25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბას შე­ფა­სე­ბის ეფექ­ტუ­რი სის­ტე­მის შე­მუ­შა­ვე­ბა უნ­და მოჰ­ყ­ვეს – მაკო ყუფარაძე

spot_img

სკო­ლის გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის მოხ­ს­ნას, ბევრ მომ­ხ­რეს­თან ერ­თად, ბევ­რი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გეც გა­უჩ­ნ­და. სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბას გა­მოც­და აღარ შე­ა­ფა­სებს, მოს­წავ­ლე­თა შემ­ფა­სებ­ლე­ბი ახ­ლა საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი დარ­ჩ­ნენ. რო­გორ შე­ა­ფა­სებს სის­ტე­მა მათ, შე­ფა­სე­ბის რა მე­ქა­ნიზ­მე­ბი და­ი­ცავს ობი­ექ­ტუ­რო­ბას? სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს ამ კითხვაზე პასუხი აინ­ტე­რე­სებს. სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან, პა­რა­ლე­ლუ­რად, გაჩ­ნ­და ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც დაწყე­ბი­თი და სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის შე­ფა­სე­ბა მო­მა­ვალ­ში ისევ გა­მოც­დას და­ე­კის­რე­ბა. თუმ­ცა, კონ­კ­რე­ტუ­ლად რო­გო­რი იქ­ნე­ბა შე­ფა­სე­ბის ახა­ლი სის­ტე­მა, ამა­ზე პა­სუ­ხე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვთ.

რა შე­დეგს ელი­ან გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბით და მუ­შა­ობს თუ არა სკო­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა ეფექ­ტუ­რად — ამ თე­მებ­ზე სა­უბ­რობს გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი მა­კო ყუ­ფა­რა­ძე:

— რა არის გა­მოც­დის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი?

— ნე­ბის­მი­ე­რი შე­ფა­სე­ბის, მათ შო­რის გა­მოც­დის, მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, სის­ტე­მამ — სკო­ლამ და მას­წავ­ლე­ბელ­მა — შეძ­ლოს მოს­წავ­ლეს და­ეხ­მა­როს მის­თ­ვის პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხე­ბის გან­საზღ­ვ­რა­ში და იმ სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დად­გე­ნა­ში, რაც სწავ­ლის პრო­ცეს­ში წარ­მო­იშ­ო­ბა. შემ­დეგ კი, უნ­და მის­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა რო­გორც მას­წავ­ლე­ბელს, ისე მოს­წავ­ლეს, ამ სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დაძ­ლე­ვა­ზე იმუ­შა­ონ. რე­ა­ლუ­რად სას­კო­ლო დო­ნის შე­ფა­სე­ბის (გა­მოც­დის) მი­ზა­ნი ეს არის.

თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ კვლე­ვებ­ში ასა­ხულ მოს­წავ­ლე­თა სას­წავ­ლო შე­დე­გებს, ცალ­სა­ხად და­ვი­ნა­ხავთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მოს­წავ­ლე­ე­ბი სის­ტე­მას კარგ შე­დე­გებ­ზე ვერ გაჰ­ყავს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა და­ვას­კ­ვ­ნათ, რომ არ­სე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა მთა­ვარ მი­ზანს ეფექ­ტუ­რად ვერ აღ­წევს.

თა­ვის­თა­ვად, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა მუდ­მივ­გან­ვი­თა­რე­ბა­დი სფე­რო გახ­ლავთ, ამი­ტომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მებ­ში ნე­ბის­მი­ე­რი კარ­გი ინი­ცი­ა­ტი­ვა, მათ შო­რის, ეროვ­ნუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი და შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა (გა­მოც­დე­ბი) გა­და­ი­სინ­ჯე­ბა ხოლ­მე სამ ან ხუთ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ. ამით ის რე­ფორ­მა­ტო­რუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი ფას­დე­ბა, რაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის კომ­პო­ნენ­ტ­ში ვლინ­დე­ბა ხოლ­მე. ვფიქ­რობ, გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბებს აუცი­ლებ­ლად სა­ფუძ­ვ­ლად უნ­და და­ე­დოს, ზო­გა­დად, სას­კო­ლო და საკ­ლა­სო შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. თვი­თონ მას­წავ­ლებ­ლებ­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, სკო­ლამ, თემ­მა უნ­და გა­ი­თა­ვი­სონ შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მას დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და ისიც, რომ გა­მოც­დის მი­ზა­ნი მხო­ლოდ ქუ­ლის და­წე­რა არ არის, უფ­რო მოს­წავ­ლის დახ­მა­რე­ბაა, რომ უკეთ ის­წავ­ლოს. მა­გა­ლი­თად, წლე­ბის წინ, იყო ასე­თი პო­ზი­ტი­უ­რი ტენ­დენ­ცია, რო­ცა ნიშ­ნე­ბის და­წე­რა მას­წავ­ლებ­ლის მოს­წავ­ლეს­თან მუ­შა­ო­ბის უფ­რო აღ­წე­რი­ლო­ბი­თი სა­ხის შე­ფა­სე­ბამ ჩა­ა­ნაც­ვ­ლა. თა­ვის­თა­ვად, სის­ტე­მის მეს­ვე­უ­რე­ბი — სკო­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი — ამ­ბობ­დ­ნენ, რომ ეს ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რი იყო იმი­ტომ, რომ მას­წავ­ლე­ბლებს იმ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კარ­გი ცოდ­ნა არ გა­აჩ­ნი­ათ — რო­გორ მო­ახ­დი­ნონ მო­წავ­ლე­თა მა­ღა­ლე­ფექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა. პრაქ­ტი­კუ­ლად, ეს ხელს უშ­ლის მთა­ვა­რი თვით­მიზ­ნის მიღ­წე­ვას — მოს­წავ­ლემ უკეთ ის­წავ­ლოს.

ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, სკო­ლამ, პირ­ველ რიგ­ში, მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ი­თა­ვი­სოს შე­ფა­სე­ბის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი რო­ლი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. და, რაც მთა­ვა­რია, მას­წავ­ლე­ბე­ლი, პირ­ველ რიგ­ში, უნ­და ფლობ­დეს უნა­რებს, რო­გორ შექ­მ­ნას და გა­მო­ი­ყე­ნოს შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი — სე­მეს­ტ­რუ­ლად, ყო­ველ­დღი­უ­რად, თუნ­დაც, სკო­ლის დამ­თავ­რე­ბი­სას.

— თქვე­ნი აზ­რით, რას მო­ი­ტანს ან რა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს სკო­ლის გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის მოხ­ს­ნა?

— ჩვენ გვინ­და და­ვი­ჯე­როთ, რომ გა­მოც­დე­ბის გა­უქ­მე­ბას აუცი­ლებ­ლად მოჰყ­ვე­ბა შე­ფა­სე­ბის ეფექ­ტუ­რი სის­ტე­მი­სა და მე­თო­დე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა. ისევ გა­ვი­მე­ო­რებ, ეს სის­ტე­მუ­რი ხარ­ვე­ზია, მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ი­სა და ცოდ­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ამი­ტომ, არ­სე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის მო­დე­ლი უნ­და ჩა­ნაც­ვ­ლ­დეს მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბის სხვა, უფ­რო ეფექ­ტუ­რი, შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მით.

— ამ მო­ცე­მუ­ლო­ბით გა­მო­დის, რომ შე­ფა­სე­ბის გა­რე­შე რჩე­ბა არა მხო­ლოდ სა­შუ­ა­ლო, არა­მედ სხვა სა­ფე­ხუ­რე­ბიც.

— ვერ გეტყ­ვით, რომ შე­ფა­სე­ბის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი, რად­გან გა­მოც­დის გარ­და, შე­ფა­სე­ბის სხვა სის­ტე­მე­ბიც არ­სე­ბობს, მაგ­რამ რო­გორც გითხა­რით, არა­ე­ფექ­ტუ­რი, რად­გან შე­ფა­სე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ნიშ­ნის და­წე­რაა, რა­საც კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, შე­ფა­სე­ბა მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბას უნ­და ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს — შე­ფა­სე­ბით მას უნ­და და­ვეხ­მა­როთ, რომ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს შე­დე­გე­ბი. მთე­ლი აქ­ცენ­ტის ნიშ­ნის და­წე­რა­ზე გა­და­ტა­ნამ ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რი პრაქ­ტი­კის და­ნერ­გ­ვას შე­უწყო ხე­ლი, მათ შო­რის, რე­პე­ტი­ტო­რო­ბას. რო­ცა ვამ­ბობთ, რომ სკო­ლა­ში უნ­და შე­იქ­მ­ნას შე­ფა­სე­ბის ეფექ­ტუ­რი სის­ტე­მა, აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ, რა ზი­ა­ნის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია სკო­ლის­თ­ვის, თუნ­დაც, აღ­ნიშ­ნულ ნე­გა­ტი­ურ ფე­ნო­მენს. ამი­ტომ სკო­ლა ისე უნ­და გა­ვაძ­ლი­ე­როთ, რომ თა­ვის­თა­ვად გაქ­რეს რე­პე­ტი­ტო­რო­ბა. რე­ა­ლუ­რად, დღეს, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რე­პე­ტი­ტო­რო­ბა ერ­თა­დერ­თი დახ­მა­რე­ბაა მოს­წავ­ლის­თ­ვის, რომ შე­დეგ­ზე გა­ვი­დეს. არა­და, ეს ფუნ­ქ­ცია მთლი­ა­ნად სკო­ლა­ზეა და­კის­რე­ბუ­ლი. სკო­ლამ უნ­და გან­საზღ­ვ­როს და მას­წავ­ლებ­ლებს მის­ცეს ძა­ლი­ან კარ­გი ცოდ­ნა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. რე­ა­ლუ­რად, ეს იქ­ნე­ბა სკო­ლის ფუნ­ქ­ცი­ის მა­ღალ დო­ნე­ზე შეს­რუ­ლე­ბა და დი­დი რე­ფორ­მის და ცვლი­ლე­ბე­ბის და­საწყი­სიც. პრაქ­ტი­კუ­ლად, მხო­ლოდ მა­შინ გა­ვალთ მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბის მოქ­ნილ და წარ­მა­ტე­ბულ მო­დელ­ზე, რო­ცა ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­ი­აზ­რებს შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას და და­ე­უფ­ლე­ბა მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის უნარ-ჩვე­ვებს. მხო­ლოდ ეს გახ­დის ეფექ­ტურს მოს­წავ­ლეს­თან მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს — აამაღ­ლებს მო­ტი­ვა­ცი­ას და გა­ა­ჩენს სწორ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სწავ­ლი­სად­მი. ასეთ სის­ტე­მა­ში მოს­წავ­ლეც კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბით და მას­წავ­ლე­ბე­ლიც.

ეს უნ­და იყოს მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას. თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მხო­ლოდ გა­მოც­დის მოხ­ს­ნით არ უნ­და შე­მო­ი­ფარ­გ­ლოს დაწყე­ბუ­ლი რე­ფორ­მა და სის­ტე­მამ უნ­და შე­ი­მუ­შა­ოს სკო­ლის და­მას­რუ­ლე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის (გა­მოც­დის ჩათ­ვ­ლით) ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ ცალ­კე­ულ საგ­ნებ­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, არა­მედ კომ­პ­ლექ­სუ­რად შე­ა­ფა­სებს მოს­წავ­ლის ცოდ­ნა­საც და უნა­რებ­საც. რე­ა­ლუ­რად ეს და­ეხ­მა­რე­ბა, ერ­თი მხრივ, მოს­წავ­ლეს და, მე­ო­რე მხრივ, სის­ტე­მას, გან­საზღ­ვ­რონ ის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი და ძლი­ე­რი მხა­რე­ები, რაც უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად და სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა კონ­კ­რე­ტულ მოს­წავ­ლეს.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები