს ტეს­ტი წე­სი­ე­რად ვე­ღარ მუ­შა­ობს (ისე­ვე რო­გორც სა­რეცხი მან­ქა­ნა ვერ იმუ­შა­ვებს, თუ­კი მის ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას და­ვარ­ღ­ვევთ, მა­გა­ლი­თად, თუ­კი 220-ის ნაც­ვ­ლად 120 ვოლ­ტ­ში ჩავ­რ­თავთ). ჩვენ­თან კი ბა­რი­ე­რი 27% იყო მა­შინ, რო­დე­საც ამ ტეს­ტ­ში სა­შუ­ა­ლოდ 22% პა­სუ­ხე­ბის ალალ­ბედ­ზე შე­მო­ხაზ­ვით გროვ­დე­ბა, ანუ ძნე­ლია იმის მო­ხერ­ხე­ბა, რომ ბა­რი­ე­რი ვერ გა­და­ლა­ხო, მაგ­რამ ზო­გი აბი­ტუ­რი­ენ­ტი, ზოგ გა­მოც­და­ზე, ამა­საც ახერ­ხებ­და და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის გა­რეთ რჩე­ბო­და. ამი­ტომ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში მრა­ვა­ლი ცა­რი­ე­ლი ად­გი­ლი რჩე­ბო­და, თა­ნაც ამ „მოც­დე­ნი­ლი“ ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა წლი­დან წლამ­დე იმა­ტებ­და ცოდ­ნა-გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლო დო­ნის კლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ეს კი შე­მო­სა­ვალს უკარ­გავ­და უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­საც და ნა­წი­ლობ­რივ — სა­ხელ­მ­წი­ფო­საც. მრა­ვა­ლი ოჯა­ხი გა­ნაწყე­ნე­ბუ­ლიც რჩე­ბო­და. სწო­რედ ამ გა­ნაწყე­ნე­ბი­სა და, რაც მთა­ვა­რია, ფი­ნან­სუ­რი და­ნა­კარ­გე­ბის აღ­კ­ვე­თა არის ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, რო­მელ­საც სა­მი­ნის­ტ­როს ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა ისა­ხავს. გრძელ­დე­ბა „სა­ბაზ­რო მიდ­გო­მა“, დამ­ღუპ­ველ პო­პუ­ლიზ­მ­თან ერ­თად.

კო­მუ­ნის­ტე­ბის ხა­ნა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 1,5-ჯერ მე­ტი ახალ­გაზ­რ­და ცხოვ­რობ­და, ვიდ­რე ამ­ჟა­მად, წარ­მო­ე­ბა მუ­შა­ობ­და და სპე­ცი­ა­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სი და­საქ­მე­ბა კი თით­ქ­მის 100%-იანი იყო. მა­შინ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­თა ყო­ველ­წ­ლი­უ­რი კონ­ტინ­გენ­ტის სა­ერ­თო რიცხოვ­ნე­ბა 8 ათასს არ აღე­მა­ტე­ბო­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად და აგ­რეთ­ვე იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მა­შინ­დე­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტის მომ­ზა­დე­ბის სა­შუ­ა­ლო დო­ნე ამ­ჟა­მინ­დელ­ზე გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი იყო, მა­ში­ნაც კი სტუ­დენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ფუ­ჭად აც­დენ­და უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­თა ად­გი­ლებს, რად­გან არ/ვერ სწავ­ლობ­და და ყალ­ბად იღებ­და ნიშ­ნებს. ახ­ლა შე­ვა­და­როთ: ამ­ჟა­მად, მა­სობ­რი­ვი უმუ­შევ­რო­ბი­სა და 1,5-ჯერ ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბის ახალ­გაზ­რ­დე­ბის პი­რო­ბებ­ში, კონ­ტინ­გენ­ტის სა­ერ­თო რიცხოვ­ნე­ბა 30-40 ათა­სია, ანუ ახალ­გაზ­რ­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას­თან პრო­პორ­ცი­ით 6-ჯერ მე­ტია, ვიდ­რე კო­მუ­ნის­ტე­ბის­დ­რო­ინ­დე­ლი კონ­ტინ­გენ­ტი და 12-ჯერ მე­ტია, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად სა­ჭი­რო, ოპ­ტი­მა­ლუ­რი კონ­ტინ­გენ­ტი.

ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, რამ­დე­ნი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბე­ლი სჭირ­დე­ბა 4-ჯერ 30000, ანუ 120000 ბა­კა­ლავ­რი­ანტს, კი­დევ ათა­სო­ბით მა­გის­ტ­რანტს და კი­დევ ასე­უ­ლო­ბით დოქ­ტო­რანტს? სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კვა­ლი­ფი­ცი­ურ პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ამის ნა­ხე­ვარ­საც კი ვერ გას­წ­ვ­დე­ბა. უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­თა აკ­რე­დი­ტა­ცია კი ყალ­ბი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რაა, „სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის“ კი­დევ ერ­თი წყა­როა და ნამ­დ­ვილ ხა­რის­ხ­თან შე­ხე­ბაც კი არ აქვს. რა­ტომ არ ევა­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის მას­წავ­ლე­ბელს სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა? თუ­კი მო­სა­მარ­თ­ლეს ეკად­რე­ბა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის მას­წავ­ლე­ბელს რა­ტომ არ ეკად­რე­ბა?

სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტორს, სა­მი­ნის­ტ­როს ექ­ს­პერტს, მას­წავ­ლე­ბელ­თა მწვრთნელ­სა და ტეს­ტის შემ­დ­გე­ნელს რა­ტომ არ ევა­ლე­ბა იმ გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა, რომ­ლებ­საც რი­გი­თი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი აბა­რე­ბენ? თუ­კი ჩხო­როწყუს რა­ი­ო­ნის გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და იცო­დეს პი­ა­ჟეს თე­ო­რი­ის საწყი­სე­ბი, გე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტორს რა­ტომ არ ევა­ლე­ბა? თუ­კი, არ­სე­ბუ­ლი სას­წავ­ლო სტან­დარ­ტე­ბის მოთხოვ­ნით, სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბულს ევა­ლე­ბა რო­მე­ლი­მე მა­ღა­ლი სა­აზ­როვ­ნო დო­ნის უნარ-ჩვე­ვის ფლო­ბა, იმა­ვე ახალ­გაზ­რ­დის მო­მა­ვალ ლექ­ტორს რა­ტომ არ ევა­ლე­ბა? ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბა და ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა მწვრთნელს არ სჭირ­დე­ბა?

სპე­ცი­ა­ლისტს უნ­და და­ე­ვა­ლოს დარ­გის ექ­ს­პერ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წო­დე­ბის მო­პო­ვე­ბა სა­თა­ნა­დო გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბით (მათ შო­რის, ზო­გად უნარ­თა ტეს­ტი­სა, სულ მცი­რე, რი­გი­თი აბი­ტუ­რი­ენ­ტის დო­ნე­ზე მა­ინც). ექ­ს­პერ­ტის წო­დე­ბის გა­რე­შე კი უნ­და აიკ­რ­ძა­ლოს ლექ­ტო­რო­ბა, ავ­ტო­რო­ბა, სა­მი­ნის­ტ­როს სის­ტე­მა­ში ექ­ს­პერტ-სპე­ცი­ა­ლის­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა, ტრე­ნინ­გის ჩა­ტა­რე­ბა და ტეს­ტე­ბის შედ­გე­ნა. თუ­კი არ აიკ­რ­ძა­ლე­ბა, სტუ­დენ­ტ­სა თუ მას­წავ­ლე­ბელს ის მა­ინც ეცო­დი­ნე­ბა, ნამ­დ­ვი­ლი ექ­ს­პერ­ტი ას­წავ­ლის თუ არა და უღირს თუ არა ამა­ში ფუ­ლის გა­დახ­და. ამ­გ­ვა­რი გა­მოც­დე­ბი რომ და­წეს­დეს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამ­ჟა­მად აღ­ზე­ვე­ბუ­ლი „ექ­ს­პერ­ტე­ბის“ ნა­ხე­ვა­რი მა­ინც ჩა­იჭ­რე­ბა. ამით უმე­ტე­სად მა­ინც მოგ­ვარ­დე­ბა კონ­ტინ­გენ­ტის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის პრობ­ლე­მა. ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, ასე­თი გა­მოც­დე­ბის ტეს­ტე­ბი ვი­ღამ შე­ად­გი­ნო­სო. ეს ად­ვი­ლი მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია: ზო­გად უნარ­თა ტეს­ტე­ბი უკ­ვე მრავ­ლა­დაა შედ­გე­ნი­ლი და ალალ­ბედ­ზე აირ­ჩე­ვა 2005-2017 წლე­ბის ტეს­ტე­ბი­დან (ყო­ველ­წ­ლი­უ­რად 4-5 ვა­რი­ან­ტია); ასე­ვე მრავ­ლა­დაა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ უნარ­თა ტეს­ტე­ბი და სხვა. ხო­ლო რომ­ლე­ბიც ვერ მო­ი­ძი­ე­ბა, ისი­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად უცხო­ელ სპე­ცი­ა­ლის­ტებს და უცხო­ეთ­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თ­ველ სპე­ცი­ა­ლის­ტებს შე­ვად­გე­ნი­ნოთ, მე­რე კი უკ­ვე აქა­უ­რი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბი შე­ად­გე­ნენ (სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო მხა­რე ისე­ვე მოგ­ვარ­დე­ბა, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბის, ექი­მე­ბი­სა თუ იურის­ტე­ბის სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბის დროს გვარ­დე­ბა). ძველ ჩი­ნეთ­ში, უკ­ვე VIII სა­უ­კუ­ნე­ში, და­წე­სე­ბუ­ლი იყო გა­მოც­დე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თათ­ვის.

უსაშ­ვე­ლოდ გა­ბე­რი­ლი კონ­ტინ­გენ­ტის, ანუ სა­გა­მოც­დო ბა­რი­ე­რის სა­კითხი ყვე­ლა­ზე მწვა­ვეა და მარ­თ­ლაც დამ­ღუპ­ვე­ლი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნია. ამას სა­მი არ­გუ­მენ­ტით და­ვა­სა­ბუ­თებთ. მაშ რა­ტო­მაა დამ­ღუპ­ვე­ლი ის პო­ლი­ტი­კა, რომ ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენ­ტის გას­ტუ­დენ­ტე­ბით ოჯა­ხე­ბიც გა­ვა­ხა­როთ და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბიც?

1) სა­ქარ­თ­ვე­ლო ავ­სე­ბუ­ლია უცო­დი­ნა­რი დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი ვა­ის­პე­ცი­ა­ლის­ტე­ბით, რო­მელ­თა ნა­წი­ლი (ვი­საც გავ­ლე­ნი­ა­ნი მფარ­ვე­ლი ჰყავს) სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეა. მა­გა­ლი­თად, მრა­ვალ­მა მე­დი­კოს­მა იმ მიკ­რო­ორ­გა­ნოს ანა­ტო­მი­უ­რი მდე­ბა­რე­ო­ბაც კი არ იცის, რო­მელ­საც უნ­და უმ­კურ­ნა­ლოს; მრა­ვა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ვის დარ­გ­ში მე-3 კლა­სის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ ამო­ცა­ნებ­საც კი ვერ ხსნის; მრა­ვა­ლი „ექ­ს­პერ­ტის“ საქ­მი­ა­ნო­ბა კი იმით იფარ­გ­ლე­ბა, რომ ფუჭ და ყალბ ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­ში მა­ღალ ხელ­ფასს იღებს და თა­ვის ირ­გ­ვ­ლივ პრო­ფე­სი­ო­ნალს არ აჭა­ჭა­ნებს. არის თუ არა ეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მავ­ლის და­ღუპ­ვა?

2) ოჯა­ხი სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის მი­ე­რაა მოტყუ­ე­ბუ­ლი. ოჯახს ჰგო­ნია, რომ შვი­ლის მო­მა­ვალ­ზე ზრუ­ნავს. ბან­კის კრე­დიტს იღებს, უკა­ნას­კ­ნელ მან­ქა­ნა­სა თუ ძრო­ხას ყი­დის, ბი­ნა­სა და მი­წას აგი­რა­ვებს, უმი­წაწყ­ლოდ რჩე­ბა… შვი­ლის „ბედ­ნი­ე­რი მო­მავ­ლის“ გუ­ლის­თ­ვის. მაგ­რამ ეს შვი­ლი ლექ­ცია-სე­მი­ნა­რებ­ზეც კი არ და­დის, ანუ ქუ­ჩა­ში (ან სა­მო­რი­ნე­ში) ყრის იმას, რაც ოჯახ­მა სის­ხ­ლის ფა­სად იყი­და (რა­ტომ არ აწუ­ხებს სა­მი­ნის­ტ­როს ის, რომ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში გაც­დე­ნე­ბი 50%-ს აჭარ­ბებს, ხო­ლო არ­გაც­დე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში სტუ­დენ­ტე­ბის, სა­შუ­ა­ლოდ, მხო­ლოდ 20-30%-ია ჩარ­თუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში?). ათი­ა­თა­სო­ბით ხელ­მო­ცა­რულ სტუ­დენტს სტა­ტუ­სი აქვს შე­ჩე­რე­ბუ­ლი. შე­და­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი კი აიღებს და ააფ­რი­ა­ლებს ფა­რა­ტი­ნა დიპ­ლომს, მაგ­რამ ოჯა­ხი გა­ღა­ტა­კე­ბუ­ლი დახ­ვ­დე­ბა, ფა­რა­ტი­ნა დიპ­ლომს კი ათი­ა­თა­სო­ბით სხვა უმუ­შე­ვა­რი ახალ­გაზ­რ­და აფ­რი­ა­ლებს. ათი­ა­თა­სო­ბით უმუ­შე­ვა­რი იურის­ტი, ეკო­ნო­მის­ტი თუ პო­ლი­ტო­ლოგ-დიპ­ლო­მა­ტი აფ­რი­ა­ლებს დიპ­ლომს, ოჯა­ხი კი შვილს იური­დი­ულ/ეკო­ნი­მი­კურ/სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე აგ­ზავ­ნის. ლა­ტა­რე­ა­ში ან სა­მო­რი­ნე­ში უფ­რო მე­ტი შან­სია მო­გე­ბი­სა, ვიდ­რე ამ სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბით სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნი­სა. და თუ­კი უმაღ­ლეს­დამ­თავ­რე­ბულ­მა მე­რე მა­ინც „ბიზ­ნე­სი“ უნ­და და­იწყოს, თა­ნაც არა სპე­ცი­ა­ლო­ბით, მა­შინ რის­თ­ვის და­ი­კარ­გა 4 წე­ლი­წა­დი და ის დიდ­ძა­ლი თან­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც სწო­რედ იმ „ბიზ­ნე­სის“ წა­მო­საწყე­ბა­დაა სა­ჭი­რო? ისე­დაც გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ათა­სო­ბით ოჯა­ხის გა­ღა­ტა­კე­ბა და ახალ­გაზ­რ­დე­ბის მა­სობ­რი­ვად უმუ­შევ­რად და­ტო­ვე­ბა არის თუ არა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მავ­ლის და­ღუპ­ვა?

3) ყალ­ბი სტუ­დენ­ტო­ბის 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბის დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა გზას ას­ც­დე­ბა. ზო­გი უსაქ­მუ­რო­ბა­სა და მა­რი­ხუ­ა­ნას ან უარესს გა­უ­გებს გე­მოს, ზო­გი — კრი­მი­ნა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბას, ზო­გი წე­სი­ერ ცხოვ­რე­ბას კი ინარ­ჩუ­ნებს, მაგ­რამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვს და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი: მიჩ­ვე­უ­ლია იმას, რომ სი­ყალ­ბე და მოჩ­ვე­ნე­ბი­თო­ბაა „საქ­მის კე­თე­ბა“, ნამ­დ­ვი­ლი საქ­მის კე­თე­ბა­ზე კი წარ­მოდ­გე­ნაც არ აქვს (ანუ მზა­დაა მო­მა­ვა­ლი კო­რუფ­ცი­ო­ნე­რი); თა­ვი დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი ჰგო­ნია და თა­ვის­თ­ვის რე­ა­ლუ­რად შე­სა­ფე­რის საქ­მი­ა­ნო­ბას აღარ კად­რუ­ლობს, თუ­კი ოფის­ში მე­ნე­ჯე­რის მო­ად­გი­ლე­ო­ბას მა­ინც არ შეს­თა­ვა­ზე­ბენ, ბედ­სა და მთავ­რო­ბას უმუ­შევ­რო­ბას აყ­ვედ­რის. სწო­რედ ესაა მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რომ­ლის გა­მოც სოფ­ლე­ბი ცა­რი­ელ­დე­ბა და მუ­შა­ხე­ლი აღა­რაა. არის თუ არა ეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მავ­ლის და­ღუპ­ვა?

ათი­ა­თა­სო­ბით ახალ­გაზ­რ­დის ცხოვ­რე­ბის გზის გამ­რუ­დე­ბა არის თუ არა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მავ­ლის და­ღუპ­ვა?

ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი გო­დებ­დ­ნენ: „იყი­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოო“. ამ­ჟა­მად სა­ქარ­თ­ვე­ლოც იყი­დე­ბა და მი­სი მო­მა­ვა­ლიც გი­რა­ო­ში იდე­ბა. ამის შე­სა­ჩე­რებ­ლად ერ­თა­დერ­თი გზაა: გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა „სა­ბაზ­რო პრინ­ცი­პე­ბი­თა“ და პო­პუ­ლიზ­მით კი არ უნ­და იმარ­თე­ბო­დეს, არა­მედ უპირ­ვე­ლე­სად ხა­რის­ხ­ზე, ახალ­გაზ­რ­და­ზე და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მა­ვალ­ზე უნ­და ზრუ­ნავ­დეს. მთა­ვა­რი კი ნე­პო­ტიზმ-კო­რუფ­ცი­ის აღ­კ­ვე­თაა. ცოდ­ნის და­ბა­ლი დო­ნე იმა­შიც ჩანს, რომ ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას არ ეს­მის ცნე­ბა „კო­რუფ­ცია“ და მას მექ­რ­თა­მე­ო­ბას­თან აიგი­ვებს. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი მექ­რ­თა­მე­ო­ბა კო­რუფ­ცი­ის მხო­ლოდ ერ­თი სა­ხე­ო­ბაა, თა­ნაც არა ყვე­ლა­ზე უარე­სი სა­ხე­ო­ბა. კო­რუფ­ცია — ესაა თა­ნამ­დე­ბო­ბის უკა­ნო­ნო გა­მო­ყე­ნე­ბა პი­რა­დი მიზ­ნე­ბით. მა­გა­ლი­თად, რუ­სეთ­სა თუ აზერ­ბა­ი­ჯან­ში მექ­რ­თა­მე­ო­ბა გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მაგ­რამ მთლი­ა­ნო­ბა­ში კო­რუფ­ცია, ნე­პო­ტიზ­მის ხარ­ჯ­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­შია მე­ტი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვ­ნი­სას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ფაქ­ტო­რი უბ­რა­ლოდ აღარ არ­სე­ბობს. რუ­სეთ­სა თუ აზერ­ბა­ი­ჯან­ში ვერ ნა­ხავთ გა­ნათ­ლე­ბი­სა თუ მეც­ნი­ე­რე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბის როლ­ში ისეთ გა­მო­უც­დელ არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, რო­გო­რე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გვყავს მრავ­ლად.

სა­ხელ­მ­წი­ფო გა­მოც­დე­ბი კი არ უნ­და გა­უქ­მ­დეს, არა­მედ პი­რი­ქით — სა­მი­ნის­ტ­როს მთა­ვა­რი საქ­მე შე­დე­გის ხა­რის­ხის კონ­ტ­რო­ლი უნ­და იყოს (და არა ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ-მბრძა­ნებ­ლურ-ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია). კონ­კ­რე­ტუ­ლად: უნ­და ტარ­დე­ბო­დეს სა­ხელ­მ­წი­ფო ტეს­ტი­რე­ბე­ბი, დაწყე­ბუ­ლი დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის დას­რუ­ლე­ბი­დან (XI-XII კლა­სებ­ში უკ­ვე გვი­ა­ნაა). თუ­კი სა­ყო­ველ­თაო ტეს­ტი­რე­ბა ძნე­ლი ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლია, მა­შინ შერ­ჩე­ვი­თი ტეს­ტი­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ყო­ვე­ლი სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლი­დან შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი და რამ­დე­ნი­მე სა­შუ­ა­ლო შე­ფა­სე­ბა­თა მქო­ნე მოს­წავ­ლის შემ­თხ­ვე­ვი­თი შერ­ჩე­ვა, ოთხი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი­დან: IV-V, VI-VII, IX-X და XI-XII კლა­სე­ბი­დან. ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი სი­გე­ლე­ბით მა­ინც უნ­და და­ჯილ­დოვ­დ­ნენ, ასე­ვე სა­შუ­ა­ლო შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი სკო­ლაც უნ­და და­ჯილ­დოვ­დეს და წარ­მა­ტე­ბულ­თა ეს ნუს­ხე­ბი სა­ჯა­როდ უნ­და ქვეყ­ნ­დე­ბო­დეს. ამით დამ­კ­ვიდ­რ­დე­ბა ხა­რის­ხ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, თვით­გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­დი და თვით­გა­ჯან­სა­ღე­ბა­დი სის­ტე­მა.

ასე­თი­ვე ტეს­ტი­რე­ბე­ბი უნ­და იყოს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­თა და კერ­ძო სკო­ლე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მთა­ვა­რი სა­ფუძ­ვე­ლიც. პა­რა­ლე­ლუ­რად კი პრო­ფე­სი­ულ-ტექ­ნი­კურ და სა­სოფ­ლო სას­წავ­ლე­ბელ­თა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სის­ტე­მა უნ­და ამუ­შავ­დეს მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში (რა­საც მრა­ვა­ლი მი­ნის­ტ­რი გვპირ­დე­ბო­და, მაგ­რამ მე­ა­თე­დიც არ ჩანს). ასე­თი სას­წავ­ლებ­ლე­ბი (ვუ­წო­დოთ თუნ­დაც „კო­ლე­ჯე­ბი“) უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა რა­ი­ონ­ში უნ­და იყოს, რა­თა ახალ­გაზ­რ­დას სხვა ქა­ლაქ­ში ბი­ნის შოვ­ნა არ უწევ­დეს.

სა­მი­ნის­ტ­როს, სას­წავ­ლებ­ლის დი­რექ­ცი­ის, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მთე­ლი სის­ტე­მის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მა­ვა­ლი, კერ­ძოდ, მოს­წავ­ლე/სტუ­დენ­ტის მო­მა­ვა­ლი, ანუ სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი უნ­და გახ­დეს.

უცხო­ეთ­თან მოს­წავ­ლე­თა გაც­ვ­ლის პროგ­რა­მებ­მა ძა­ლი­ან ჭკუ­ის სას­წავ­ლე­ბე­ლი შემ­თხ­ვე­ვა გვიჩ­ვე­ნა. ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­და შე­ეს­წ­რო, თუ რო­გორ ავ­სებ­და მი­სი ამე­რი­კე­ლი თა­ნა­ტო­ლი უმაღ­ლეს­ში მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დის ტესტს ინ­ტერ­ნე­ტით. ქარ­თ­ველ­მა გა­ო­ცე­ბა ვერ და­მა­ლა: ეს რა გა­მოც­დაა, შენ ხომ შე­გიძ­ლია, რომ მცოდ­ნე ნაც­ნო­ბი და­ის­ვა გვერ­დით და მი­სი კარ­ნა­ხით შე­ავ­სო ტეს­ტიო. ამ ნათ­ქ­ვამ­მა კი ამე­რი­კე­ლი გა­ა­ო­ცა — შე­უ­რაცხ­ყო­ფას რა­ტომ მა­ყე­ნებ, თაღ­ლითს რა მი­გავ­სო; თა­ნაც სხვის მი­ერ ტეს­ტის შევ­სე­ბა იგი­ვეა, სა­მე­დი­ცი­ნო ანა­ლი­ზის­თ­ვის შე­ნი სის­ხ­ლის ნაც­ვ­ლად ჯან­მ­რ­თე­ლი მე­გობ­რის სის­ხ­ლი რომ ჩა­ა­ბა­როო; ტეს­ტე­ბით მე ვხვდე­ბი, რო­მე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რო­მე­ლი ფა­კულ­ტე­ტია ჩემ­თ­ვის შე­სა­ფე­რი­სი და ვარ თუ არა მზად ამა თუ იმ სპე­ცი­ა­ლო­ბის­თ­ვის და თუ­კი არ ვარ მზად, მა­შინ 4 წლი­სა და თან­ხე­ბის ფუ­ჭად და­კარ­გ­ვა ხომ სი­სუ­ლე­ლეაო… და კი­დევ: შემ­დეგ, ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­და­ზე, ერ­თ­მა­ნეთს დამ­ცი­ნა­ვი ღი­მი­ლით ანიშ­ნებ­დ­ნენ — აი ესაა, ვინც ტეს­ტის გა­ყალ­ბე­ბას გვირ­ჩევ­სო! ასე იქ­ცე­ვა გო­ნი­ე­რი და ღირ­სე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი. ხო­ლო უგუ­ნუ­რი და უღირ­სე­ბო ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფოს ვერ ააშე­ნე­ბენ. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა მსჭვა­ლავს სი­ყალ­ბით ახალ­გაზ­რ­დებს, რად­გან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აჩ­ვევს მათ ყალბ სწავ­ლას (უაზ­რო ზე­პი­რო­ბას), ყალბ შე­ფა­სე­ბებს, ყალბ ატეს­ტა­ტებს, ყალბ დიპ­ლო­მებს, ყალბ სიტყ­ვებს, ყალბ საქ­მი­ა­ნო­ბას… მოჩ­ვე­ნე­ბი­თო­ბი­თა და მი­ფუ­ჩე­ჩე­ბით ვი­თომ საქ­მის კე­თე­ბას… ძვალ-რბილ­ში გამ­ჯ­და­რი სი­ყალ­ბე პი­როვ­ნე­ბას ან­გ­რევს და არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის გან­ც­დით წამ­ლავს, შრო­მას შე­ა­ძუ­ლებს, ქუ­ჩის­კენ და უწე­სო ცხოვ­რე­ბის­კენ უბიძ­გებს, აგ­რე­სი­უ­ლო­ბას აღ­ვი­ვებს და აძ­ლი­ე­რებს.

და­ვუკ­ვირ­დეთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ჯან­სა­ღი, გო­ნი­ე­რი, მო­აზ­როვ­ნე, მშრო­მე­ლი, ზნე­ობ­რი­ვი, ღი­მი­ლი­ა­ნი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და ღირ­სე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე აღი­ზარ­დოს, რო­დე­საც: სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბულ­თა 80%-მა წი­ლა­დი, პრო­ცენ­ტი, მო­ცუ­ლო­ბა და დი­აგ­რა­მის შედ­გე­ნა არ იცის წე­სი­ე­რად, ამ დროს კი ვი­თომ ტრი­გო­ნო­მეტ­რი­ულ გან­ტო­ლე­ბა­სა და ლო­გა­რითმს „ას­წავ­ლი­ან“; უბ­რა­ლო ერ­თ­გ­ვერ­დი­ა­ნი ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვა-გა­აზ­რე­ბა უჭირს, ამ დროს კი ვი­თომ ას­ჯერ უფ­რო რთულ ტექ­ს­ტებს „ას­წავ­ლი­ან“ ყო­ველ­დღი­უ­რად; მზის სის­ტე­მის აგე­ბუ­ლე­ბა, ზამ­თარ-ზაფხუ­ლის მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბა და სიჩ­ქა­რის გა­მოთ­ვ­ლა არ იცის წე­სი­ე­რად, ამ დროს კი ვი­თომ ელექ­ტ­რო­მაგ­ნი­ტურ ველ­ში ვექ­ტო­რებს „ას­წავ­ლი­ან“; ხერ­ხემ­ლი­ან და უხერ­ხემ­ლო ცხო­ვე­ლებს შო­რის არ­სე­ბი­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა არ იცის, ამ დროს კი ვი­თომ ცი­ტო­ლო­გი­ი­სა და გე­ნე­ტი­კის თა­ნა­მედ­რო­ვე მიღ­წე­ვებს „ას­წავ­ლი­ან“; ის არ იცის, თა­მარ მე­ფე ცხოვ­რობ­და უფ­რო ად­რე თუ ქრის­ტე­ფორ კო­ლუმ­ბი, ამ დროს კი ვი­თომ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ის წყა­როთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბას „ას­წავ­ლი­ან“; და არც ის ენაღ­ვ­ლე­ბათ, აინ­ტე­რე­სებს თუ არა და რა­მე­ში დას­ჭირ­დე­ბა თუ არა ახალ­გაზ­რ­დას ის სა­კითხე­ბი, რომ­ლებ­საც „ას­წავ­ლი­ან“, ანუ უაზ­როდ აზე­პი­რე­ბი­ნე­ბენ. მე­რე კი 6-იანი­თა თუ 10-იანით შე­უ­ფა­სე­ბენ ცოდ­ნას. აი, აქაა კო­რუფ­ცი­ის სამ­ჭედ­ლოს კე­რა.

დი­მიტ­რი უზ­ნა­ძე წერ­და: იმი­ტომ კი არა ვართ გლა­ხა­კე­ბი, რომ ღა­ტა­კე­ბი ვართ, არა­მედ პი­რი­ქით — იმი­ტომ ვართ ღა­ტა­კე­ბი, რომ გლა­ხა­კე­ბი ვარ­თო. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ყო­ველ­გ­ვა­რი სი­ყალ­ბე უნ­და აღ­მო­იფხ­ვ­რეს, რა­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჯან­საღ მო­მა­ვალს გა­ეხ­ს­ნეს გზა.

ზუ­რაბ ვა­ხა­ნია

პე­და­გო­გი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები